ქრისტიანული ისტორიის კვირა: მორავიელთა ეკლესიის ხელმძღვანელის დაბადება, ლუთერის დებატები, ქალთა უფლებები

124 ნახვა
23 გაზიარება
0 კომენტარი

ქრისტიანობის ისტორია არის ვრცელი და დეტალური ინფორმაციის მატარებელი, რომელიც მუდამ სავსეა სხვადასხვა სიახლით.

ყოველი კვირა სავსეა აღსანიშნავი მოვლენით, საშიში ტრაგედიით, აღმაშფოთებელი ტრიუმფითა თუ შთამაგონებელი პროგრესით…

წარმოგიდგენთ რამდენიმე სიახლეს, რაც ეკლესიის ისტორიაში 14-20 ივლისის განმავლობაში მოხდა. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მორავიელთა ეკლესიის დამფუძნებლის დაბადება, ჩრდილოეთ ამერიკაში. აგრეთვე, მთავარი თეოლოგიური დებატების დასასრული, რომელშიც მონაწილეობდა მარტინ ლუთერი; და მესამე, ეკლესია, რომელიც მხარს უჭერდა პირველ კონვენციას ქალთა უფლებების შესახებ ამერიკაში.

როგორც აღინიშნა, ეს კვირა მიძღვნილია ავგუსტ გოთლიბ სპენგენბერგის დაბადებისადმი, რომელიც გახლავთ დამფუძნებელი მორავიელთა ეკლესიისა; ის დაიბადა კლეტენბერგში, გერმანიაში.

მორავიელთა გერმანელი ეპისკოპოსი სპენგენბერგი, ცნობილი, როგორც „Unitas Fratrum“, ზედამხედველობდა მისიონერულ საქმიანობას ჯორჯიასა და პენსილვანიის შტატებში.
1740 წელს სპენგენბერგმა დააარსა ჩრდილო-ამერიკული საბჭო „Unitas Fratrum“-ი, რომლის სათავო ოფისიც ფილადელფიაში მდებარეობდა.

ეს კვირა აღსანიშნავია აგრეთვე მარტინ ლუთერსა და სახელოვან კათოლიკე თეოლოგს, ჯონ ეკს, შორის გამართულ დებატებში საბოლოო დასკვნის გამოტანის გამოც. აღნიშნული დებატები გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში მიმდინარეობდა. დებატების დასაწყისშივე გამოიკვეთა, რომ ჯონ ეკს, მარტინ ლუთერსა და ანდრეას ბოდენშტაინს შორის გარკვეული კავშირი არსებობდა, მათი შეხედულებებიდან გამომდინარე. ლუთერი დებატებში მოგვიანებით ჩაერთო.

დებატების მთავარ თემას, ძირითადად, ეკლესიის ავტორიტეტის განხილვა წარმოადგენდა. სწორედ ეს დებატები გახდა შემდგომი რეფორმაციის მთავარი იდეა.
დასაწყისიდანვე ლუთერმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ პაპები, კონსულები და თეოლოგები, ყველანი არასწორ მოძღვრებაში იყვნენ ჩართულნი; რომ ბიბლია, როგორც უმაღლესი ავტორიტეტი, მნიშვნელოვან წყაროს აღარ წარმოადგენდა. სწორედ ეს გახდა აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი და ლუთერის ამ პოზიციას გამოუჩნდა როგორც ბევრი მიმდევარი, ასევე ბევრი მოწინააღმდეგეც.

ამ კვირაში აღინიშნება ასევე ამერიკის ისტორიაში პირველად, უმაღლესი სამლოცველოს – „სენეკა ფოლზის“ მიერ ქალთა უფლებების პირველი ყრილობის მასპინძლობაც.

სენეკა ფოლზი“, რომელიც ერთ დროს რელიგიურ ცენტრად იწოდებოდა, ცნობილია აგრეთვე, როგორც ადგილი, სადაც მიმდინარეობდა განხილვა მონებით ვაჭრობის აკრძალვასა და სხვადასხვა პოლიტიკურ ქმედებათა წარმართვაზე.

დაახლოებით 300 ადამიანი ესწრებოდა შეკრებას, მათ შორის იყვნენ შესამჩნევი ფიგურები, როგორებიც არიან ფრედერიკ დუგლასი და ლუკრეცია მოტი.

საბოლოო ჯამში, დამსწრეთაგან დაახლოებით ასმა ადამიანმა მოაწერა ხელი „გრძნობების დეკლარაციას“, რომელიც წარმოადგინა ქალთა უფლებების აქტიურმა დამცველმა ელისაბედ კეიდი სტენტონმა; იგი ეფუძნებოდა „დამოუკიდებლობის დეკლარაციას“ და მოითხოვდა ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებას.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

15 აგვ 2019 5.43 pm

ილინოისის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საჯარო…

29 აგვ 2019 2.53 pm

იცით თუ არა, რომ  ბევრ ცნობილ კომპანიას ქრისტიანული ფესვები აქვს? თუ არა, რამდენიმეს…

video

15 ნოე 2019 11.57 am

როგორც ცნობილია ისტორიიდან, პირველი ადამიანი, ვინც ზიარების შესახებ წიგნი…

video

13 ივნ 2019 2.42 pm

დასაწყისში არაფერი იყო, გარდა უსასრულო წყვდიადში ჩაძირული სიჩუმისა. შემოქმედის…