ირანში წიგნის მაღაზიის მფლობელი ბიბლიის გაყიდვის გამო დააპატიმრეს

129 ნახვა
26 გაზიარება
0 კომენტარი

ირანის პოლიციამ წიგნის მაღაზიის მფლობელი ბიბლიის გაყიდვისთვის დააპატიმრა. მუსტაფა რაჰიმს, წიგნის გამყიდველს, რომელიც ქურთული ქალაქიდან – ბუქანიდანაა, რამდენიმეთვიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი ბრალდებული იყო ბიბლიის გაყიდვის გამო.

ირანში არსებული ქრისტიანული ახალი ამბების სააგენტოს “Mohabat News”-ის ანგარიშის მიხედვით, რაჰიმის მაღაზია მდებარეობდა ეროვნული ბანკის ქუჩაზე ბუქანში, რომელიც ირანში მდებარეობს, ერაყის საზღვართან ახლოს.

რაჰიმი დააკავეს და ციხეში ჩასვეს ივნისის შუა რიცხვებში და დიდი ჯარიმის გადახდაც დააკისრეს. თანხის გადახდის შემდეგ კი დროებით გაათავისუფლეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის ქურთული ორგანიზაციის „Hengaw Organization for Human Rights” მოხსნების მიხედვით, რაჰიმი მეორედ აგვისტოს შუა რიცხვებში დააკავეს და 28 აგვისტოს 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

რაჰიმის დაპატიმრების მიზეზი შიიტურ მოსახლეობაში ქრისტიანობის ზრდა გახდა და მკაცრმა რეჟიმმა ამის თავიდან ასაცილებლად აკრძალა ქრისტიანული ლიტერატურის გაყიდვა და გამოქვეყნება.

რაჰიმის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას წინ უძღვოდა სადამსჯელო ღონისძიებები ქრისტიანთა წინააღმდეგ:

გასულ ზამთარს, ქრისტიანობაზე მოქცეული 65 წლის ქალი მაჰროხ კანბარი დააპატიმრეს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებისათვის. იგი ბრალდებულია ასევე არსებული სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდაში. მისი სახლიდან ამოიღეს ბიბლიები და სხვა ქრისტიანული მასალები. მისი დაპატიმრება მაშინ საჯაროდ დაგმო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა.

„შოკირებული ვარ ირანის დესპოტური მმართველების მიერ კიდევ ერთი ქრისტიანი ქალის დასჯის გამო, იმისთვის, რომ იგი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდა. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს სუნიტი, სუფისტი, ბაჰაიზმის მიმდევარი, ებრაელი ან ქრისტიანი, ამერიკა ყოველთვის ხმას აიმაღლებს მორწმუნე ადამიანების გამო, ისევე, როგორც მაჰროხისა და ხუცეს ბერტ ტამრაზისათვის, რომელთა მდევნელებიც რელიგიის თავისუფლებას შეურაცხყოფენ.“ – დაწერა მაიკ პენსმა „ტვიტერზე“. 

ივლისში ირანის პოლიციამ შემოვლა ჩაატარა რვა მოქცეული ქრისტიანის ოჯახში, ბუშირში. ქრისტიანობაზე მოქცეულებს ბრალი დასდეს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში და მოითხოვდნენ, რომ მათ სახლში არსებული საოჯახო ეკლესიები ეცნოთ არალეგალურ ორგანიზაციებად.

ორგანიზაცია “Article 18”-მა, რომელიც მხარს უჭერს ირანელი ქრისტიანების თემს და იბრძვის რელიგიური თავისუფლებისა და ტოლერანტობისთვის, რვა ქრისტიანს სათავდებო თანხა (30 000 დოლარის ეკვივალენტი) გადაუხადა; თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ისინი, შესაძლოა, გრძელვადიანი პატიმრობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ახალგაზრდა მოქცეული ქრისტიანი ქალი, რომელიც 6 თვის განმავლობაში იხდიდა სასჯელს, ეკლესიის წევრობის ბრალდებით, განმეორებით ივლისში დააპატიმრეს „შეუფერებელი ჰიჯაბის“ გამო.

გასულ აგვისტოს, ირანში თორმეტი ქრისტიანი დააპატიმრეს ერთი წლით, ეკლესიის წევრობის გამო; სახელმწიფომ „პროპაგანდისტულ აქტივობად“ განიხილა მათი საქმიანობა.

სექტემბრის დასაწყისში, სამ ქრისტიან ქალს, რომლებიც აპრილში დააკავეს, 16 წელი მიუსაჯეს ჩაცმის მკაცრი კანონისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

ორგანიზაცია “Open Doors”-ის სტატისტიკის მიხედვით, ქრისტიანების დევნის კუთხით, ირანი მე-9 ადგილზეა.

დევნის მიუხედავად, ირანი ერთ-ერთი მოწინავეა მიწისქვეშა ეკლესიების ზრდის მიხედვით მსოფლიოში. “Open Doors”-ის ინფორმაციით, ქვეყანაში 800 000-ზე მეტი ქრისტიანია.

2019 წლის დასაწყისში, ირანში სამთავრობო დონეზე გამოითქვა წუხილი ქვეყანაში ქრისტიანების რიცხვის ზრდის გამო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მინისტერიალზე, რომელიც რელიგიურ თავისუფლებას შეეხებოდა, ირანელი ხუცესის ქალიშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მედიას უთხრა, თუ როგორ დააპატიმრეს მამამისი 10 წლით „ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის, რომელიც გამოიხატებოდა საოჯახო ეკლესიის ჩამოყალიბებით, საზღვარგარეთ სემინარებზე დასწრებით და ქრისტიანობის გავრცელებით.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

video

28 მაი 2019 5.20 pm

წლებია, უელსელი ბავშვებისთვის მერი ჯონსი და მისი ბიბლია ლეგენდადაა ქცეული.…

08 ოქტ 2018 1.40 pm

video

30 მაი 2019 4.52 pm

ფერადი ორნამენტებით გაფორმებული ბიბლია საკმაოდ პოპულარული გახდა, რადგანაც…

05 აგვ 2019 2.29 pm

ქრისტიანების დევნაზე როდესაც ვსაუბრობთ, რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც პირველი…

video

23 ივნ 2019 2.51 pm

1842 წელს სამუელ გრიდლი ჰოუიმ პირველი ბრაილამდელი ბიბლია გამოაქვეყნა. ნაცვლად…

video

24 ივლ 2019 12.33 pm

ეს არის ყველაზე მზარდი ეკლესია მსოფლიოში, რომელსაც არ გააჩნია შენობა, არანაირი…