ბურკინა-ფასოზე განხორციელებულ ტერაქტებს ოცი ქრისტიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

134 ნახვა
68 გაზიარება
0 კომენტარი

მხოლოდ მაისში ბურკინაფასოში ქრისტიანებზე მიზანმიმართულ თავდასხმებს ოცი ქრისტიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

26 მაისს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე კათოლიკურ ეკლესიას თავს დაესხა რვა შეიარაღებული პირი, მოკლულია ოთხი ადამიანი.

15 მაისს ასევე ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ბურკინაფასოში კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმას. წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიას შეიარაღებული პირი თავს იმ დროს დაესხა, როდესაც საეკლესიო ღვთისმსახურება მიმდინარეობდა.

შეიარაღებული პირები ბურკინაფასოში ეკლესიას თავს 12 მაისსაც დაესხნენ. მაშინ ბოროტმოქმედებმა ექვსი ადამიანი, მათ შორის, ერთი საეკლესიო მსახურის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

ასევე, თავდასხმა მოხდა 28 აპრილს, სააღდგომო წირვის შემდეგ. ექსტრემისტები ეკლესიასთან შვიდი მოტიციკლეტით მივიდნენ და მოკლეს ხუცესი, მისი ორი ვაჟი და სამი სხვა მლოცველი.

შეგახსენებთ, რომ ბურკინაფასოში ტერორისტული აქტები 2015 წლიდან ხდება. ტერაქტები თავდაპირველად ჩრდილოეთის რეგიონში მოხდა, თუმცა შემდეგ დასავლეთსა და ცენტრალურ ნაწილებშიც გავრცელდა. ამის გამო, ქვეყნის ცამეტი რეგიონიდან შვიდში 2019 წლის 1 იანვრიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები