კამერუნი: ბიბლიის მთარგმნელი მოკლული იპოვეს საკუთარ სახლში

153 ნახვა
27 გაზიარება
1 კომენტარი

ბიბლიის უკვე მეორე მთარგმნელი მოკლეს, სავარაუდოდ, ფულანის ექსტრემისტებმა სამხრეთ კამერუნში, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს.

ეფი ტემბონის (კამერუნელი აქტივისტი, რომელიც ხელმძღვანელობს მსახურებას „Oasis Network“) ცნობით, ბიბლიის მთარგმნელი, ბენიამინ ტემი საკუთარ სახლში მოკლეს გასულ კვირას, ღამით.

ტემბონმა ბენიამინ ტემი 2013 წელს გაიცნო, როცა ეს უკანასკნელი მუშაობდა „აგემის (კამერუნის ჩრდილო-დასავლეთით მცხოვრები ხალხი) ბიბლიის თარგმნის პროექტის“ ფარგლებში. შედეგად, ახალი აღთქმა 2016 წელს აგემის ენაზე ითარგმნა.

ტემი ასევე პოპულარიზაციას უწევდა ბიბლიის მოსმენის ჯგუფებს ვუმის რეგიონში. ის 48 წლის იყო და ხუთი შვილი დარჩა. მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა ტემბონმა ახალი ამბების პორტალს, „The Christian Post“-ს, განუცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამაში ფულანის ხალხის რადიკალებს ადანაშულებს.

ტემის მკვლელობამდე ორი თვით ადრე მოკლეს მისი მეგობარი მთარგმნელიც, ანგუს ფუნგი, რომელიც ასევე „აგემის ბიბლიის თარგმნის პროექტის“ ფარგლებში მუშაობდა. ანგუსიც ტემის მსგავსად მოკლეს: საკუთარ სახლში მყოფს ყელი გამოსჭრეს.

ტემბონი ხელისუფლებას ადანაშაულებს ფულანის ხალხის რადიკალების წახალისებაში: „მათ (ხელისუფლების წამრომადგენლებმა) იციან, რომ ფულანის ხალხი მუსლიმანია და ცდილობენ, რომ რელიგიური ასპექტიც ჩართონ ამ კონფლიქტში, რომელიც არსებობს ფულანის ტომსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.“





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები