სისხლიანი აღდგომა შრი-ლანკაში

შრი-ლანკის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო. დღეიდან დაიწყო ასევე მასობრივი დაკრძალვის ცერემონია. ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა.

34 ნახვა
0 გაზიარება
0 კომენტარი

შრი-ლანკის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო. დღეიდან დაიწყო ასევე მასობრივი დაკრძალვის ცერემონია. ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკაში 21 აპრილს რვა აფეთქება მოხდა, რასაც 310 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 500-ზე მეტი.

პირველი აფეთქება წმინდა ანტონიოს ეკლესიაში მოხდა, მეორე – წმინდა სებასტიანის ტაძარში, ხოლო მესამე – ქალაქ ბატიკალოაში, რომელიც კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. აფეთქებების დროს ეკლესიებში სააღდგომო მსახურება მიმდინარეობდა.

აფეთქებები ასევე მოხდა დედაქალაქში მდებარე სასტუმროებში – Shangri-La, Cinnamon Grand, Kingsbury. მეშვიდე აფეთქება მოგვიანებით, დედაქალაქის ზოოპარკის რაიონში მოხდა, მერვე კი – დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში, დემატაგოდაში.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „Nations Thawahid Jaman (NTJ)”-მა აიღო. ადგილობრივი ტელეკომპანიის ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება ახალი ჩამოყალიბებულია, ამიტომ მის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია მოიპოვება. მომხდარის გამო დაკავებულია 24 ადამიანი.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრ რანილო ვიკრემესინგჰესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ქვეყანას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

“დილით შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ შეერთებული შტატები მას და მის ქვეყანას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერს,” – წერს ტრამპი.

პრეზიდენტ მაითრიპალა სირისენის განცხადებით, ტერორისტულ აქტთან საერთაშორისო კავშირების გამოსააშკარავებლად შრი-ლანკა საგარეო დახმარებას მიმართავს.

„დაზვერვის ინფორმაციით, ადგილობრივ თავდამსხმელებს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები ეხმარებოდნენ. პრეზიდენტი უცხო ქვეყნების დახმარებას მოითხოვს,“ – ნათქვამია შრი-ლანკის პრეზიდენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

P.S. „ქრისტიანული არხის” ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს შრი-ლანკაში მომხდარი ტრაგედიის გამო. დაე, უფალმა ანუგეშოს გარდაცვლილთა ოჯახები. გთხოვთ, ილოცოთ ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებისთვის.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

15 აპრ 2019 2.56 pm

video

25 აპრ 2019 6.10 pm

“ქრისტიანული არხის” რეპორტაჟი და ქუჩის გამოკითხვა სააღდგომო სამზადისსა და…

29 აგვ 2019 1.38 pm

ჰიზერ ევისი – ცნობილი სპიკერი, ბლოგერი და ავტორი, სამი არაბიოლოგიური შვილის…

21 მარ 2019 2.08 pm

video

22 მაი 2019 6.52 pm

ბერტ კლენდენენი – ერთ-ერთი გავლენიანი და მისაბაძი მქადაგებელი, წავიდა უფალთან…

19 სექ 2019 5.56 pm

2011 წლიდან მოყოლებული, სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, 120 ქრისტიანულ ეკლესიაზე,…