7000-დოლარიანი ჯარიმა წარწერისთვის „ღვთის კაცი”

429 ნახვა
70 გაზიარება
1 კომენტარი

„ნიუ-ორლეან სეინტსის“ ამერიკული საფეხბურთო კლუბის მოთამაშეს, დემარიო დევისს, კლუბმა დააკისრა ჯარიმა 7,017 დოლარის ოდენობით იმის გამო, რომ მოთამაშეს 22 სექტემბერს გამართულ თამაშზე ეკეთა შუბლსახვევი წარწერით: „ღვთის კაცი“.

თანხა, რომელიც დევისს ჯარიმაში უნდა გადაეხადა, მან მისისიპის შტატის ქალაქ ჯექსონში არსებულ წმინდა დომინიკის სახელობის ჰოსპიტალს გადაურიცხა. გარდა ამისა, ჰოსპიტალს ერიცხება მთელი თანხა, რომელიც მსგავსი შუბლსახვევების გაყიდვის შედეგად გროვდება. შუბლსახვევებს აქვს წარწერები: „ღვთისმოშიში ქალი“ და „ღვთის შვილი“.

„უკვე 30 000 დოლარზე მეტი შეგროვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყველანი დამეხმარეთ იმაში, რომ 7 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა თითქმის 40 000 დოლარის სარგებლად გვექცია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ ეს თანხა! ჩვენ მისია გვაკისრია და დაბრკოლებები ჩვენთვის არაფერს უნდა ნიშნავდეს!“ – განაცხადა დემარიო დევისმა. 

მაშინ, როდესაც დევისმა დაკისრებული ჯარიმის შესახებ სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა, გულშემატკივრები მის დასაცავად გამოვიდნენ, მათ შორის იყო ადგილობრივი კათოლიკური სკოლაც.