ბენ აფლეკი საუბრობს თავის მონანიებასა და გაქრისტიანებაზე

1017 ნახვა
197 გაზიარება
1 კომენტარი

ჰოლივუდის მსახიობი, ბენ აფლეკი, ღიად საუბრობს თავის რწმენაზე თავისი ახალი ფილმის მეშვეობით “The Way Back” (გზა შინისკენ).

„მეთოდისტურ ეკლესიაში დავდივარ, ჩემი შვილები მონათლულები არიან, თუმცა მე მოგვიანებით ვირწმუნე ქრისტე.“ ‒ ამბობს ის.

ფილმში „გზა შინისკენ“ აფლეკი ჯეკ კანინგჰემის როლს თამაშობს, კაცისა, რომელიც ეძებს იმედს. ის იმედს პოულობს, როდესაც კათოლიკური ეკლესიის კალათბურთის გუნდის მწვრთნელად იშოვის სამსახურს. ერთ დროს ის გუნდის გამორჩეული მოთამაშე იყო.

ინტერვიუში აფლეკი აღფრთოვანებით საუბრობს იმ საოცარ ნიჭებზე, რომლებიც ღმერთმა ჩადო ჩვენში: პატიება, სიყვარული, მადლი…

„რაც ყველაზე მეტად მაოცებს, არის ის, რომ მივხვდი, ყველანი ცოდვილები ვართ და, რომ ყველანი უნდა ვისწრაფოდეთ ჩვენი გამომსყიდველისკენ; რათა შევიცნოთ ღმერთის სიყვარული, ვიხსნათ საკუთარი თავები; რათა ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ და შევიყვაროთ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები; რომ არ გავასამართლოთ ერთმანეთი, არამედ ვიყოთ მპატიებელნი და შემბრალენი.“ ‒ ამბობს აფლეკი.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort