მოიშორეთ მწარე ფესვი

161 ნახვა
34 გაზიარება
0 კომენტარი

გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღვთის მადლი, რათა რომელიმე მწარე ფესვმა აღმოცენებისას ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს. ებრაელთა 12:15 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

რთულია, ამ სამყაროში ისე იცხოვრო, რომ უსამართლობის მსხვერპლი არ გახდე ან გული არ გეტკინოს. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მადლით მპატიებელი გულები გვაქვს, პატარა წყენამაც კი შეიძლება მძიმედ მოგვწამლოს და სიცოცხლე გაგვიმწაროს. 40 წელზე მეტია, ვმსახურობ; მრავალ ქრისტიანს ვიცნობდი, რომლებიც მიუხედავად შინაგანი ბრაზისა, ახერხებდნენ, ზრდილობიანები ყოფილიყვნენ. ისინი მწარე შხამს სვამენ და სულიერად იხოცებიან. ნაცვლად მიტევებისა, ღმერთისთვის ამ უსამართლობის მინდობისა, სიბრაზეს გულში ვინახავთ. გულში ჩატოვებული ბრაზი ყოველთვის გადაიზრდება სიმწარეში, რასაც შურისძიებამდე მივყავართ.

გაბოროტებული ადამიანები

ბიბლია არა მხოლოდ ჩვენი რწმენის გმირების ბიოგრაფიებს მოგვითხრობს, არამედ უბრალო ადამიანების ცხოვრებასაც აღწერს; იმ ინდივიდების, რომელთაც ისეთივე გულის ტკივილი გამოცადეს, როგორიც ჩვენ და ზოგიერთი მათგანი მოერია წყენას, დანაკარგსა და სიმწარეს.

რუთის წიგნიდან ნაყომი გავიხსენოთ. ისრაელში შიმშილმა ნაყომის ოჯახი აიძულა, მოაბში გადასახლებულიყო. ოჯახისა და მეგობრების გვერდში დგომის გარეშე, უცხოები უცხო მიწაზე აღმოჩნდნენ. ნაყომის ქმარი გარდაეცვალა, შემდეგ – ორი ვაჟიც. მას შემდეგ, რაც  ისრაელში დაბრუნდა თავის რძალთან, რუთთან ერთად, ნაყომიმ იქ მყოფ ხალხს მიმართა:

ნუღარ დამიძახებთ მე ნაყომის, მარა დამიძახეთ, რადგან ყოვლადძლიერმა ბევრი სიმწარე მარგუნა. რუთი 1:20 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ნაყომი გამწარებული იყო თავისი დანაკარგის გამო; ადანაშაულებდა „ყოვლადძლიერს“, რომ „სიმწარე“ შეამთხვია.

გამწარებული ადამიანისთვის თუ მოგისმენიათ, მიხვდებით, რომ სიტყვა „მხიარული“ მასთან არავითარ კავშირში არ არის. გამწარებული სული თითქოს დროშია გაჩერებული; ის ტკივილის მოგონებებით ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ ქალს შევხვდი, რომელიც იტანჯებოდა მტკივნეული განქორწინების გამო. წელიწადში ორჯერ ვსაუბრობდი მასთან ორი წლის განმავლობაში და ყოველ ჯერზე უარყოფითად ლაპარაკობდა თავის ყოფილ მეუღლეზე. განქორწინების შემდეგ ის გულისტკივილით იყო დატყვევებული.

გაწარებული სული გამუდმებით ადანაშაულებს ვინმეს იმ სიტუაციის გამო, რომელშიც აღმოჩნდა. ნაყომის შემთხვევაში ის გაბოროტებული მიმართავდა ღმერთს; გაბრაზებული იყო, რომ სიძნელეები და დანაკარგი დაუშვა ღმერთმა მის ცხოვრებაში. „უფალმა ცარიელი დამაბრუნა.“ – ამბობს იგი (რუთი 1:21) და კიდევ უფრო ამძაფრებს, როდესაც ამატებს: „ყოვლადძლიერმა უბედურება დამატეხა.“

ნაყომის ცხოვრება იობის დანაკარგს რომ შევადაროთ (იობი 1:1-22), იობმა დაკარგა შვილები და ქონება, მაგრამ მაინც იგი დაეცა და ადიდებდა ღმერთს:

შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი. იობი 1:21 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

მწუხარებაში მოქცევის დროს ვლინდება ღმერთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. როდესაც ცხოვრება დარტყმებს გვაყენებს, სიმწრისგან სისხლს ვღვრით თუ ღმერთს ვადიდებთ? იობი დაეცა და ღმერთს უფრო მიუახლოვდა. ნაყომიმ უარი თქვა ღმერთზე და მის ზურგს უკან საუბრობდა უფალზე. მე მყავს ძვირფასი მეგობარი, რომელმაც დაკარგა ჯერ კიდევ თინეიჯერი ერთადერთი ვაჟი. ტკივილის დროს ის ჭეშმარიტი თაყვანისცემის მაგალითი გახდა ყველასთვის. ტანჯვამ უფრო შემბრალებელი გახადა სხვისი ტანჯვის მიმართ (II კორინთელთა 1:3-4).  ასევე ვიცნობ სხვებს; მათ, ვინც იტანჯებოდნენ საყვარელი ადამიანის უეცარი დანაკარგის გამო; მათ, რომელთაც უარი თქვეს ღმერთზე და გაბოროტდნენ. განსაცდელი არ სრულყოფს ადამიანის ბუნებას, ის ავლენს ადამიანის ბუნებას. ის აჩვენებს იმას, რაც ჩვენში ხდება.

 გაბოროტებული

ძველ დროში კაცობრიობა, ძირითადად, მცენარეებზე ატარებდა ცდებს; ცდილობდნენ შეესწავლათ, რომელი მცენარე იყო საჭმელად ვარგისი და რომელი იყო მომწამვლელი. საბოლოოდ აღმოაჩინეს, რომ ტკბილი ხილი ან მცენარე საჭმელად უსაფრთხო იყო; ადამიანმა აღმოაჩინა, რომ მწარე მცენარეები აავადებდა და კლავდა კიდეც. ამის მსგავსად, მწარე ცხოვრებისეული გამოცდილება, თუ მას ჩვენს სულში ჩავიტოვებთ, შესაძლოა, სულიერი საწამლავი გახდეს, რომელიც იმედით სავსე ჩვენს ყველა მოლოდინს ანადგურებს და ქცევაზეც უარყოფითად აისახება. ასეთი გამოცდილება, შესაძლოა, ურთიერთობებში წყენის ან უსამართლობის შედეგად გაჩნდეს; შესაძლოა, დიდი იმედგაცრუებით და დანაკარგით დაიწყოს. მაშასადამე, როდესაც სიმწარე ადამიანის სულში ჩნდება, როგორც მელანი ამუქებს წყალს, ამის მსგავსად შეუძლია მასაც, რომ ჩვენი არსებობის ყოველი ასპექტი ჩააბნელოს.

მართლაც, სიმწარე არა მხოლოდ ანადგურებს ჩვენს ცხოვრებას, წმინდა წერილი გვაფრთხილებს, რომ მწარე ფესვმა, შესაძლოა, „ბევრი წაბილწოს“. (ებრაელთა 12:15). სიმწარის სულიერი ფესვი დამალულია; ესაა დაუძლეველი სიბრაზე, რომელიც დამარხულია ქვემოთ, ჩვენი ცხოვრების ფსკერზე. გარეგნულად ჩვენ გამოვიყურებით „სწორ ქრისტიანებად“, სანამ დავიწყებთ მიღებული ტკივილის შესახებ საუბარს და სხვებთან ერთად განხილვას. როგორც ვთქვით, ეს ფესვი ღვივდება და ბილწავს სხვებს. თუ არ გინდათ, შეეგუოთ გაბოროტებას, გაცნობიერებულად ესაუბრეთ სხვებს, იმისთვის, რომ თქვენი სიტყვებით არ მოწამლოთ ისინი. თუ გაბოროტებულ ადამიანს უსმენთ, ფრთხილად იყავით, რომ განრისხებული სული თქვენს ცხოვრებაშიც არ გაჩნდეს.

 გულგრილობა

დაბადების წიგნში კიდევ ერთ გაბოროტებულ სულს ვხვდებით, ესაა ესავი – იაკობის ძმა. ესავმა ჯერ მემკვიდრეობა დაკარგა ახალგაზრდობაში სულელური შეთანხმებით და შემდეგ მამის კურთხევაც. როდესაც აღმოაჩინა, რომ მემკვიდრეობაც და მამის კურთხევაც თავის ძმას ერგო, „ხმამაღლა და მწარედ ამოიგმინა,“ – ვკითხულობთ ბიბლიაში. (დაბადება 27:34).

ჩვენი სიზარმაცისა თუ გულგრილობის გამო რაიმეს დაკარგვამ, შესაძლოა, სული გაგვიბოროტოს. ასევე, თუ ვინმე მოგვატყუებს და წაიღებს იმას, რაც ჩვენი იყო, ეს განადგურების ტოლფასია. ვიცნობ ზარმაც ადამიანებს და პატივს არ ვცემ მათ განათლებას. ისინი გაბოროტებულები არიან და მუშაობენ მცირე შემოსავლისთვის. ასევე ვიცნობ ახალგაზრდებს, დაუქორწინებელ დედებს, რომელთაც ნება მისცეს მატყუარა ბიჭებს, ჰქონოდათ მათთან სექსუალური ურთიერთობა, რის გამოც ისინი მოგვიანებით მარტოხელა დედებად იქცნენ და ამ ყველაფერმა ისინი გააბოროტა. სულიერ ადამიანებსაც კი შეუძლიათ გაიხსენონ, როგორ იტანჯებოდნენ გაბოროტებით, რომელიც მათმა გულგრილობამ გამოიწვია. ვიცნობ ხუცესს, რომელიც თავისი მსახურების ერთგული იყო, თავის მეუღლეს კი გამუდმებით გულგრილად ეპყრობოდა. საბოლოოდ, ქალი გაშორდა მას. ხუცესმა დაკარგა მეუღლე, შვილებთან ემოციურად გაუცხოვდა და ეკლესიის პატივისცემაც აღარ შერჩა.

დანაკარგმა ესავი ძალიან გააბოროტა. ჩვენც დაგვიკარგავს ჩვენი ცხოვრების ღირებული ნაწილი გულგრილობის გამო? სხვებმა მიიღეს ის კურთხევა, რომელიც ჩვენთვის იყო განკუთვნილი და ამან გაგვაბოროტა? დაე, ღმერთმა გამოავლინოს ჩვენში ბოროტების ფესვი, რომელსაც გრძელვადიანი მოქმედება აქვს და ნელა გვკლავს.

ღმერთს სურს, რომ სიყვარული და ხალისი დაგვიბრუნდეს, ამიტომ გულით მივუახლოვდეთ ღმერთის სამეფოს და ვთხოვოთ მას, გვაჩვენოს ჩვენი გულები და უფლება მოგვცეს ვნახოთ, არის თუ არა ჩვენი სული თავისუფალი მწარე ფესვისაგან.

ავტორი: ფრენსის ფერჯიპენი

წყარო: http://www.preachitteachit.org