ჩინეთში გარდაცვლილ ქრისტიანებსაც კი დევნიან

1024 ნახვა
72 გაზიარება
2 კომენტარი

ჩინეთში გარდაცვლილ ქრისტიანებსაც კი დევნიან: ჩინეთის მთავრობამ ქრისტიანული წესით დასაფლავების აკრძალვა დაიწყო. ხელისუფლების მიზანში მორწმუნეები არიან ამოღებულნი. ისინი კრძალავენ ადამიანების ქრისტიანული წესის თანახმად დაკრძალვას. 

გამოცემა „Bitter Winter“-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჩინეთის ხელისუფლება დააპატიმრებს გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრებს და შეაჩერებს კიდეც დაკრძალვის ცერემონიალს, თუ მასში რელიგიური ხასიათის რაიმე დეტალი იქნება. აღნიშნული მიდგომა მთლიანი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანიც სახელმწიფოს გავლენის ქვეშ რელიგიის მოქცევა და პრეზიდენტ ხი ჯინპინგის ფილოსოფიის რეალიზებაა.

ერთ-ერთი ეკლესიის მსახურმა გამოცემა „Bitter Winter“-თან საუბრისას აღნიშნა დაძაბული მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, იგი იმდენად მძიმეა, რომ დაკრძალვის დღეს სასაფლაოზე წასვლას ზოგიერთი ოჯახის წევრიც კი ვერ ბედავს.

შეზღუდვები კანონმდებლობაშიც აისახა. მაგალითად, ხენანის პროვინციის ერთ-ერთი ქალაქის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომელიც უკრძალავს მგალობელთა გუნდს, ორკესტრს ან სხვაგვარ გუნდს მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას ეკლესიის შენობის გარეთ.

სახელმწიფო კრძალავს ადამიანების ქრისტიანული წეს-ჩვეულებების თანახმად დაკრძალვას და არ აძლევს საეკლესიო გუნდებს მათი მიმდინარეობისას მუსიკალური ნაწარმოებების შესრულების უფლებას. ხუცესები მხოლოდ იმასღა ახერხებენ, რომ დაკრძალვამდე სახლებში სტუმრობისას მოკლედ ილოცონ.

ხენანის პროვინციის სხვა ქალაქში გამოიცა განკარგულება, რომელიც არა მხოლოდ დაკრძალვის, არამედ ქორწინების ცერემონიალშიც კრძალავს საეკლესიო გალობის შესრულებას.

პოლიციამ ერთ-ერთი მქადაგებლის დაკრძალვის ღონისძიებაც კი ჩაშალა, რადგან მსვლელობა რელიგის პროპაგანდად მიიჩნია.

როცა მამაჩემი გარდაიცვალა, სოფლის ხელისუფლებამ გაგვაფრთხილა, რომ თუ დაკრძალვის ცერემონიალში რაიმე რელიგიურს აღმოაჩენდნენ, დაკავება არ აგვცდებოდა. მათ წინააღმდეგ ვერ შევძელით წასვლა. მამაჩემი ათობით წელი მიჰყვებოდა იესოს გზას და, როგორც ჩანს, მას არა მხოლოდ სიცოცხლეში, არამედ სიკვდილის შემდეგაც დევნიან. აღნიშნა ერთ-ერთმა ჩინელმა ქრისტიანმა.

„Open doors USA“-ს შეფასებით, დღეს ჩინეთში 100 მილიონამდე მორწმუნე ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მათ უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება, მიწისქვეშა ეკლესიის წევრთა რიცხვი ელვისებური სისწრაფით იზრდება.





konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort