თურქეთის პოლიციამ კონტრაბანდისტებისგან 1200 წლის ბიბლია ამოიღო

გასულ ხუთშაბათს, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სამართალდამცავებს ხელში ჩაუვარდათ 1200 წლის ბიბლია.

64 ნახვა
0 გაზიარება
0 კომენტარი

გასულ ხუთშაბათს, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სამართალდამცავებს ხელში ჩაუვარდათ 1200 წლის ბიბლია.

დიარბაქირის გუბერნატორის თქმით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მიიღეს საიდუმლო ინფორმაცია უცნობი პირის შესახებ, რომელიც მოოქროვილ ორნამენტებიან, უძველეს ბიბლიას ყიდდა. წიგნი, სავარაუდოდ, ჩვენი წელთაღრიცხვით VIII საუკუნით თარიღდება. არტეფაქტს ტყავის გარეკანი აქვს და 34 გვერდისგან შედგება.

ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილზე, წიგნის გაყიდვის მცდელობისას დააკავეს. 

შსს-ს განცხადებით, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კიდევ 6 პირია დაკავებული.

დიარბაქირი მდებარეობს თურქეთისა და სირიის საზღვართან ახლოს. ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს  იმის შესახებ, ბიბლია შემოტანილი იყო თუ არა ომისგან განადგურებული ქვეყნიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში სირიიდან კონტრაბანდის გზით ხშირად ხვდება ანტიკვარული ნივთები.

ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა კონტრაბანდული არტეფაქტების გაყიდვის პრევენციისათვის. მთავრობამ გამოაქვეყნა იმ არტეფაქტების სიაც, რომლებიც, სავარაუდოდ, სირიიდანაა მოპარული და გააფრთხილა კოლექციონერები და სხვა პირები, არ გაყიდონ ეს ნივთები.  

ყოველ წელს ათასობით ანტიკონტრაბანდული ოპერაცია ტარდება თურქეთის მასშტაბით, რათა შეჩერდეს ისტორიული ნივთების არალეგალური გაყიდვა.

საკითხი განსაკუთრებით მწვავეა თურქეთისთვის, ქვეყნისთვის, რომელშიც 42 ცივილიზაციის 3000-მდე ქალაქი აღირიცხება, ამასთან, ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია სწორედ მის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობაზეა დამოკიდებული, რომელიც მილიონობით უცხოელს ყოველ წელს იზიდავს.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

13 ივნ 2019 3.14 pm

ამბობენ, რომ დედამთილსა და რძალს შორის ურთიერთობა ადამიანთა ურთიერთობებს შორის…

06 აგვ 2019 2.42 pm

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი დაუპირისპირდება…

05 მარ 2019 11.42 am

video

30 ივნ 2019 7.29 pm

უილიამ ტინდეილის ცხოვრება გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე რომელიმე ნოველისტს…

25 ივნ 2019 3.27 pm

ფსევდოეპიგრაფიკული წიგნები ისეთი წიგნებია, რომლებიც ცდილობენ, მიემსგავსონ…

video

23 ივნ 2019 2.51 pm

1842 წელს სამუელ გრიდლი ჰოუიმ პირველი ბრაილამდელი ბიბლია გამოაქვეყნა. ნაცვლად…