არქეოლოგიური აღმოჩენა გალილეაში

193 ნახვა
32 გაზიარება
0 კომენტარი

არქეოლოგები მუშაობას განაგრძობენ გალილეის ზღვის პირას მდებარე ადრეული ქრისტიანული ხანის ტაძარში, სადაც მიწის საფარის ქვეშ ხუთი პურის და ორი თევზის გამოსახულებიანი მოზაიკა აღმოაჩინეს, რომელიც V საუკუნით თარიღდება.

მოზაიკა დამწვარი ეკლესიის ტერიტორიაზე იპოვეს, გოლანის მაღლობების რეგიონში, გენესარეთის, თანამედროვე ტიბერიადის ტბის მახლობლად, რომელსაც ჩრდილოეთით გალილეის ზღვა ესაზღვრება. არქეოლოგების ჯგუფმა ადრეული ქრისტიანული ტაძარი ივლისში აღმოაჩინა.

შენობას „დამწვარ ეკლესიად“ მოიხსენიებენ, რადგან იგი აქ გაჩენილმა ხანძარმა ნანგრევებად აქცია. ფერფლმა დაფარა მოზაიკა და დაიცვა იგი გარემოს ზემოქმედების შედეგად დაზიანებისგან; სწორედ ფერფლის მეშვეობით პირვანდელი ფერები თითქმის უცვლელადაა შემონახული.

დოქტორი მაიკლ აიზენბერგი, პროექტის ხელმძღვანელი, საუბრობს ამ აღმოჩენის მნიშვნელობაზე და აკავშირებს მას ადრეული ხანის ქრისტიანებთან: „ქვემოთ დაიხედეთ, აშკარაა, რომ ამ ტბის გარშემო ხალხმა იცოდა იესო ქრისტესა და მისი საქმეების შესახებ.“





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები