მუსლიმანი ტერორისტები მიზანში იღებენ ქრისტიანების ფეისბუკგვერდებს

142 ნახვა
24 გაზიარება
0 კომენტარი

მუსლიმანი ტერორისტები უფრო და უფრო მეტად იყენებენ სოციალურ მედიაპლატფორმას, რათა „ღვთის გმობაში” ჩაითრიონ ქრისტიანები, ამისათვის ისინი ე.წ. „თაღლითურ პოსტებს” აქვეყნებენ.

საერთაშორისო ორგანიზაცია “Open Doors”-ის მიხედვით, სოციალური ქსელი ახალი საშუალებაა ისლამის მიმდევარი ექსტრემისტების ხელში, რათა დევნონ ქრისტიანები.

26 წლის ქრისტიანი კაცის, სახელად ფადი იუსუფის ფეისბუკანგარიში ვიღაცამ გატეხა და მისი სახელით გამოაქვეყნა ღვთისმგმობელი “პოსტი”. მოგვიანებით, ფადიმ ჩაწერა ვიდეო და აუხსნა თავის გამომწერებს, რომ “პოსტი” მისი გამოქვეყნებული არ იყო. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 100 ადამიანისაგან შემდგარმა გაბრაზებულ ადამიანთა ჯგუფმა ყველაფერი გაანადგურა ფადის ოჯახში სოფელ მაინიაში, რომელიც კაიროს შემოგარენში მდებარეობს. ფადის მშობლები იძულებულნი გახდნენ, გაქცეულიყვნენ თავიანთი ვაჟის სახლიდან და ნათესავებისთვის ეთხოვათ თავშესაფარი.

რამდენიმე დღის შემდეგ, ფადი იუსუფი დააკავეს, თავის 19 წლის ძმასა და 2 ბიძასთან ერთად. მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა იგი ბრალდებულია ღვთის გმობაში და ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

ფადის ახლობლები ამბობენ, რომ შეუძლებელია, მას დაეწერა ალაჰის მგმობელი “პოსტი”. „ფადის კარგად ვიცნობ,მას მშვიდობა უყვარს და არასდროს გამოაქვეყნებდა შეურაცხმყოფელ პოსტს ისლამის შესახებ.“ – ამბობს ადგილობრივი მღვდელი ფადი იუსუფის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეს ყველაზე მკაცრი კანონები აქვს მკრეხელობასთან დაკავშირებით. საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ აშშ-ის  კომისიის მიხედვით, მკრეხელობის შესახებ კანონები ბუნდოვანია და დამრღვევთათვის მძიმე სასჯელებს ითვალისწინებს. ეს კანონები მიმართულია უმცირესობათა ჩაგვრისაკენ. ამ კანონების სამიზნე ჯგუფს კოპტი ქრისტიანები და შიიტი მუსლიმანები წარმოადგენენ.

„პირველ რიგში, ქრისტიანებს ადანაშაულებენ ისლამის შეურაცხყოფასა და მუქარაში, ისინი ხშირად არიან თავდასხმის მსხვერპლნი, მათ საკუთრებას ანადგურებენ და ზოგჯერ საკუთარი სახლებიდანაც კი ყრიან. ამის შემდეგ, საქმეში სახელმწიფოს წარმომადგენლები ერთვებიან, „ამშვიდებენ” სიტუაციას ქრისტიანების დაჭერითა და სავარაუდო „დანაშაულის“ გამო დევნით. ის, რაც მაინიაში მოხდა, ცალკეული შემთხვევა კი არა, არამედ მოვლენათა ჯაჭვია.” – განაცხადა “Open Doors”-ის ანალიტიკოსმა მაიკლ ბოშმა. 

შეგახსენებთ, რომ 2018  წლის დეკემბერში, ეგვიპტის სასამართლომ კოპტი ქრისტიანი საკუთარი ფეისბუკპოსტის გამო, ისლამის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2017 წელს ქრისტიანი კაცი პაკისტანში  სიკვდილით დასაჯეს მუსლიმანთა წინასწარმეტყველის – მუჰამედის შეურაცხყოფის გამო მას შემდეგ, რაც  ერთ-ერთი მეგობრის – იასირ ბაშირის თქმით,  მობილური აპლიკაციის “Whats App”-ის მეშვეობით მიიღო გზავნილი მისგან.

პაკისტანის სისხლის სამართლის კოდექსის 295-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც შეურაცხყოფს წინასწარმეტყველ მუჰამედს ან შებღალავს ყურანს, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სიკვდილით.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

19 აგვ 2019 5.25 pm

ახალი რეგულაციის მიხედვით, ჩინეთის რამდენიმე რეგიონში მოზარდებს ეკლესიაში…

video

12 ივნ 2019 7.05 pm

ნიგერიელ ქრისტიანებს ყოველდღე ხოცავენ. მსოფლიო კი ამით არ ინტერესდება. გასულ…

video

12 ივნ 2019 6.54 pm

ქრისტიანები და სხვა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც მოდის…

03 ივლ 2019 6.34 pm

ჯონ რამირესი ერთ დროს ეშმაკს ეთაყვანებოდა და სატანის სახელით მოქმედებდა. სატანური…

21 მარ 2019 2.08 pm