გლობალური პრობლემების ზოგადი მიმოხილვა

108 ნახვა
16 გაზიარება
0 კომენტარი

1945 წელს სახელმწიფოები ნანგრევებად იყო ქცეული. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს მშვიდობა სჭირდებოდა. ერებმა გადაწყვიტეს, თავიდან აეცილებინათ მომავალი თაობებისთვის ომის საშინელი შედეგები, რომლებმაც ორჯერ მოუტანეს კაცობრიობას ენით აღუწერელი მწუხარება, და კვლავ დაემკვიდრებინათ რწმენა ადამიანის უფლებების, ადამიანის ღირსებისა და ფასეულობების, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის და დიდი და პატარა ერების თანაბარი უფლებების. 70 წლის განმავლობაში გაერთიანებული ერები, მისი სპეციალური წარმომადგენლობები, ფონდები, პროგრამები და პერსონალი მშვიდობის დარგში ნობელის ჯილდოთი 11-ჯერ დაჯილდოვდნენ. თავიანთი მოღვაწეობის გამო ნობელის პრიზით დაჯილდოვდნენ გაერთიანებული ერების გენერალური მდივნები კოფი ანანი და დაგ ჰამარშელდი. გაერთიანებულ ერებს 193 წევრი სახელმწიფო ჰყავს, შესაბამისად, მისი მოქმედების მასშტაბები გლობალურია და უმკლავდება 21-ე საუკუნეში წარმოქმნილ თითქმის ყველა გამოწვევას.

აფრიკა

გაერთიანებული ერები არსებით როლს ასრულებს იმისთვის, რომ აფრიკამ თვითონ შეძლოს გაძლიერება. ეს გამოიხატება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ხელშეწყობით; მეომარ მხარეთა შორის მშვიდობის დამკვიდრებით; გაერთიანებული ერები მხარს უჭერს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და ადამიანის უფლებათა ხელის შეწყობასა და დაცვას.

დაბერება

მსოფლიოს მოსახლეობა ბერდება: მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ასაკოვანი მოსახლეობის რაოდენობა აღემატება ახალგაზრდა მოსახლეობის რაოდენობას. უახლოეს წლებში 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების რიცხვმა იმატა ქვეყნებისა და რეგიონების უმეტესობაში და ეს პროცესი მომდევნო ათწლეულებში გაიზრდება.

შიდსი

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსმა 2000 წლიდან მოყოლებული 35 %-ით იკლო (ბავშვებში 58%-ით), მას შემდეგ, რაც 2004 წელს პიკს მიაღწია, შიდსით გარდაცვალებით რიცხვმა 42%-ით დაიკლო. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე გლობალური მოქმედებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული 30 მილიონი ახალი ვირუსის გამოვლინება და დაახლოებით 8 მილიონამდე ადამიანის შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობა.

ატომური ენერგია

მსოფლიოს გარშემო 30-ზე მეტ ქვეყანაში იწარმოება 444 ბირთვული რეაქტორი ელექტროენერგიის გენერირებისთვის და შენდება 66 ახალი ბირთვული საწარმო. 2014 წელს 13-მა ქვეყანამ, რომელიც ბირთვულ ენერგიაზე იყო დამოკიდებული, თავიანთი ქვეყნებისთვის ელექტროენერგიის ¼ აწარმოა.

მდგრადი განვითარების მონაცემთა დიდი ტევადობა

მსოფლიოში მონაცემთა მოცულობა საგრძნობლად იზრდება, ჩნდება მონაცემების ახალი წყაროები და ახალი ტექნოლოგიური საშუალებები. თუ მათ შესაბამისად გამოვიყენებთ, შესაძლოა, უკეთ შევძლოთ მდგრადი განვითარების მიზანთა მიღწევის პროცესის მონიტორინგი ინკლუზიური და მიუკერძოებელი გზებით.

ბავშვები

ყოველ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის, განათლებისა და დაცვით სარგებლობის უფლება; ყოველ საზოგადოებას წვლილი შეაქვს ბავშვთა შესაძლებლობების განვითარებაში. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ მილიონობით ბავშვს ყოველგვარი მიზეზის გარეშე გენდერული ნიშნით ან საცხოვრებელი გარემოს გამო, თავიანთი ლეგიტიმური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა არ ეძლევა.

კლიმატის ცვლილება

კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გავლენა მასშტაბებით გლობალური და უპრეცედენტოა, დაწყებული ამინდის ცვლილებით, რომელიც ემუქრება საკვების წარმოებას, ასევე ზღვის დონის აწევით, რომელიც დატბორვის კატასტროფის ზრდით ემუქრება მსოფლიოს.

დეკოლონიზაცია

დეკოლონიზაციის პროცესმა შეცვალა პლანეტის სახე, ეს პროცესი გაერთიანებული ერების ძალით დაიწყო და წარმოადგენს მსოფლიოს ფორმირების წარმატებულ ნაბიჯს. დეკოლონიზაციის შედეგად მრავალი ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი და შეუერთდა გაერთიანებულ ერებს; განსაკუთრებით იცვალა სახე აფრიკის რუკამ; კონტინენტზე მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა.

დემოკრატია

დემოკრატია უნივერსალურ დონეზე აღიარებული იდეაა, იგი გაერთიანებული ერების ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს შორისაა. დემოკრატია უზრუნველყოფს დაცულ გარემოსა და ადამიანის უფლებათა ეფექტურ რეალიზებას.

სიღარიბე

იმის მიუხედავად, რომ 2000 წლის შემდეგ გლობალური სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის განახევრდა, ათიდან ერთი ადამიანი განვითარებად რეგიონებში დღეში 1. 9 $-ზე ნაკლებ თანხას იყენებს ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული სიღარიბის ზღვარი, მილიონობით ადამიანის სამყოფი მინიმუმი სულ მცირედით აღემატება აღნიშნულ თანხას.

