6 წლის ფინელი გოგონას საშობაო წერილი ღმერთს

25 ნახვა
0 გაზიარება
0 კომენტარი

მაშინ, როდესაც 6 წლის ფინელმა გოგონამ საშობაოდ წერილი ღმერთს მისწერა, წერილი, მისამართით „ბატონო ღმერთო“, წაიკითხა ფინეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ურჰო კალევა კეკონენმა, რომელიც 1958-1982 წლებში მართავდა ქვეყანას.

ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ფინეთში „არასწორი მისამართის“ მქონე წერილების გახსნის უფლება მხოლოდ რესპუბლიკის პრეზიდენტს აქვს. წერილში გოგონა ღმერთს სთხოვდა, 100 მარკა ეჩუქებინა მისთვის. წერილის წაკითხვის შემდეგ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეესრულებინა ბავშვის თხოვნა, თუმცა იფიქრა, რომ ასეთი პატარა ბავშვისთვის 100 მარკა მეტისმეტად ბევრი იყო და ბრძანა, ხელგასთვის მისი ავტომობილით გაეგზავნათ 50 მარკა და „წერილი ღმერთისგან“.

მალე კანცელარიაში ისევ მიიღეს წერილი პატარა ხელგასგან, სადაც ბავშვი სწერდა ღმერთს, რომ მას ფული მიუტანეს პრეზიდენტის ავტომობილით, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მის ქუჩაზე და ასევე, სთხოვდა ღმერთს, აღარასოდეს გაეგზავნა ვინმესთვის ფული პრეზიდენტის ხელით, იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ფულის ნახევარი მოიპარა.
რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე
წყარო: https://www.mshoblebi.ge/





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

30 ივლ 2019 1.08 pm

„ღმერთის თანდასწრება“ – რას გულისხმობს სიტყვათა ეს შეთანხმება? ღმერთთან…

14 ივლ 2019 6.55 pm

სიტყვა „თეოლოგია“ წარმოდგება ორი ბერძნული სიტყვისაგან: Τheos (Θεός) – „ღმერთი და -logia (-λογία)…

video

25 ივლ 2019 10.53 am

ცნობილი მსახიობის დენზელ ვაშინგტონის სიტყვა, ახალ ორლეანში, დილარდის სახელობის…

07 ნოე 2019 1.50 pm

ერთხელ კაცი სადალაქოში მივიდა, რათა თმა და წვერი წესრიგში მოეყვანა. როდესაც…

09 აგვ 2019 3.01 pm

მაშინ, როდესაც საჭიროებების წინ ვდგავართ, ხშირად გამოსავლის ძიებას საკუთარი…

video

05 ივლ 2019 7.04 pm

ჯეფ დურბინი არის “Apologia Church” – ში ღვთისმსახური. მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა…