ჩინეთში მოზარდებს ეკლესიაში შესვლა აუკრძალეს

115 ნახვა
50 გაზიარება
0 კომენტარი

ახალი რეგულაციის მიხედვით, ჩინეთის რამდენიმე რეგიონში, მოზარდებს ეკლესიაში შესვლაც კი ეკრძალებათ. ამასთანავე, ეკლესიის მსახურებს წაუყენეს ულტიმატუმი, რომლის მიხედვითაც ისინი ვალდებულნი არიან, აუკრძალონ ბავშვებს ეკლესიებსა და სამლოცველო სახლებში შესვლა.

ჩინეთის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს ქრისტიანულ ეკლესიებს – დანერგოს ქრისტიანული საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებსა და მოზარდებში. მათ გააუქმეს კათოლიკური ეკლესიის საზაფხულო ბანაკები და სხვა დაგეგმილი პროგრამები.

ცნობილია, რომ მორწმუნეებმა ერთი საზაფხულო ბანაკის ჩატარება გასაიდუმლოებულ ვითარებაში შეძლეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიზნესმენმა, რომელიც აფინანსებდა ახალგაზრდულ პროგრამებს, უარი თქვა ახალი პროგრამის დაფინანსებაზე იმის შიშით, რომ სახელმწიფო ბიზნესს ჩამოართმევდა.

ჩინეთი 27-ე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქრისტიანები იდევნებან.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომუნისტური მთავრობა ეკლესიებს აიძულებს, რომ საგალობლები ჩაანაცვლონ კომუნისტური პროპაგანდისტული ჰიმნებით. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, რამდენიმე ეკლესია დაიხურა და მრავალი მორწმუნე დააპატიმრეს.

ბოლო დღეების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აქტიურად მუშაობს რელიგიურ კოალიციასთან ერთად, სახელწოდებით “რელიგიური თავისუფლება”, რათა უფრო რადიკალური ქმედებები განხორციელდეს ჩინეთის მიმართ.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

21 მარ 2019 2.08 pm

31 ივლ 2019 2.48 pm

მუსლიმანი ტერორისტები უფრო და უფრო მეტად იყენებენ სოციალურ მედიაპლატფორმას,…

05 აგვ 2019 2.29 pm

ქრისტიანების დევნაზე როდესაც ვსაუბრობთ, რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც პირველი…

video

12 ივნ 2019 6.54 pm

ქრისტიანები და სხვა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც მოდის…

video

12 ივნ 2019 7.05 pm

ნიგერიელ ქრისტიანებს ყოველდღე ხოცავენ. მსოფლიო კი ამით არ ინტერესდება. გასულ…

20 სექ 2019 1.28 pm

ირანის პოლიციამ წიგნის მაღაზიის მფლობელი ბიბლიის გაყიდვისთვის დააპატიმრა.…