ყოფილი სატანისტი მლოცველ ქრისტიანებზე: „მათ ჰქონდათ ძალა“

905 ნახვა
159 გაზიარება
0 კომენტარი

ჯონ რამირესი ერთ დროს ეშმაკს ეთაყვანებოდა და სატანის სახელით მოქმედებდა. სატანური რიტუალებისას ცხოველებს სწირავდა მსხვერპლად. მეგობრები მას „ლუციფერის შვილსაც“ უწოდებდნენ.

თავის წიგნში – „შეიარაღებულნი და სახიფათონი: ბრძოლის დახვეწილი გეგმა მტრის მიზანში ამოღებისა და დამარცხებისთვის” რამირესი დეტალურად აღწერს, თუ რატომ სჭირდებათ ქრისტიანებს ─ ილოცონ უფრო მეტი.

ეს წიგნი იმიტომ დავწერე, რადგან მინდოდა ქრისტიანებს სცოდნოდათ, რომ სულიერ ომში მხოლოდ თავდაცვა კი არა, თავდასხმაც ხდება,“ ─ განუცხადა “CBN News”-ს მან. – „ეშმაკს არ უნდა მივცეთ მოქმედების და გამარჯვების საშუალება.“

რამირესი ამბობს, რომ ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა, მას როგორც სატანისტს, მაშინ შეეძლო, როცა მორწმუნეები არ ლოცულობდნენ.

სულიერ სამყაროში იმ ქრისტიანების წინააღმდეგ მარტივად შემეძლო მოქმედება, რომლებიც არ ლოცულობდნენ,“ – განმარტა მან. – „მე ვიკავებდი ამ ტერიტორიას, ვფლობდი ძალაუფლებას  თქვენს მოყვასზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც თქვენ გვერდით იყვნენ; თქვენს რეგიონზე, რადგან თქვენ არ ავსებდით მას ლოცვით. მე გიშლიდით ხელს ამაში.“

მან ასევე გაგვიზიარა, როგორ აჩერებდა მის ბოროტ  გეგმებს ქრისტიანთა ლოცვა.

„მლოცველმა მორწმუნეებმა მოახდინეს სულიერი გარდატეხა ჩემში,“ – ამბობს იგი. – „როდესაც მათთან მივედი, დავინახე ხელებჩაკიდებულნი ერთ სულში. ვიცოდი თუ არა, რომ ფიზიკურად მართლაც ჰქონდათ ხელები ჩაკიდებული? არ ვიცოდი, მაგრამ სულიერ სამყაროში ასე ჩანდა და მათ შეძლეს ჩემი განდევნა თავიანთი წრიდან. მისია ვერ შევასრულე. ის შეწყდა, დასუსტდა, მისია ვერ შესრულდა, რადგან მათ რაღაც იცოდნენ. მათ ამ ერთობაში ჰქონდათ ძალა, რომელიც მე არ ვიცოდი.“

რამირესი ახლა ქრისტიანებს ამხნევებს, რომ ლოცვები გაამრავლონ და ილოცონ ერისთვის, სკოლებისთვის და გარემოსთვის.

მან თქვა: „თუ ვიცი, რა ხდება ჩემ გარშემო, ისიც ვიცი, რის შესახებ ვილოცო უფლის წინაშე. ბევრ დროს ვხარჯავთ ფუჭად, რადგან მოწოდებულნი ვართ, რომ შუამავლები ვიყოთ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ჩვენი ლოცვით უნდა დავეხმაროთ ჩვენს სამეზობლოს, ჩვენს რეგიონს, შემდეგ ჩვენს ოჯახს, ჩვენს საყვარელ ადამიანებს, ჩვენს ქმარს, ცოლს, ჩვენს სამუშაო ადგილს.“

მას შემდეგ, რაც თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ეშმაკის მსახურებას დაუთმო, ამბობს, რომ იმას, რაც ქრისტიანობაში აღმოაჩინა, არაფერზე გაცვლიდა.

„მიმაჩნია, რომ ყველაფერი უგუნურება იყო, სანამ ქრისტე არ მივიღე. ის არის ერთადერთი მხსნელი. ის არის ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავ. ის ჩემთან ერთადაა და მე მესმის მისი ხმა…“

წყარო:https://www1.cbn.com





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

video

12 ივნ 2019 6.54 pm

ქრისტიანები და სხვა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც მოდის…

31 ივლ 2019 2.48 pm

მუსლიმანი ტერორისტები უფრო და უფრო მეტად იყენებენ სოციალურ მედიაპლატფორმას,…

21 მარ 2019 2.08 pm

video

12 ივნ 2019 7.05 pm

ნიგერიელ ქრისტიანებს ყოველდღე ხოცავენ. მსოფლიო კი ამით არ ინტერესდება. გასულ…

11 ივლ 2019 5.57 pm

ცვლილებები, პირველ რიგში, ჩვენს ფიქრებზე, ქცევებსა და დამოკიდებულებებზე სრული…

19 აგვ 2019 5.25 pm

ახალი რეგულაციის მიხედვით, ჩინეთის რამდენიმე რეგიონში, მოზარდებს ეკლესიაში…