ქრისტიანების დევნა რუსეთში

209 ნახვა
25 გაზიარება
0 კომენტარი

ქრისტიანების დევნაზე როდესაც ვსაუბრობთ, რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც პირველი ნამდვილად არ მოგვივა აზრად. გარდა ამისა, რუსების 80% თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია კი ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ სხვა ქრისტიანებისათვის სხვა რეალობაა.

უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში წელს პირველად, რუსეთი იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც ქრისტიანებს ავიწროებენ.

საერთაშორისო ორგანიზაცია Open Doorsის შეფასებით, ქრისტიანების რელიგიური ნიშნით დევნის შემთხვევები რუსეთის ფედერაციაში ბოლო პერიოდში გახშირდა, რის გამოც რუსეთი ყოველწლიურ რეიტინგში 50 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზე მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს ევანგელიზაციას ეკლესიის შენობის გარეთ. ხელისუფლების თქმით, რუსეთის  ანტისამახარებლო კანონი მიმართული იყო ტერორიზმის გავრცელების წინააღმდეგ, თუმცა უამრავი ქრისტიანი შიშობდა, რომ სახელმწიფო ამ კანონს რელიგიის გაკონტროლების მიზნით გამოიყენებდა და ასეც მოხდა.

2016 წელსვე მოსკოვში პროტესტანტი სერგეი კორპეინი დააკავეს, რომელიც ელექტრომატარებლებში უფასოდ არიგებდა ბიბლიებს (სინოდალური თარგმანი), მას ბრალი „უკანონო მისიონერობაში“ დასდეს.

ასევე 2016 წელს  ხუცეს დონალდ ოსევაარდეს, რომელიც მოსკოვიდან 360 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ორიოლში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, არალეგალური მისიონერული საქმიანობის გამო დაედო ბრალი.

ამ წლების განმავლობაში ბაპტისტებმა და ორმოცდაათიანელებმა უკვე იწვნიეს რუსეთის ანტისაევანგელიზაციო “სამართალი”. სამართალდამცავები სპეცოპერაციებს ატარებენ ეკლესიებში, აკავებენ ადამიანებს, რომლებიც სახარებას ქადაგებენ, ხურავენ თეოლოგიურ სკოლებს.

ახლახან გერმანიის სასამართლომ რუსეთიდან გამოქცეულ ბაპტისტთა ოჯახს თავშესაფარი მისცა.

მათ გაძლეს არაერთ თავდასხმას, ფიზიკურ ძალადობას, მუქარას თავიანთი მისიონერული საქმიანობის გამო, პოლიცია კი უარს აცხადებდა მათ დაცვაზე. გერმანიას ბაპტისტების მიმღებლობის დიდი ისტორია აქვს, საბჭოთა კავშირის დაცემის დღიდან. დღესდღეობით გერმანიაში მრავალი ბაპტისტური ეკლესიაა, რომლებშიც გერმანულთან ერთად რუსულ ენაზეც მრავლად მოისმენთ ქადაგებებს. – განუცხადა გერმანელმა მოხელემ საინფორმაციო სააგენტოს Christian Today-ს.