7 წლის ბიჭუნას დედამ, რომელსაც შვილისთვის სქესის შეცვლა სურდა, სასამართლო წააგო

1238 ნახვა
74 გაზიარება
5 კომენტარი

ჯეფრი იანგერსა და მის ყოფილ ცოლს, პედიატრ დოქტორ ენ გეორგულასს შორის გამართულმა სასამართლო პროცესმა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია ხალხში. ენს უნდოდა, თავისი ვაჟი ტრანსგენდერ გოგონად ექცია, რომელსაც ლუნას დაარქმევდა. ბიჭუნას დედა მის კლასელებსა და მასწავლებლებს ეუბნებოდა, რომ ჯეიმსისათვის „ლუნა“ ეწოდებინათ.

მრავალი ამერიკელი ადევნებდა თვალს იმას, თუ როგორ იბრძოდა ჯეფ იანგერი იმისათვის, რომ თავის ყოფილ ცოლს თავიანთი 7 წლის ვაჟი, ჯეიმსი, გოგონად არ ექცია. ჯეფრიმ მოიგო სასამართლო პროცესი.

ტეხასელმა მოსამართლემ, კიმ კუკმა, ორივე მშობელს თანაბარი უფლებამოსილება მიანიჭა ჯეიმსსა და მის ტყუპისცალზე, ჯუდზე, ზრუნვისათვის. სასამართლო გადაწყვეტილება გულისხმობს იმასაც, რომ დედა, ენ გეორგულასი, შვილს სქესის შეცვლის ოპერაციას ვერ გაუკეთებს მამის თანხმობის გარეშე.

„იუთუბზე“ განთავსებულ ვიდეოში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ჯეიმს იანგერი ეუბნება თავის მამას, რომ სამი წლის ასაკში დედა ეუბნებოდა მას, რომ ის იყო გოგონა და ამიტომაც აცმევდა კაბებს და ფრჩხილებს უღებავდა.

იანგერის თავდაპირველი ვებგვერდის მოწოდება იყო: “გადავარჩინოთ ჯეიმსი, გადავარჩინოთ ათასობით ბავშვი”. ეს განზრახ დაწერეს იანგერმა და მისმა თანამოაზრეებმა, რადგან არ სურდათ სხვა ბავშვებისა და მშობლების უყურადღებოდ დატოვება, რომლებიც მსგავს სიტუაციებში არიან, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო არ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა.

ჯეიმსმა ამჯობინა, სკოლაში ისევ ბიჭუნად დაბრუნებულიყო და დაადასტურა, რომ ის ბიჭია. სასამართლომ მას უფლება მიანიჭა, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რა სახელი ერქვას და რა სქესის იყოს.

ორშაბათს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ორივე ტყუპი ბიჭუნა ჩანს. მათ ბიჭის სამოსი აცვიათ. ერთ-ერთ ფოტოზე კი ისინი კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი და მამასთან ერთად ეკლესიაში წასვლას აპირებენ.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები