ქრისტიანმა არტისტმა, კირკ ფრანკლინმა, გრემის ჯილდო მოიპოვა

206 ნახვა
25 გაზიარება
0 კომენტარი

კირკ ფრანკლინი, ქრისტიანი ამერიკელი მომღერალი, რომელმაც გრემის 2020 წლის დაჯილდოებაზე მოიპოვა საუკეთესო მგალობელ-შემსრულებლის ტიტული, სიმღერით „სიყვარულის თეორია“, მადლობას უხდის უფალს და აღნიშნავს, რომ ეს მისი დამსახურებაა.

მან ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო გოსპელ ალბომი“, სახელწოდებით „ხანგრძლივი ცოცხალი სიყვარული“.

„უამრავი ქრისტიანი არტისტი არსებობს, რომელიც გოსპელის ჟანრში საუკეთესო მუსიკას ქმნის. დიდად პატივდებული ვარ, რომ მათ გვერდით მიწევს დგომა. მე მათი უდიდესი გულშემატკივარი ვარ, რადგან ისინი მღერიან იმის შესახებ, რომ იესო არის მეფე. ეს ყოველივეც სწორედ მის გამო ხდება.“ ამბობს კირკი.

დაჯილდოების ცერემონიაზე ფრანკლინმა გულმხურვალედ ილოცა NBA-ის ლეგენდარული მოთამაშის, გარდაცვლილი კობი ბრაიანტის ოჯახისთვის.

გრემის დაჯილდოებაზე წარდგენილნი იყვნენ ავსტრალიური ბენდის „for king and country”-ს წამყვანი სოლისტები, ლუკ და იოელ სმალბონებიც. მათ მოიპოვეს ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო თანამედროვე ქრისტიანული მუსიკა“, თავიანთი პროექტის „Burn the ships“-ის მეშვეობით.

წყარო: https://www.christianpost.com





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort