ხსნის არმია მთელი ევროპის მასშტაბით ეხმარება ადამიანებს, მათ შორის, საქართველოშიც

136 ნახვა
48 გაზიარება
0 კომენტარი

საქართველოში ხსნის არმიის ახალგაზრდები ხანდაზმულებს საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს ურიგებენ. თბილისის 4 ლოკაციაზე (სამგორი, ფონიჭალა, დიდი დიღომი და სოლოლაკი) მოხდა პროდუქტების გადაცემა საჭიროების მქონე პირთათვის. საქველმოქმედო აქცია ასევე ჩატარდა ძველ და ახალ რუსთავში.

ჩეხეთის რესპუბლიკაში ხსნის არმიის მიუსაფართა თავშესაფრები კვირაში 7 დღე 24 სააათი ღიაა, რათა იქ მცხოვრებნი დარჩნენ თავშესაფრებში და თავი აარიდონ ხალხთან კონტაქტს.  

ფინეთში არსებული ხსნის არმიის კუთვნილი საბავშვო ბაღები ზრუნავენ იმ ბავშვებზე, რომელთა მშობლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებში მუშაობენ: სოციალურ სამსახურებში, საავადმყოფოებში, სახანძრო-სამაშველო სამსახურში.

პარიზში გრძელდება ადამიანთა საკვებით მომარაგება.

გერმანიაში, დრეზდენში, ქალაქის მმართველობამ ტრანსპორტი და მძღოლები ხსნის არმიის განკარგულებაში გადასცა, რათა უსახლკარო ადამიანებს საკვები მიუტანონ.

გრინლენდში ხსნის არმია ცხელ საჭმელს ურიგებს ნუუკის უსახლკარო მოსახლეობას. ასევე, აძლევენ ხელთათმანებს, წინდებს, ქუდებსა და თბილ კაშნეებს. ასევე იგეგმება დროებითი თავშეაფრის მოწყობა, დაახლოებთ 80 უსახლკარო ადამიანისათვის.

იტალიაში, განსაკუთრებით რომსა და მილანში ხსნის არმია ცდილოებს მოემსახუროს საზოგადოების ყველაზე მოწყვლად წევრებს. ხსნის არმიის წარმომადგენლებს დღეში სამჯერ მიაქვთ საკვები თითოეულ მოსახლესთან და ოთახის წინ უტოვებენ, რათა მათი გარეთ გამოსვლა არ გახდეს საჭირო.

უსახლკაროთათვის 24-საათიანი თავშესაფარი ხელახლა გახსნა ხსნის არმიამ ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში.ცენტრში 30 უსახლკარო იცხოვრებს 6 აპრილამდე.

ნორვეგიაში, ოსლოში ხსნის არმიამ გამოყო მოძრავი ბუფეტი, რომელიც დღეში ასამდე ადამიანსა და ოჯახს აწვდის საკვებს. გარდა ამისა, გახსნილია ცხელი ხაზი, სადაც ადამიანები რეკავენ დახმარებისა და ინფორმაციის მისაღებად.   

პორტუგალიაში, ლისაბონში ხსნის არმიამ ღამის გასათევი თავშესაფარი 24-საათიან თავშესაფრად გადააკეთა უსახლკარო მოსახლეობის დასაცავად.

ესპანეთში კი, დენიაში, ხსნის არმია საკვებს აწვდის რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებს.

შვედეთსა და შვეიცარიაში ასევე ხსნის არმია ცდილობს საზოგადოების მოწყვლად წევრებს, მათ შორის, უსახლკაროებს, მოხუცებს, მიაწოდოს საკვები და სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთები.

გაერთიანებულ სამეფოშიც ასევე ხსნის არმია ცდილობს დაეხმაროს ხანდაზმულებსა და გაჭირვებულ ოჯახებს. აღსანიშნავია, რომ ბევრ ადამიანს მიაქვს საკვები ხსნის არმიაში, რათა უფრო დიდხანს შეძლონ გასაჭირში მყოფთა დახმარება.





konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort