ჟენევაში რეფორმაციის კედელზე ვანდალური ფაქტი განხორციელდა

103 ნახვა
54 გაზიარება
0 კომენტარი

მონუმენტი, რომელზეც კალვინი, ფარელი, ბიზე და ნოქსი არიან გამოსახულნი, ვიღაცამ ცისარტყელას ფერებით შეღება. ამ ფაქტის გამო ქალაქი საჩივრის დაწერას აპირებს.

15 ივლისს ჟენევაში, ბასტიონის პარკში მოსეირნე ტურისტებმა აღმოაჩინეს, რომ რეფორმაციის კედელზე განხორციელდა ვანდალური ფაქტი. მონუმენტი ერთ-ერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ჟენევაში, სადაც 1536 წლიდან მოღვაწეობდა ჟან კალვინი, ერთ-ერთი მთავარი ფრანგი რეფორმატორი. კედელი, რომელიც 1909 წელს გაიხსნა, ასევე უილიამ ფარელის, თეოდორ დე ბიზეს და ჯონ ნოქსის საპატივსაცემოდა.

მონუმენტზე საღებავი ისეა შესხმული, რომ ცისარტყელას ფორმა აქვს, რაც ლგბტ საზოგადოების სიმბოლოა. ადგილობრივი ვებგვერდის − LemanBleu − ცნობით, ჟენევის საქალაქო საბჭო საჩივარს შეიტანს. პარკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მონუმენტი დაუყოვნებლივ გაიწმინდება.

ხსენებულ პროტესტანტულ მონუმენტზე წარსულში რამდენიმე ვანდალური ფაქტი განხორციელდა. ჟურნალ Le Matin-ის ინფორმაციით, მარტში, ფემინისტმა აქტივისტებმა კედელზე დაწერეს: „სად არიან ქალები?“





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები