„გპატიობთ, არ გისურვებთ ჩემი ძმის მსგავსად მოკვდეთ,” – მოკლულის ძმამ ბრალდებულს მიმართა

598 ნახვა
55 გაზიარება
2 კომენტარი

2018 წლის 6 სექტემბერს, დალასში უცნაური შემთხვევა მოხდა: ამბერ გაიერი – დალასის პოლიციის ოფიცერი, არასამუშაო დროს შევიდა 26 წლის ბუღალტრის, ბოთამ ჯინის ბინაში. მოგვიანებით ოფიცერი ამბობდა, რომ ეგონა, საკუთარ ბინაში შედიოდა ჯინი კი მძარცველად აღიქვა, ესროლა მას და მოკლა.

ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობის გამო. 2 ოქტომბერს კი მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მოკლულის ძმას, ბრენდტს, უფლება მიეცა ბოლო სიტყვა ეთქვა სასამართლოზე. მან პირდაპირ ამბერ გაიერს მიმართა:

„თუ ნამდვილად წუხხართ, ჩემი მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ გპატიობთ. ვიცი, თუ ღმერთთან მიხვალთ და სთხოვთ, ის მოგიტევებთ. ისევე მიყვარხართ, როგორც სხვა ადამიანები. არ ვაპირებ, ციხეში დალპობა ან ჩემი ძმის მსგავსად სიკვდილი გისურვოთ, თქვენთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა. ისიც კი არ მინდა, რომ ციხეში წახვიდეთ… საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის ის, რომ თქვენი ცხოვრება ქრისტეს მიუძღვნათ. სხვას არაფერს ვიტყვი. თქვენი ცხოვრების ქრისტესთვის მიძღვნა საუკეთესო რამ იქნებოდა, რასაც ჩემი ძმა თქვენთვის ისურვებდა. არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა, მაგრამ შეიძლება, ჩავეხუტო? გთხოვთ…” 

ემოციური მიმართვის შემდგ მოკლულის ძმამ ბრალდებულთან ჩახუტება ითხოვა, რისი ნებაც მოსამართლემ დართო. მკვლელობაში ბრალდებული ატირდა, როდესაც მოკლულის ძმა გადაეხვია.

 





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები