“შეცვალე მსოფლიო!” – გაეროს კამპანია ადამიანის უფლებებისთვის

66 ნახვა
9 გაზიარება
0 კომენტარი

ბოლოს და ბოლოს, სად იწყება ადამიანის უფლებები? მომცრო ადგილებში,  სახლის სიახლოვეს? ისე ახლოს და ისეთ პატარა ადგილებში, მსოფლიოს ვერც ერთ რუკაზე რომ ვერ მოიძებნება. თითოეული ინდივიდისათვის ეს მთელი სამყაროა; სამეზობლო, სადაც იგი ცხოვრობს; სკოლა ან კოლეჯი, რომელშიც სწავლობს; ქარხანა, ფერმა ან ორგანიზაცია, სადაც ის მუშაობს. ამ ადგილებში ეძებს ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი თანაბარ სამართლიანობას, თანასწორ შესაძლებლობებს, თანაბარ ღირსებას დისკრიმინაციის გარეშე. თუ ამ უფლებებს აქ არ აქვთ საკმარისი მნიშვნელობა, მაშინ არც სხვაგან ექნებათ. თავიანთ სახლებთან ახლოს მოქალაქეების შეთანხმებული ქმედების გარეშე ამ უფლებების განმტკიცება თუ არ მოხდება, მაშინ პროგრესის მოლოდინი უფრო დიდ სამყაროშიც ამაო იქნება. (ელენორ რუზველტი)

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე ყოველ წელს 10 დეკემბერს აღინიშნება, როგორც გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წელს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მიღების დღე. ფუნდამენტური დოკუმენტი საჯაროდ აცხადებს ხელშეუვალ უფლებებს, რომლებიც თავისთავად აქვს ყოველ ადამიანს განურჩევლად რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ენის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების; ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ქონების, დაბადების ან სხვა სტატუსის მიუხედავად. იგი  არსებობს 500-ზე მეტ ენაზე და მსოფლიოში ყველაზე მეტჯერ ნათარგმნი დოკუმენტია.

გაეროს 2019 წლის თემაა: ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისათვის.

თემა საერთო საქმიანობაში აქცენტს აკეთებს ახალგაზრდების ლიდერულ როლზე, რაც უკეთესი მომავლის შთაგონების წყაროა. კამპანიას ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი უძღვება. კამპანიის ფარგლებში ხდება ახალგაზრდების გამხნევება, სტიმულის მიცემა და მათი როლის წარმოჩენა, თუ როგორ დგანან ახალგაზრდები ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე და იბრძვიან, მათ შორის, რასიზმის, სიძულვილის ენის, ბულინგის, დისკრიმინაციის, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ.

რატომ ახალგაზრდები?

ახალგაზრდების მონაწილეობა არის არსებითი ყველას სასარგებლოდ მდგრადი განვითარების მისაღწევად.

საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობა არის ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპი. ახალგაზრდები ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე, რასაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენა აქვს მათ კეთილდღეობაზე.

ახალგაზრდებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად.

ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციალური ტრანსფორმაციის მთავარი მამოძრავებლები. ისინი არიან დადებითი ცვლილებების მთავარი წყაროები, აქვთ უახლესი იდეები და პრობლემების გადაჭრის გზები.

ახალგაზრდები ხშირად მარგინალიზებულები არიან და ხვდებიან სიძნელეებს თავიანთ უფლებებზე ხელმისაწვდომობისა და უფლებებით სარგებლობის კუთხით თავიანთი ასაკის გამო. ახალგაზრდების გაძლიერება უფლებების ცოდნისა და თავიანთი უფლებების უზრუნველყოფის მხრივ, შექმნის გლობალურ სარგებელს.  

არასდროს ხარ მეტისმეტად ახალგაზრდა მსოფლიოს შესაცვლელად! 

როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. ფსალმუნი 126:4 – სბს 2013





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort