ცნობილი აპოლოგეტი და თეოლოგი, ნორმან გეიზლერი, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

111 ნახვა
107 გაზიარება
0 კომენტარი

ცნობილი აპოლოგეტი, მწერალი და თეოლოგიის პროფესორი, ნორმან გეიზლერი, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორი თვით ადრე, ჯანმრთელობის პრობლემის გამო, მან დატოვა სამსახური, სამხრეთის ევანგელისტურ სემინარიაში (Southern Evangelical Seminary).

გეიზლერის ფეისბუკის გვერდმა ორშაბათს გაავრცელა განცხადება, რომ ის დილით ადრე  გარდაიცვალა. 21 ივლისს მას 87 წელი შეუსრულდებოდა.

„მან დატოვა საოცარი მემკვიდრეობა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გავლენას მოახდენს მრავალი ადამიანის ცხოვრებაზე. – ნათქვამია განცხადებაში.

ნორმან გეიზლერი 1932 წლის 21 ივლისს მიჩიგანის შტატის ქალაქ უორენში დაიბადა.

მან ჯერ ფილოსოფიის ხელოვნება შეისწავლა, შემდეგ თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი აიღო, შემდეგ კი – დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში. ის ხშირად მონაწილეობდა აკადემიურ დებატებში და ინტენსიურად წერდა ისეთ თემებზე, როგორიცაა სამყაროს შექმნა, ღმერთის არსებობა, ევოლუცია, ქრისტიანული ეთიკა, სექსუალური მორალი.

ნორმანი არის ავტორი და ასევე თანაავტორი 100-ზე მეტი წიგნის და ასობით სტატიის, რომლებიც მრავალ ენაზე ითარგმნა. ის ასწავლიდა აპოლოგეტიკას, თეოლოგიასა და ფილოსოფიას  უმაღლეს სასწავლებლებში, 50 წლის განმავლობაში. ის ასწავლიდა ამერიკის წამყვან თეოლოგიურ სემინარიებში, მათ შორის, წმინდა სამების ევანგელისტურ სემინარიაში, დალასის სემინარიასა და სამხრეთის ევანგელისტურ სემინარიაში.

წყარო: https://www.christianpost.com