ათეისტმა დეტექტივმა იესოს რეალურობის გამოძიება გადაწყვიტა

307 ნახვა
92 გაზიარება
1 კომენტარი

ჯიმ ვორნერ ვოლასი მესამე თაობის წარმომადგენელია თავის ოჯახში, ვინც იურიდიულ სფეროში მოღვაწეობს. ის დეტექტივი 30 წლის ასაკში გახდა. ჯიმს არ სწამდა ღმერთის. იგი ისეთ ოჯახში აღიზარდა, სადაც რაიმეს დასაჯერებლად მტკიცებულებების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

„ყველაფერს ზებუნებრივს უარვყოფდი, არ მჯეროდა ზებუნებრივი ღმერთისა და სასწაულების არსებობის,”- ამბობდა იგი, –„მჯეროდა, რომ ყველაფერი, რაც სამყაროში ხდებოდა, ბუნებრივი, ფიზიკური პროცესებით აიხსნებოდა.

35 წლის იყო, როდესაც სახარება   გამოჩნდა მის ცხოვრებაში, იმდენად დააინტერესა იესოს ისტორიამ, რომ ბიბლია შეიძინა. „მინდოდა გამეგო, რისი თქმა უნდოდა იესოს.“– იხსენებს ის. იგი მას შემდეგ დაინტერესდა ღმერთის არსებობით, რაც აღმოაჩინა, რომ სახარება, შესაძლოა, „თვითმხილველთა ჩანაწერები“ ყოფილიყო. მისთვის კი, როგორც იურისტისთვის ეს უკვე დოკუმენტაციას წარმოადგენდა, რომელზე დაყრდნობითაც გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლებოდა.

ჯიმმა გადაწყვიტა სრულყოფილი გამოძიება ჩაეტარებინა იესოს შესახებ ისე, როგორც სხვა ჩვეულებრივ შემთხვევებში და მოეპოვებინა მტკიცებულებანი.

„როდესაც ქრისტიანები ისწავლიან, როგორ მიუდგნენ თავიანთ რწმენას მტკიცებულებათა საშუალებით და გამოიყენებენ ისეთივე მეთოდებს, როგორებსაც დეტექტივები იყენებენ წარსულში მომხდარი შემთხვევის მოკვლევის დროს, ამის  შემდეგ მოვლენები თავისთავად განვითარდება. ჩემი ღრმა რწმენით იმ დროში, რომელშიც რაციონალურობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მხოლოდ მტკიცებულებებით გამყარებული რწმენა გადარჩება.“ – ამბობს ჯიმი.

იგი ამბობს, რომ არსებობს ორი სახის მტკიცებულება: პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირი მტკიცებულება  არის თვითმხილველის ჩვენება. არაპირდაპირი კი  ყველაფერი დანარჩენი. ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობდნენ იესოს,  თავიანთი თვალით იხილეს იესოს სასწაულები და მოისმინეს მისი სწავლებები, ამ საქმეში თვითმხილველები არიან. იესო არ მოელოდა, რომ მისი მიმდევრები მის სიტყვებს მტკიცებულების გარეშე დაიჯერებდნენ, ამიტომ საუბართან ერთად ახდენდა სასწაულებს, რომლებიც ერთგვარი არაპირდაპირი მტკიცებულებებია.

ჯიმი ამბობს, რომ მრავალ ადამიანს არ ესმის, რატომ უნდა დაეყრდნონ მტკიცებულებეს. ჩვენ ისეთ საუკუნეში ვცხოვრობთ, რომ უნდა შეგვეძლოს ჩვენი რწმენის დაცვა. ეს ის თაობაა, რომელსაც სასწაულების არ სჯერა.

„ფაქტსა და მოსაზრებას შორის, ყოველთვის ფაქტს ენიჭება უპირატესობა, თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულია იმ ადამიანის როლი, ვინც პირველი მიდის შემთხვევის ადგილზე.“– ამბობს ჯიმი.

კითხვა, რომელიც ქრისტიანებმა თავიან თავს უნდა დაუსვან შემდეგია: „რატომაა ჩვენი რწმენა ჭეშმარიტი და როგორ ვიკვლიოთ შემთხვევა?“ ჯიმი აბობს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი ახალგაზრდებისთვის სწავლება და დავიწყოთ მათი წვრთნა და მათთვის უნარების გამომუშავება. სწავლა ღირებულია, თუმცა, წვრთნა  გამოწვევებისათვის გვამზადებს.

დეტექტივი გვიზიარებს 5 წესს, რომელიც დაგვეხმარება, გამოივიკვლიოთ ქრისტიანობის შესახებ სადაო საკითხები:

  • მთლიანად წაიკითხეთ და შეისწავლეთ ბიბლია, როგორც ექსპერტმა.
  • ბიბლიის კითხვისას იფიქრეთ ღმერთის არსებობის შესახებ მტკიცებულებებზე და დაფიქრდით, რას გამოიყენებდით მტკიცებულებად, დეტექტივი რომ ყოფილიყავით.
  • ზედმიწევნით გაანალიზეთ ბიბლია და აწარმოეთ ჩანაწერები.
  • შეაჯამეთ და ეფექტურად ჩამოაყალიბეთ ბიბლიური მტკიცებულებანი.
  • ეცადეთ წიგნის ფურცლების მიღმა წამოიდგინოთ იესო, როგორც ისტორიული პიროვნება.

 

ჯიმმა 2017 წელს გამოსცა  წიგნი სახელწოდებით – „რწმენის ექსპერტიზა”.

„ამ თაობას მძაფრად შეეხო სხვადასხვა სოციალური საკითხები, თუნდაც ისეთი, როგორიცაა ლგბტ მოძრაობა. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დროა ჩვენი რწმენა რაციონალური მტკიცებულებებით გავამყაროთ. – წერს იგი.

წყარო: https://www1.cbn.com





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები