ეგვიპტეში ქრისტიანობაზე მოქცეული კაცი საკუთარმა ოჯახმა მოკლა

226 ნახვა
49 გაზიარება
0 კომენტარი

ეგვიპტეში ქრისტიანობაზე მოქცეული კაცი საკუთარმა მუსლიმანურმა ოჯახმა მოკლა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა თავისი რწმენის შესახებ. ამის შესახებ წერს აშშ-ში არსებული არაკომერციული ქრისტიანული ორგანიზაცია „International Christian Concern“, რომლის საქმიანობაც ადამიანთა უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.

ორგანიზაციის ცნობით, ჰუსეინ მუჰამედი მოკლეს 6 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მან „ფეისბუკზე“ რამდენიმე ფოტო (მათ შორის მაჯაზე ამოსვირინგებული ჯვარი, რაც კოპტი ქრისტიანებისათვის არის დამახასიათებელი) გამოაქვეყნა თავისი ქრისტიანული რწმენის დასადასტურებლად.

ეგვიპტეში ქრისტიანობაზე მოქცეულებს განდგომილებად აღიქვამენ და ქრისტიანული რწმენის საჯაროდ აღიარება სასიკვდილო საფრთხის წინაშე აყენებს მათ. ეგვიპტე მე-16 ადგილზეა მსოფლიოში ქრისტიანთა დევნის მხრივ, ორგანიზაცია „ღია კარების“ (Open Doors) 2019 წლის მონაცემების მიხედვით. ქრისტიანები ეგვიპტის მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ.