“დაუგეგმავი”- ახალი ფილმი აბორტის წინააღმდეგ

594 ნახვა
24 გაზიარება
0 კომენტარი

„დაუგეგმავი” აბორტის საწინააღმდეგო იდეის მატარებელი ფილმია, რომლის ჩვენება ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრებში 29 მარტს შედგა. ამჟამად კინოთეატრები „დაუგეგმავს“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უჩვენებენ. ფილმს საფუძვლად ები ჯონსონის რეალური ისტორია უდევს. ქალმა, რომლის ნამდვილი ტრანსფორმაციის ისტორია ფილმის მთავარი თემაა, DVD დისკი ქვეყნის მასშტაბით აბორტის მომსახურების მხარდამჭერ ყველა კლინიკაში დაგზავნა.

ფილმი მოგვითხრობს დრამატულ ისტორიას გოგონაზე, რომელიც გაიზარდა აბორტის სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციაში. რვა წლის შემდეგ კოლეჯის მოხალისე გოგონა გახდა კლინიკის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი. ები ჯონსონი კლინიკის – „დაგეგმილი მშობლობის“ – ხელმძღვანელი გახდა. ეს შთამაგონებელი ფილმი გადმოგვცემს ჯონსონის მოგზაურობას, რომელიც დაიწყო აბორტის ერთგულად დამცველობიდან და დამთავრდა იმ ხალხის გვერდში დგომით, რომლებიც მისი სულიერი ტრანსფორმაციისთვის ლოცულობდნენ და ასევე იმით, რომ მან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ორგანიზაციას წინააღმდეგობა გაუწია. 

ორგანიზაცია „And Then There Were None“-ის მიხედვით, ჯონსონის მსახურება დაეხმარა 525 ადამიანს, რომელიც აბორტს აკეთებდა, დაეტოვებინათ სამსახური. 

„როდესაც ყოფილმა მედდებმა, რომლებიც ნაყოფის სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტაში ეხმარებოდნენ გინეკოლოგებს, პირველად ნახეს ფილმი, თქვეს, თუ როგორ ზუსტად ასახავდა ეს ისტორია თავიანთ პირად გამოცდილებას. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ყურება ადვილი არ არის, მსურს, ყველა იმ ადამიანმა, რომელიც აბორტის ინდუსტრიაში მუშაობს, უყუროს ‘დაუგეგმავს’ და იცოდეს, რომ არსებობს გზა იქიდან თავის დასაღწევად.“ – თქვა ჯონსონმა პრესასთან საუბრის დროს.

„დაუგეგმავის“ DVD დისკი მოიცავს ინტერვიუს ჯონსონთან, ფილმის შექმნის სცენებს, ასევე იმ სცენებს, რომლებიც ფილმში არ მოხვდა, ტრეილერს და ფილმის საუნდტრეკს.

„ნებისმიერი ის ადამიანი, ვისაც მოუცილებია ნაყოფი, ან უფიქრია ამ თემაზე, ან მუშაობს აბორტის ინდუსტრიაში, მინდა გავამხნეო და მოვუწოდო, რომ უყუროს ფილმს ‘დაუგეგმავი’, რომლის ყურების შემდეგაც აბორტის მომხრეები ვერ გაექცევიან იმ ფაქტის ცოდნას, თუ რეალურად რას უჭერენ მხარს.“ – აღნიშნა ჯონსონმა.