ბიჭი, რომელიც იხრჩობოდა, მშობლების ლოცვის შემდეგ, მედდებმა გადაარჩინეს

473 ნახვა
96 გაზიარება
2 კომენტარი

ჩრდილოეთ კაროლინელი დედა, რომლის 12 წლის ბიჭმა სანაპიროზე სუნთქვა შეწყვიტა, მადლობას სწირავს ღმერთს სასწაულისთვის. ექთნები ცდილობდნენ მის გადარჩენას, პარალელურად ოჯახის წევრები ლოცულობდნენ მისი გადარჩენისთვის.

„ნამდვილი სასწაული იყო, ეს ეჭვგარეშეა“, – ამბობს ბიჭის დედა, ლინდსი ფლოიდი.

როგორც ის ამბობს, გასულ შაბათს, ჰოლდენის სანაპიროზე თავის ოჯახთან ერთად იყო, მისი შვილი ლევიც იქ იმყოფებოდა, იგი ტალღებში შეცურდა და წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

ამის მხილველი მამა სწრაფად შევიდა წყალში, რათა შვილი გამოეყვანა, მაგრამ ის აღარ სუნთქავდა.

„ლევის სიცოცხლის ნიშანი აღარ ეტყობოდა.“ – გვითხრა ფლოიდმა.

ფლოიდის ნათესავი ექთანია, მან სწრაფად სცადა გულის მუშაობისა და სუნთქვის აღდგენა, მაგრამ არაფერი შეინიშნებოდა. ამ დროს დერეკ გიბსონი, სასწრაფო დახმარების „Duke Life Flight“-ის ყოფილი ექთანიც მოვიდა.

გიბსონი თავის მეუღლესთან და ორ გოგონასთან ერთად იყო სანაპიროზე, როდესაც შენიშნა, რომ მოშორებით ხალხი გროვდებოდა.

„მთლიანად ლურჯი იყო, რომ დავინახე,“ – განაცხადა გიბსონმა, – „არ სუნთქავდა.“

მან დაინახა, როგორ ცდილობდა ლევის ნათესავი მისთვის გულის ამუშავებას, მაგრამ იგი კვლავ არ სუნთქავდა და მისი გადარჩენის იმედი აღარ იყო.

ფლოიდმა „Fox 8“-ს განუცხადა, რომ ექთნები განაგრძობდნენ მისთვის გულის მასაჟის გაკეთებას. ოჯახმა ლოცვა დაიწყო სანაპიროზე მანამ, სანამ დერეკმა არ უთხრა მათ, რომ ბიჭმა სუნთქვა დაიწყო.

ლევი ორი დღე იყო ჰოსპიტალში, სადაც მას უამბეს, თუ როგორ იბრძოდნენ ექთნები მის გადასარჩენად.

„ჩემი და-ძმა და ნათესავები, ყველანი ლოცულობდნენ,“ – უთხრა მან „Wral“-ს. – „ისინი ამბობდნენ: ‘გევედრებით, უფალო იესო, კარგად გახადე იგი.’“

ამის შემდეგ ლევი გამოკეთდა და კვლავ აქვს ურთიერთობა გიბსონთან, რომელმაც „Wral“-ს განუცხადა, რომ ლევის გადარჩენა სასწაული იყო.

„ლევის სრულად გამოკეთება არის დიდებული სასწაული.” – გვითხრა გიბსონმა.

ლევიმ მადლობა გადაუხადა მას სიცოცხლის გადარჩენისთვის.

„ვერ ვიჯერებდი, შეუძლებელია, ნამდვილად მომხდარიყო. არ დავმხრჩვალვარ. არ მახსოვს. თითქოს ეს არ მომხდარა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს რეალურად მოხდა.“ – გვითხრა ლევიმ.