აშშ-ში ტორნადოს სასწაულებრივად გადაურჩა ქრისტიანული ოჯახი

კატასტროფული შემთხვევები, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს და რთულია გაგება, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ, როგორც ერთ-ერთი მოწმე აღნიშნავს, სწორედ ეს შემთხვევა ამტკიცებს, რომ უფალი იცავს თავის შვილებს.

25 ნახვა
2 გაზიარება
0 კომენტარი

დამანგრეველი ტორნადო დაატყდა ალაბამის შტატს. ლის პროვინციაში ქარიშხალმა ყველაფერი გაანადგურა, თუმცა სასწაულებრივად გადარჩა ერთი ქრისტიანული ოჯახი. ისინი სამლოცველო კუთხეში იყვნენ შეკრებილები. ეს კედელი იყო ერთადერთი რამ, რაც ტორნადოს შემდეგ მათი სახლისგან დარჩა.

კატასტროფული შემთხვევები, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს და რთულია გაგება, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ, როგორც ერთ-ერთი მოწმე აღნიშნავს, სწორედ ეს შემთხვევა ამტკიცებს, რომ უფალი იცავს თავის შვილებს.

ჯეისონ სმიტი ხუცესია, რომელიც  ბილი გრემის მიერ დაარსებულ „სწრაფი რეაგირების ჯგუფში” მუშაობს, ის ერთ-ერთი იყო, რომელიც ტორნადოს შემდეგ გადარჩენილთა დასახმარებლად მუშაობდა ამ ზონაში. ნანახმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

საინფორმაციო სააგენტო „11 Alive“-ის ცნობით, შტორმის დამანგრეველ ძალას სახლის მხოლოდ ერთი კედელი გადაურჩა. სმიტი გაოცებული იყო ამ შემთხვევით. ამ ისტორიის შესახებ მან საჯაროდ გაავრცელა ინფორმაცია. ნასახლარზე გადაღებული სურათები სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეტყობინება შემდეგნაირი იყო: „ახლახან დავტოვე ოჯახი, რომელიც ტორნადოს გადაურჩა. ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ არ განადგურებულა შტორმის შედეგად, იმ სამლოცველო კუთხის კედელია, რომელთანაც ოჯახის წევრები ლოცვისთვის იკრიბებოდნენ.“ – დაწერა სმიტმა ფეისბუკის გვერდზე.

“ეს ბებოს საყვარელი სამლოცველო კუთხე იყო ჩვენს სახლში… და მთელი ოჯახი გადარჩა.”

ეს არ არის ერთადერთი გასაოცარი შემთხვევა, რაც ტორნადოს მოქმედების დროს მოხდა. CBN-ის ახალ ამბებში გაშუქდა ამბავი, როგორ სასწაულებრივად გადაურჩა დაღუპვას ორმოცი ბავშვი საგალობლის („იესოს ვუყვარვარ“) გალობის დროს მაშინ, როდესაც ტორნადომ ჭერი ახადა ეკლესიას, რომელსაც ისინი აფარებდნენ თავს.