„დევნილი, მაგრამ არა მიტოვებული“- კამპანია დევნილი ქრისტიანების მხარდასაჭერად

84 ნახვა
29 გაზიარება
0 კომენტარი

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქრისტიანები მონაწილეობას იღებენ ლოცვის ყოველწლიურ კამპანიაში, რომელიც დევნის მსხვერპლი ეკლესიებისთვის ამ თვეში აღევლინება. ინიციატივას მხარს უჭერს მრავალი ქრისტიანული ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიოს ევანგელისტური ასოციაცია. წლევანდელი თემის – „დევნილი, მაგრამ არა მიტოვებული“ – შთაგონების წყარო გახდა მე-2 კორინთელთა 4:9.

ლოცვის დღე ნოემბრის რომელიმე კვირა დღეს ემთხვევა, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ეს დღე 17 ნოემბერია.

გოდფრი იოგარაჰი, კომისიის „WEA Religious Liberty Commission“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ლოცვის საერთაშორისო დღის მიზანია „დევნილი ქრისტიანების ისტორიების გახსენება და მსოფლიო ეკლესიის მიერ რეაგირება მათ მდგომარეობაზე. ეს დღე იქნება სოლიდარობის და გამხნევების საშუალება დევნილი ქრისტიანებისთვის, რათა მათ ახსოვდეთ, რომ ისინი არიან მორწმუნეთა დიდი ოჯახის ნაწილი. ზეწოლისა და დევნის მიუხედავად, ვილოცოთ, რომ ჩვენი ნატანჯი ძმები და დები, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, მყარად იდგნენ რწმენაში, ახსოვდეთ ღმერთის აღთქმა და გამარჯვებით ცხოვრობდნენ ქრისტეში.“ – ამბობს იგი. 

კამპანიის ვიდეორგოლში ნაჩვენებია ქრისტიანთა დევნა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა შრი-ლანკა, სადაც სუიციდმა მკვლელებმა 259 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს ეკლესიებსა და სასტუმროებში აღდგომის დღესასწაულზე; ასევე ნიგერია, სადაც „ბოკო ჰარამის“ და „ფულანის“ ტერორისტული დაჯგუფებები წლებია, თავს ესხმიან ქრისტიანებს.

ორგანიზაცია „Open Doors“-ის სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში რწმენის გამო 245 მილიონი ქრისტიანი გახდა დევნილი, ანუ ცხრა ადამიანიდან ყოველი ერთი.

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია „Release International“ მოუწოდებს ეკლესიებს, ილოცონ 17 ნოემბერს და მთელი თვის განმავლობაშიც მოუწოდებს, რომ ილოცონ დევნილი ძმებისა და დებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

06 აგვ 2019 12.10 pm

მლოცველ ადამიანს შეუძლია ცვლილებების მოხდენა. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიდგეთ…

29 ოქტ 2019 6.11 pm

არსებობს მხოლოდ ერთი სახის ლოცვა, რომელსაც პასუხობს ღმერთი. ესაა რწმენის ლოცვა.…

video

19 ივლ 2019 3.34 pm

30 წელია, რაც  ყოველ დილით კაპიტანი დევიდ რაიტი ვირჯინიის სანაპიროზე   სპორტული…

video

24 ივლ 2019 12.33 pm

ეს არის ყველაზე მზარდი ეკლესია მსოფლიოში, რომელსაც არ გააჩნია შენობა, არანაირი…

16 ივლ 2019 6.46 pm

ჩრდილოეთ კაროლინელი დედა, რომლის 12 წლის ბიჭმა სანაპიროზე სუნთქვა შეწყვიტა,…

13 ივნ 2019 4.37 pm

გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, მეცნიერება და რელიგია ხშირად ვერ მოდიან…