აშშ-ის პრეზიდენტმა მეოთხე კვარტალის ხელფასი კორონავირუსთან ბრძოლისთვის გაიღო

144 ნახვა
29 გაზიარება
1 კომენტარი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2019 წლის მეოთხე კვარტალში მიღებული ხელფასი სრულად შესწირა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს.

ამის შესახებ თავის Twitter-ზე დაწერა თეთრი სახლის პრესმდივანმა სტეფანი გრიშამმა. როგორც მან განაცხადა, პრეზიდენტის ეს დონაცია ემსახურება „კორონავირუსისთვის წინააღმდეგობის გაწევის, მისი შეკავებისა და მასთან ბრძოლისთვის გაღებული ძალისხმევის მხარდაჭერას.“ თეთრი სახლის პრესმდივანმა თავის პოსტს დონაციის ჩეკის სურათიც დაურთო.

ტრამპი, რომელმაც ასევე თავისი მესამე კვარტალის ხელფასი გაიღო ოპიოიდურ კრიზისთან ბრძოლისთვის, ასრულებს თავის წინასაარჩევნო დანაპირებს იმის შესახებ, რომ მთელ თავის საპრეზიდენტო ხელფასს კარგი საქმეებისთვის გაიღებდა. წინა ბენეფიციარები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო და ალკოჰოლის მავნედ მოხმარებისა და ალკოჰოლიზმის ნაციონალური ინსტიტუტი.

აშშ-ის პრეზიდენტის წლიური ხელფასი 400 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.





konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort