ცნობილმა ქრისტიანმა მომღერალმა ტობიმაკმა გარდაცვლილ შვილს სიმღერა მიუძღვნა

340 ნახვა
25 გაზიარება
0 კომენტარი

ცნობილმა ქრისტიანმა მომღერალმა ტობიმაკმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ემოციური სიმღერა და ვიდეოკლიპი, რომელიც თავის გარდაცვლილ, 21 წლის შვილს ეძღვნება. სიმღერამ, რომლის სათაურია „21 წელი“, 6 დღეში 3 მილიონამდე ნახვის მოგროვება შეძლო „Youtube“-ზე. შეგახსენებთ, რომ ტობიმაკი 2019 წლის საუკეთესო ქრისტიან არტისტად დასახელდა.

მომღერალი მადლობას უხდის ყველას, ვინც მხარს უჭერდა რთულ დროს და ამბობს, რომ ეს სიმღერა გამოხატავს მის რეალურ განცდებს.

„ღმერთს შენ ზეცაში ჰყავხარ, მე კი ჩემს გულში.“ ‒ ამბობს ტობიმაკი სიმღერის ტექსტში. მისი თქმით, სიმღერა აღწერს ყოველ იმ ემოციას, რომელიც თავისი ვაჟის, ტრუით ფოსტერის, სიკვდილის შესახებ გაგებისას დაეუფლა.

სიმღერის ტექსტი შეიცავს ე.წ. პასუხგაუცემელ კითხვებს, მაგალითად: „რატომ მომეცი, თუ მის წართმევას აპირებდი? მამობრივი სიყვარულით მიიღე ის? ჩაიხუტე შენს მკლავებში? აგრძნობინე მას, რომ ახლა უკვე სახლშია?“ საბოლოოდ მისი სიმღერა სრულდება სიტყვებით: „გმადლობ, უფალო, ჩემი ძვირფასი ვაჟისთვის.“

„ამ სიმღერის დაწერა ჩემთვის ასოცირდება იმ გულწრფელ ემოციებთან, როგორებიცაა: კითხვები, ტკივილი, სიბრაზე, ეჭვი, წყალობა და აღთქმა, რაც აღწერს იმ თავგადასავალს, რომელიც იწყება ჩემს ცხოვრებაში. ჯერ ყველაფერი წინაა. ერთადერთი რამ, რაც ვიცი, არის ის, რომ მე მარტო არ ვარ. ღმერთი არ დაგვპირებია უმტკივნეულო ცხოვრებას, თუმცა ის დაგვპირდა, რომ არასოდეს მიგვატოვებდა და უკუგვაგდებდა. მე ამ აღთქმას ვეჭიდები, როგორც ჩემი შვილისთვის, ასევე ჩემთვის.“ ‒ ამბობს ტობიმაკი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 23 ოქტომბერს ტობიმაკის ვაჟი დილით გარდაცვლილი იპოვეს, მისი სიკვდილის მიზეზად კი გულის მოულოდნელ გაჩერებას ასახელებენ.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort