სარეაბილიტაციო ცენტრი „ახალი ცხოვრება” ადამიანებს ახალი ცხოვრების დაწყებაში ეხმარება

ქობულეთთან ახლოს, აჭარის ულამაზეს სოფელ წყავროკაში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, სარეაბილიტაციო ცენტრ „ახალ ცხოვრებაში” 8 ადამიანი ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს.

ნახვა
0 გაზიარება
0 კომენტარი

ქობულეთთან ახლოს, აჭარის ულამაზეს სოფელ წყავროკაში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, სარეაბილიტაციო ცენტრ „ახალ ცხოვრებაში” 8 ადამიანი ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს.

ეს ცენტრი გამორჩეულია არა მხოლოდ იმით, რომ ის კეთილი ადამიანების შემოწირულობების და რამდენიმე ადამიანის ენთუზიაზმის წყალობით არსებობს, არამედ იმითაც, რომ რებილიტაციის დროს არ გამოიყენება ჩამანაცვლებელი ნივთიერებები. უპირატესობა ენიჭება ჯანსაღი ცხოვრების წესს, შრომით თერაპიას და რაც მთავარია, ადამიანთა სულიერ რეაბილიტაციას უფლის სიტყვის მეშვეობით.

ცენტრი გამორჩეულია იმითაც, რომ მას არ ჰყავს მომსახურე პერსონალი, ცენტრში მოხვედრილი ადამიანები თავად ებმებიან შრომით საქმიანობაში და ემსახურებიან ერთმანეთს: ალაგებენ სახლს, აკეთებენ სადილს, ამუსავებენ მიწას და მოჰყავთ მოსავალი, უვლიან მანდარინის ბაღს და თავისუფალ დროს წმინდა წერილის კითხვასა და ლოცვაში ატარებენ.







Reendex

Must see news