წარმართული კერპის რომის კოლიზეუმში განთავსებამ ქრისტიანებში პროტესტი გამოიწვია

154 ნახვა
23 გაზიარება
0 კომენტარი

კოლიზეუმი, მასში ნაწამებ და დახოცილ ქრისტიანთა გამო, წმინდა ადგილის სტატუსს ატარებს. მიუხედავად ამისა, მის შესასვლელში წარმართული ღვთაება მოლოქის ძეგლი დგას, რომელსაც ანტიკურ ეპოქაში ბავშვებს სწირავდნენ.

ძეგლი კოლიზეუმთან კართაგენის კულტურისა და ხელოვნების აღსანიშნავად ჩატარებული გამოფენის ფარგლებშია განთავსებული.

„მოლოქის ძეგლი ერთმანეთს უკავშირებს ფინიკიურ და კართაგენულ რელიგიებს და 1914 წელს ჯოვანი პასტრონეს მიერ გადაღებული ფილმის სცენარშიც გვხვდება. იგი კოლიზეუმის შესასვლელში დამთვალიერებელთა მისაღებად გამოიფინება.“ – აღნიშნავენ პრესის წარმომადგენლები.

ფართომასშტაბიანი გამოფენა 2020 წლის მარტში ჩატარდება.

ანტიკური რომაული მოედანი წმინდა ღირსშესანიშნაობად ეკლესიის ოფიციალური პოლიტიკის ფარგლებში 1749 წელს რომის პაპ ბენედიქტე XIV-მ გამოაცხადა. მოგვიანებით კოლიზეუმს მიამატეს გამოსახულებები, რომელიც ასახავს იესო ქრისტეს მიერ ჯვრის ზიდვასა და ლოცვებს.

„წარმართული ღვთაების ძეგლის დადგმა ადგილთან, სადაც მრავალი ქრისტიანი სასტიკად აწამეს და მოკლეს, ქრისტიანთა რწმენის უხეში შეურაცხყოფაა.“ – განაცხადა „Life Site News“-მა.

„ფაქტი, რომ დღეს კოლიზეუმი უნდა დაგვეთვალიერებინა, ძალიან მახარებდა,“ – თქვა პრესასთან საუბრისას ალექსანდრა კლარკმა, – „მაგრამ მოსვლისას საშინელი სურათი ვიხილეთ. შესასვლელში უზარმაზარი წარმართული ‘ღმერთის’ ქანდაკება კარისკაცივით დგას. ყველაფერთან ერთად, ეს ისეთი ადგილია, რომ შეუძლებელია კოლიზეუმში შესვლა მისთვის გვერდის ავლით. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტი მხოლოდ დაცინვაა ყველა იმ ქრისტიანისა, რომელიც აქ მოკლეს.“

ძველ აღთქმაში ღმერთი სიძულვილით საუბრობს მოლოქისადმი თაყვანისცემის შესახებ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებზე, როდესაც მას ცეცხლში დაწვით სწირავდნენ ბავშვებს.

„ისრაელიანებს უთხარი: თუ ვინმე ისრაელიანთაგან ან მდგმურთაგან, რომელიც ისრაელში მდგმურობს, თავის ნაშიერს მოლოქისთვის გაწირავს, იგი უნდა ჩაიქოლოს. პირს მივაბრუნებ ამ კაცისკენ და მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან, რადგან თავისი ნაშიერი გაწირა მოლოქისთვის, რომ ჩემი საწმინდარი გაეუწმინდურებინა და ჩემი წმინდა სახელი შეეგინებინა. თუ ხალხი თვალს მოარიდებს ამ კაცს, როდესაც იგი თავის შვილს მოლოქისთვის სწირავს, და არ მოკლავს მას, მე მივაპყრობ პირს ამ კაცისკენ და მისი საგვარეულოსკენ და ხალხის წიაღიდან მოვკვეთ მას და მის კვალზე ყველა გაუკუღმართებულს, რომლებიც უკუღმართობენ მოლოქის კვალზე.“ – უთხრა უფალმა მოსეს (ლევ. 20:1-5).

ამ მოვლენას რომში წინ უსწრებს კიდევ სხვა ინციდენტებიც, როცა წარმართული სიმბოლოები გამოიფინა სხვადასხვა წმინდა ადგილზე ან მის სიახლოვეს.

გასულ თვეს ვატიკანში დავის საგნად იქცა ასევე ამაზონური ნაკვეთი გამოსახულებები, განსაკუთრებით კი პაჩამამას ქანდაკებები. სინოდის შეკრებისას ზოგიერთმა, ადგილობრივ კათოლიკე ეპისკოპოსთაგან, ხსენებული ნამუშევრები აშკარა კერპთაყვანისმცემლობის ნიმუშად მიიჩნია. მიუხედავად ამისა, ვატიკანისა და სინოდის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გამოსახულებები წარმოადგენს მხოლოდ კულტურულ, რეგიონალურ სიმბოლოებს და არა წარმართულ კერპებს.

პაჩამამას ქანდაკება ამაზონის რეგიონში ნაყოფიერების სიმბოლოდაა მიჩნეული, თუმცა ტრადიციულმა კათოლიკე მორწმუნეებმა მისი ქანდაკებები წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან ახლოს მდებარე, სანტა მარიას სამლოცველოდან მოხსნეს და მდინარე ტიბრში გადაყარეს.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები