ახალი “ენა”, რომელიც ბიბლიისთვის შეიქმნა, ბრაილის შრიფტს ჩაანაცვლებს

56 ნახვა
20 გაზიარება
0 კომენტარი

უიკლიფის ასოციაციამ გამოსცა ახალი აღთქმის ახალი თარგმანი ახალ კონცეპტუალურ ენაზე, რომლის სწავლაც მხედველობა და სმენადაქვეითებულ ადამიანებს ერთ კვირაზე ნაკლებ დროში შეუძლიათ.  

ახალ ნოტაციას (წერილობითი პირობითი ნიშნების სისტემა) „სიმბოლური უნივერსალური ნოტაცია“ ეწოდება და ეს გახლავთ წმინდა წერილის სიტყვების სიმბოლური წარმოდგენა, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეიმუშავა ბიბლიის თარგმნის ცნობილმა ორგანიზაციამ „უიკლიფის საზოგადოება“. ეს ახალი ნოტაცია მიზნად ისახავს ქრისტეს სიტყვის უწყებას მილიონობით მხედველობა და სმენადაქვეითებული ადამიანისთვის, რომელსაც გარე სამყაროსთან ნაყოფიერი ურთიერთობის სხვა საშუალება არ გააჩნია.

„ჩვენ ავიღეთ ახალი აღთქმა და თითოეული თავი და მუხლი მთავარ ცნებებად დავყავით. ყოველი ცნებისათვის კი ახალი სიმბოლო შევქმენით.“ ამბობს ხსენებული პროგრამის  დირექტორი ლორი ჯენკინზი.

ზემოხსენებულ ახალ აღთქმაზე მუშაობა გასულ წელს დასრულდა. მის შესახებ ფართო საზოგადოებამ გასულ თებერვალს გაიგო. ჯენკინზის განცხადებით, საზოგადოება ახლა 3D ვერსიის შესაქმნელად მუშაობს მათთვის, ვისაც არც სმენა აქვს და არც მხედველობა.

უიკლიფის საზოგადოების განცხადებით, პროგრამას აქვს პოტენციალი იმისა, რომ 56 მილიონ ადამიანს მიაწვდინოს სახარების უწყება, ადამიანებს, რომლებიც სხვაგვარად ვერ „მოისმენენ“ ღვთის სიტყვას. პროგრამა შემუშავებულ იქნა ყოფილი მოხალისის, ემილი ვონგის მიერ, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მსოფლიოში 600 ათასზე მეტი ადამიანია ერთდროულად სმენისა და მხვედველობის არმქონე.  





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

07 თებ 2019 6.35 pm

13 ივნ 2019 3.14 pm

ამბობენ, რომ დედამთილსა და რძალს შორის ურთიერთობა ადამიანთა ურთიერთობებს შორის…

01 აგვ 2019 2.23 pm

ეცადე, შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების…

video

28 მაი 2019 5.20 pm

წლებია, უელსელი ბავშვებისთვის მერი ჯონსი და მისი ბიბლია ლეგენდადაა ქცეული.…

25 ივნ 2019 3.27 pm

ფსევდოეპიგრაფიკული წიგნები ისეთი წიგნებია, რომლებიც ცდილობენ, მიემსგავსონ…

video

17 ივნ 2019 5.59 pm

1611 წელს, ბიბლია, რომელიც „მეფე ჯეიმსის“ ვერსიის სახელითაა ცნობილი, წინააღმდეგობის…

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort