რომის პაპი: „მოინანიეთ ცოდვები უშუალოდ ღმერთის წინაშე“

470 ნახვა
80 გაზიარება
6 კომენტარი

პაპი ფრანცისკე ამბობს, რომ ცოდვის პატიება მონანიება უშუალოდ ღმერთის წინაშე და არა მღვდლის მეშვეობით მოქმედებს მსოფლიოში არსებული COVID-19-ის პანდემიის დროს.

ვატიკანის ტრიბუნა, რომელსაც ეხება სინდისის ქენჯნის საკითხები, მათ შორის მონანიება, ცნობილია, როგორც სამოციქულო სასჯელაღსრულება. ტრიბუნამ პარასკევს გამოაქვეყნა განცხადება, რომ კათოლიკური ჰერალდის თანახმად, მონანიება ნიშნავს მღვდლის მეშვეობით ცოდვების პატიებას „მძიმე საჭიროებისას“, როგორიცაა ახლანდელი მდგომარეობა. უნდა აღინიშნოს, რომ აღსარება კათოლიკურ ეკლესიაში ერთ-ერთ საიდუმლოდ მიიჩნევა.

„ზოგადად, რასაც ‘მძიმე საჭიროებად’ ასახელებენ, ადგილობრივმა ეპისკოპოსებმა განსაზღვრეს.“ ნათქვამია განცხადებაში. ჯერ კიდევ 1980-იან და 90-იან წლებში რომი მოითხოვდა მკაცრი განმარტებების დაცვას.

„ამ სამოციქულო სასჯელაღსრულების მტკიცებით, ‘მძიმე საჭიროებაა’ განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტად განიცდიან პანდემიურ ინფექციას, სანამ ეს რთული სიტუაცია არ დაცხრება.“ ნათქვამია განცხადებაში.

მესა, რომელიც ჩატარდა პარასკევს, პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა რომიდან, სადაც პაპმა  ფრანცისკემ განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის ან სხვა სერიოზული პრობლემის გამო არიან იზოლაციაში, შეუძლიათ მოინანიონ ცოდვები უშუალოდ ღმერთის წინაშე.

„ეს არის სწორი დრო და ხელსაყრელი მომენტი, რათა პატიების თხოვნის ლოცვა აღვავლინოთ.“   აღნიშნა პაპმა. „დაბრუნდით თქვენს მამასთან, რომელიც გელოდებათ“, განაგძრო მან. „ღმერთი განგვკურნავს;  ის განგვკურნავს ცხოვრების მრავალი ჭრილობისგან და იმ საშინელ მოქმედებათაგან, რაც ჩავიდინეთ.“

რომაულ კათოლიციზმში მორწმუნეს მოეთხოვება, ცოდვები მღვდლის წინაშე მოინანიოს, რათა ეპატიოს, თუმცა ოფიციალური სწავლება კონკრეტულ გარემოებაში გამონაკლისის დაშვების საშუალებას იძლევა.

ფრანცისკემ პარასკევს დააზუსტა: „გააკეთეთ ის, რასაც კატეხიზმო (კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება) ამბობს. ეს ძალიან ნათელია: თუ თქვენ ვერ ნახავთ მღვდელს, რომელსაც აღსარებას ჩააბარებთ, ელაპარაკეთ პირდაპირ ღმერთს თქვენს მამას, და უთხარით მას სიმართლე და მთელი გულით ითხოვეთ შეწყალება.“

„როგორც კატეხიზმო ასწავლის, თქვენ შეგიძლიათ მიუახლოვდეთ ღმერთის შენდობას მღვდლის გარეშე. დაფიქრდით ამაზე. ეს არის თქვენი შანსი.“ განაცხადა პაპმა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროტესტანტ-ევანგელისტის პრაქტიკა მოიცავს ერთმანეთის წინაშე ცოდვების აღიარებას როგორც მითითებულია იაკობის 5:16-ში ეს ხშირად არ არის გაგებული, როგორც საიდუმლო რიტუალი. პროტესტანტული რეფორმაციის ძირითადი თეოლოგიური წინააღმდეგობა მიმართული იყო სწორედ ამ საიდუმლოსკენ, კერძოდ, იმისკენ, რომ რომაული კათოლიკური ეკლესია აღსარებას მასების გასაკონტროლებლად იყენებდა. რეფორმატორები ამტკიცებდნენ, რომ არ არის საჭირო ადამიანის შუამავლობა იმისათვის, რომ ღმერთისგან პატიება მიიღო ან მასთან მიხვიდე.

იაკობის 5:16-ში ასეთი სიტყვებია დაწერილი: „აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ.“

იტალია იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო; სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანის სიკვდილს აცხადებენ, რომელთა შორის, ძირითადად, მოხუცები იყვნენ და რომელთა უმეტესობასაც ჰქონდა ქრონიკული დაავადებები. ერი 10 მარტის შემდეგ მკაცრ იზოლაციაშია.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort