იერუსალიმის ახლოს არქეოლოგებმა 1500 წლის წინანდელი ეკლესია აღმოაჩინეს

97 ნახვა
14 გაზიარება
0 კომენტარი

იერუსალიმის ახლოს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 1500 წლის წინანდელი ეკლესიის ნანგრევები, რომელიც ბიზანტიის იმპერიის პერიოდს განეკუთვნება და რომელიც უცნობი „დიდებით მოსილი წამებულის“ სახელზე იყო აშენებული.

რამათ ბეით შემეშის ახლოს, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანიზაციის − „ისრაელის სიძველეთა მართვის“ ხელმძღვანელობით მიმდინარე გათხრებისას, არქეოლოგებმა მიაკვლიეს ეკლესიას, რომელსაც მოზაიკის იატაკი და ბერძნული წარწერები აქვს. ერთ-ერთი წარწერის მიხედვით, ეკლესია აიგო უსახელო „დიდებით მოსილი წამებულის“ სახელზე.

ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, თუმცა მოზაიკაზე არსებული წარწერა მიუთითებს, რომ ეკლესიის გაფართოება მოხდა ბიზანტიის იმპერატორის, იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში, მე-6 საუკუნეში. 

გათხრებისას აღმოჩენილი ბევრი საგანი გაიტანეს გამოფენაზე, რომელსაც ასევე „დიდებით მოსილი წამებული“ უწოდეს. გამოფენა მოეწყო „ბიბლიური ქვეყნების მუზეუმში“, იერუსალიმში.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები