რა ზეგავლენას ახდენს ლოცვა ადამიანის ტვინზე?

936 ნახვა
198 გაზიარება
0 კომენტარი

გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, მეცნიერება და რელიგია ხშირად ვერ მოდიან ერთმანეთთან თანხვედრაში. მეცნიერება თავისას ამტკიცებს, რელიგია კი სხვა გზით მიდის. ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ რელიგია მეცნიერების მოძულეა და უარყოფს მას; ზოგი კი მიიჩნევს, რომ მორწმუნე ადამიანებს უმეცრებისა და ნაკლები განათლების გამო სწამთ; ის კი, ვინც სწავლული და განათლებულია, უცილობლად ათეისტი უნდა იყოს.

სინამდვილეში, თუკი სწორი მოტივებით დავიწყებთ ღმერთისა და მეცნიერული ფაქტების თანაკვეთის ძიებას, ეს გზა, საბოლოოდ, გზაჯვარედინამდე მიგვიყვანს და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ფიზიოლოგია ღმერთთან სასაუბროდაა მოწყობილი და ლოცვა მასზე ისეთ ზეგავლენას ახდენს, რომელიც ნამდვილად გაგაკვირვებთ. ქვემოთ მოცემული სტატია სწორედ ყველა ზემოხსენებულის განმტკიცებას ემსახურება იმ სტატიებთან ერთად, რომლებსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ექიმი ნიუბერგი არის დამფუძნებელი დარგისა “ნეიროთეოლოგია”. იგი ამ სფეროში რამდენიმე ათეული წელია, მოღვაწეობს. ამგვარად, მისი ყოველი კვლევა ეყრდნობა არა ერთჯერად ცდას, არამედ მრავალწლიან გამოცდილებას. მოცემული მეცნიერება შეისწავლის კავშირს ტვინსა და სულის ფენომენს შორის. მისი კვლევა 150 ადამიანის ტვინის სკანირების შედეგს ეფუძნება.
მიუხედავად იმისა, რომ ტვინს ბევრი განყოფილება აქვს და, ზოგადად, ლოცვა მთელი ტვინის ფიზიოლოგიის ცვლილებას იწვევს, სკანირების შედეგებიდან ჩანს, რომ არის რამდენიმე ადგილი ტვინში, რომლებიც განსაკუთრებულად აქტიურდება ლოცვის დროს.

1) ტვინის წინა წილიიგი მოთავსებულია უშუალოდ შუბლის უკან. ეს ნაწილი ასაკის მატებასთან ერთად, ასე ვთქვათ, “შრება”. მის დაზიანებას თან ახლავს საერთო მეხსიერების ფუნქციის მოშლა და, ზოგადად, მთელი რიგი ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობის შესუსტება. მის დაზიანებას დემენციამდე მივყავართ (დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობები). კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 12 წუთით ან მეტი ხნით ლოცვა ამცირებს და ანელებს ტვინის წინა წილის ასაკთან დაკავშირებულ გართულებებს. 

2) ტვინის ზედა ხვეულიიგი მოთავსებულია წინა წილის უკან. ეს არე აქტიურდება მაშინ, როდესაც ჩვენ თანავუგრძნობთ და ვეხმარებით ადამიანებს. მეცნიერები სხვაგვარად მას “ნეიროგულს”, ანუ ნერვული სისტემის გულს უწოდებენ.
ლოცვა ამ ცენტრს ყველაზე მეტად ააქტიურებს. შესაბამისად, ლოცვის შემდეგ ჩვენ ვხდებით მეტად თანამგრძნობნი და კეთილად განწყობილნი სხვა ადამიანების მიმართ.

3) პარიეტალური წილიიგი მოთავსებულია ყურების ზემოთ. ეს ნაწილი აქტიურდება მაშინ, როდესაც თავს სხვებისგან, სამყაროსგან გამოცალკევებულად ვგრძნობთ. ლოცვის დროს მისი აქტივობის გაზრდა გვეხმარება, ვკონცენტრირდეთ ღმერთთან საუბარზე. ლოცვისას ამ ნაწილის აქტივობა თითქოს სწყვეტს ადამიანს სამყაროს და მხოლოდ ღმერთთან საუბრისკენ მიმართავს მას. 

4) ლიმბური სისტემათავის ტვინის სტრუქტურა, რომელიც სამი სტრუქტურისაგან შედგება (ჰიპოკამპი, ამიგდალა, ჰიპოთალამუსი). ამიგდალა, ანუ ნუშისებრი კომპლექსი მონაწილეობს ემოციების კონტროლისა და ემოციური მეხსიერების ფორმირებაში. იმ ადამიანებს, რომლებსაც ნუშისებრი კომპლექსი აქვთ დაზიანებული, ყველაზე მეტად დაქვეითებული აქვთ უარყოფითი ემოციების, განსაკუთრებით კი, შიშის გამოხატვის უნარი. შესაბამისად, რაც უფრო აქტიურია ეს ნაწილი, მით მეტად გამოხატავს ადამიანი გაბრაზებას და სხვადასხვა უარყოფით ემოციას. ლოცვის დროს ლიმბურ სისტემაში ყველაზე მეტად სწორედ ამ ნაწილის აქტივობა ითრგუნება, შესაბამისად, ფერხდება უარყოფით ემოციათა წარმოქმნა და მისი გამოხატვა.

ექიმ ნიუბერგისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორების ერთობლივ ნამუშევრებში ასევე ახსნილია ლოცვის ზეგავლენა იმუნურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რომლებსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ეს სტატია კი მხოლოდ მცირეთაგანია ექიმ ნიუბერგის მრავალ ნაშრომთაგან. მაგრამ ვფიქრობ, ისიც ნათლად ასახავს, რომ ლოცვის ზეგავლენა ადამიანის ტვინზე საკმარისზე მეტ დადებით ეფექტს ახდენს. ეს ყოველივე კი ცხადყოფს, რომ ჩვენი ტვინი ღმერთთან საუბრისკენაა მიმართული და ამის შედეგად უფრო დადებითად იმუხტება.

ადამიანებს ჰგონიათ, რომ მედიცინის სიღრმეებში ღმერთის საწინააღმდეგო ფაქტებს აღმოაჩენენ, სინამდვილეში კი, მთელი ქმნილება ღმერთთან საურთიერთოდ და მასთან შესაერთებლადაა მომართული.

წყარო