საკვები

2014-2016 წლის მონაცემებით, დაახლოებით 795 მილიონი ადამიანი მსოფლიოს გარშემო არასაკმარისად იკვებება. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ცხრა ადამიანში ერთი ვერ იღებს ჯანმრთელ საკვებს და ვერ მისდევს აქტიური ცხოვრების წესს. შიმშილი და ცუდი კვება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებში პირველი სახელდება და უფრო დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე შიდსი, მალარია და ტუბერკულოზი ერთად.

გენდერული თანასწორობა

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს ქალები და გოგონები წარმოადგენენ, ისინი მსოფლიოს პოტენციალის ნახევარია. გენდერული თანასწორობა, გარდა იმისა, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში ექცევა, არსებითი კომპონენტია მშვიდობიანი საზოგადოების არსებობისთვის, სრული ადამიანური პოტენციალის გამოსაყენებლად და მდგრადი განვითარებისთვის.

ჯანმრთელობა

გაერთიანებული ერები დასაწყისიდანვე აქტიურად იყო ჩართული მსოფლიოს გარშემო ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და დაცვაში. ამ ძალისხმევის გასაწევად გაერთიანებული ერების სისტემაში ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია მოქმედებს, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი ძალაშია 1948 წლის 7 აპრილიდან.

ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებების ხელშეწყობა არის გაერთიანებული ერების მთავარი პრინციპი და ორგანიზაციის მაიდენტიფიცირებელი სფეროა მსოფლიოს გარშემო მრავალი ადამიანისთვის. წევრმა სახელმწიფოებმა მანდატი მიანიჭეს გენერალურ მდივანსა და გაერთიანებული ერების სისტემას, რათა დაეხმარონ სახელმწიფოებს, მიაღწიონ იმ სტანდარტებს, რაც გაწერილია გაერთიანებული ერების ქარტიით და ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციით.

საერთაშორისო სამართალი და სამართლიანობა

გაერთიანებული ერები განაგრძობს სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის უზრუნველყოფას სამსვეტოვანი სამუშაოების შესრულებით, რაც მოიცავს: საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს და განვითარებას, და ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემას.

მიგრაცია

უძველესი დროიდან მოყოლებული კაცობრიობა გადაადგილდება. დღეს, ვიდრე ოდესმე, მასობრივად მოძრაობენ და თავიანთი დაბადების ადგილისაგან განსხვავებულ ქვეყნებში მიგრირებენ.

ოკეანეები და საზღვაო სამართალი

ოკეანე უზარმაზარი, დედამიწის ზედაპირის 72 პროცენტია. ოკეანეები სიცოცხლის კვების წყაროა, თუმცა ადრეული ისტორიიდანვე ცნობილია, რომ ისინი ვაჭრობისა და კომერციული მიზნებისათვის გამოიყენებოდა ისევე, როგორც თავგადასავლებისა და აღმოჩენებისთვის.

მშვიდობა და უსაფრთხოება

გაერთიანებული ერების შექმნის მთავარი მოტივი იყო ომით გამოწვეული საშინელი შედეგების თავიდან აცილება. მისი დამფუძნებლები ორი მომაკვდინებელი მსოფლიო ომის განმავლობაში ცხოვრობდნენ. იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე შეიარაღებული კონფლიქტები გამუდმებით ღვივდება ან მიმდინარეობს, კაცობრიობისათვის მშვიდობის მოპოვება დღესაც უდიდეს გამოწვევად რჩება.

მოსახლეობის ზრდა

1950 წელს გაერთიანებული ერების დაარსების შემდეგ, მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვი დაახლოებით 2.6 მილიარდი იყო, 1987 წელს 5 მილიარდს მიაღწია და 1999 წელს – 6 მილიარდს. 2011 წლის ოქტომბრის მონაცემებით ეს რიცხვი 7 მილიარდია. მოსახლეობის რიცხვის ზრდასთან ერთად საჭიროებები, მოთხოვნილებები იმატებს, შესაბამისად, ეს საკითხიც თანამედროვე გამოწვევების სიაშია.

ლტოლვილები

მსოფლიო ადამიანთა გადაადგილების უმაღლესი მაჩვენებლის მოწმეა. უპრეცედენტოდ მაღალია მიგრაციის რიცხვი. 59.5 მილიონი ადამიანი გახდა იძულებული, დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი სახლი. მათ შორის 20 მილიონი ლტოლვილია და მათი ნახევარზე მეტი 18 წელს მიუღწეველია.

წყალი

სუფთა წყალი უნარჩუნებს ადამიანებს სიცოცხლეს და არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე. დედამიწაზე ყველასთვისაა საკმარისი რაოდენობის სუფთა წყალი, თუმცა ცუდი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პირობების გამო მილიონობით ადამიანი (მათი უმეტესობა ბავშვებია) კვდება უწყლოობის, ანტისანიტარიისა და არაჰიგიენურობით გამოწვეული დაავადებების გამო.

ახალგაზრდობა

ვინაიდან ახალგაზრდები თავიანთ საზოგადოებაში უფრო და უფრო ითხოვენ სამართლიან, მიუკერძოებელ და პროგრესულ შესაძლებლობებსა და გადაწყვეტილებებს, მრავალმხრივი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ახალგაზრდები დგებიან (როგორებიცაა განათლების ხელმისაწვდომობა, ჯანმრთელობა, დასაქმება და გენდერული თანასწორობა), უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

წყარო: https://www.un.org





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები