საბაუნიში საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ჩატარდება

კონფერენციის თემაა - „ევანგელური ქრისტიანობა: ფესვები, აწმყო და მნიშვნელობა კავკასიისთვის."

53 ნახვა
1 გაზიარება
0 კომენტარი

19-20 ოქტომბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირისა (IFES in Georgia) და საბაუნის ორგანიზებით ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SOLA FORUM/სოლა ფორუმი ჩატარდება. კონფერენციის თემაა – „ევანგელური ქრისტიანობა: ფესვები, აწმყო და მნიშვნელობა კავკასიისთვის.“

19 ოქტომბერს დილის 10 საათზე კონფერენციას კათრინ შტაინბაუერი გახსნის მოხსენებით „ბიბლიური საფუძვლები.” ამავე დღეს აუდიტორიის წინაშე სხვადსხვა საინტერესო თემით წარდგებიან სპიკერები: ტატიანა კოპალეიშვილი, სოფიო ბახტაძე, გურამ იმერლიშვილი, სტივენ პოლ დრეი, სერგო ნამორაძე და გევორქ ჰარუთიუნოვი.

20 ოქტომბერს  SOLA FORUM-ზე მომხსენებლები იქნებიან: გიორგი აბულაშვილი, სტივენ პოლ დრეი, ნუგზარ ბარდაველიძე, მარინა შირინიანი, დერექ ქოუფლეი. კონფერენცია კი შემაჯამებელი დისკუსიით დასრულდება თემაზე: ევანგელური ქრისტიანობის აწმყო და მომავალი: მისი ადგილი და წვლილი კავკასიაში.

კონფერენციის მომხსენებელთა შორის იქნებიან როგორც სამეცნიერო და არასამთავრობო, ასევე სასულიერო წრეების წარმომადგენლები. კონფერენციას დაესწრებიან სტუდენტებიც. მსურველთათვის დასწრება თავისუფალია.





konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort