როგორ გარდაიცვალნენ მოციქულები?

1985 ნახვა
271 გაზიარება
3 კომენტარი

მოციქულები ახალ აღთქმაში

მათე 10:2-4
მარკოზი 3:16-19
ლუკა 6:13-16
საქმეები 1:13
სიმონი (პეტრე) სიმონი (პეტრე) სიმონი (პეტრე) პეტრე
ანდრია ანდრია ანდრია ანდრია
იაკობ ზებედეს ძე იაკობ ზებედესი იაკობი იაკობი
იოანე იოანე იოანე იოანე
ფილიპე ფილიპე ფილიპე ფილიპე
ბართლომე ბართლომე ბართლომე ბართლომე
თომა თომა თომა თომა
მებაჟე მათე მათე მათე მათე
იაკობი, ალფეს ძე იაკობ ალფესი იაკობ ალფესი იაკობ ალფესი
თადეოზი (ლებეოსი) თადეოზი იუდა, იაკობის ძე იუდა იაკობისა
სიმონ კანანელი სიმონ კანანელი სიმონ მოშურნე სიმონ მოშურნე (სიმონ ზილოტი)
იუდა ისკარიოტელი იუდა ისკარიოტელი იუდა ისკარიოტელი

 

პეტრე, ანდრია, იაკობი, იოანე

მოციქულთა პირველი ჯგუფი – იესოს პირველი მოწაფეები. ისინი მისი მსახურების დასაწყისშივე გაჰყვნენ იესოს.

იოანეს სახარების 1:35-42-ში აღწერილია ის გარემოება, როდესაც მოწაფეებმა ირწმუნეს იესოსი, რომ ის იყო აღთქმული მესია.

იესომ 3-ჯერ უთხრა მათ, რომ გაჰყოლოდნენ. პირველად, როდესაც მისი ირწმუნეს. მეორედ, ზღვაში ბადის სროლის დროს (მარკოზის სახარება 1:14-20) და მესამედ, კვლავ თევზაობის დროს (ლუკას სახარება 5:1-11). ამ შემთხვევის დროს მათ მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.

სამ მათგანს იესომ დართო ნება, რომ გაჰყოლოდნენ მას, როდესაც იაიროსის ქალიშვილის მკვდრეთით აღსადგენად მიდიოდა (მარკოზის სახარება 5:37-43).

იესომ მხოლოდ პეტრეს, იაკობსა და იოანეს დართო ნება, მასთან ერთად წასულიყვნენ ფერისცვალების მთაზე (მათეს სახარება 17:1-13). მათ, განმარტოებით მყოფებმა, ჰკითხეს იესოს ზეთისხილის მთაზე, თუ როგორ მოხდებოდა ყოველივეს აღსრულება, რაც დაწერილი იყო (მარკოზის სახარება 13:1-8).

პეტრე, იაკობი და იოანე ელოდნენ იესოს, სანამ ის გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა (მათეს სახარება 26:36-37).

ბოლოს, პეტრე და იოანე ესაუბრნენ იესოს, მის ზეცად ამაღლებამდე (იოანე 21:12-23).

იოანე იყო ის მოწაფე, რომელსაც იესომ დედამისზე ზრუნვა დაავალა (იოანე 19:26-27).

უნდა აღინიშნოს, რომ იაკობი და იოანე ერთი მამის, ზებედეს ძეები იყვნენ (მათე 10:2) და პეტრე და ანდრიაც ძმები გახლდნენ (მათე 10:2).

ეს ადამიანები წარმოადგენდნენ იესოს ე.წ. შიდა ჯგუფს.

 

ფილიპე, ბართლომე, თომა, მათე

მეორე ჯგუფში ოთხი მოციქული იყო, მათგან ორთან იესო დეტალურად საუბრობდა.

ისინი ანალიტიკური აზროვნების მქონე კაცები იყვნენ: თომა და მათე. თომა ტყუპისცალად (იოანე 21:2) და „ურწმუნოდ“ წოდებული, რადგან იგი დაეჭვდა იესოს მკვდრეთით აღდგომაში (იოანე 20:26-29). მას უნდოდა საკუთარი თითის ჩაყოფა ჭრილობებში, რათა დარწმუნებულიყო მის რეალურობაში. მათე გადასახადების ამკრეფი იყო რომის იმპერიაში.

ამ ორ ადამიანს ტექნიკური აზროვნება ჰქონდა. იოანეს სახარების 1:35-51 მუხლებში ჩანს, თუ როგორ ირწმუნეს ფილიპემ და ბართლომემ, რომ იესო იყო მესია, და ეს იმავე დღეს მოხდა, როცა პეტრემ, ანდრიამ, იაკობმა და იოანემ ირწმუნეს. ბართლომე ცნობილი იყო, როგორც ნათანაელი.

 

იაკობი, თადეოზი, სიმონი და იუდა

ჩვენ ძალიან მცირე ინფორმაციას ვფლობთ ამ ოთხი მოციქულისგან შემდგარ ჯგუფზე.

ბიბლიიდან თითქმის არაფერი ვიცით იაკობ ალფეს ძეზე, გარდა იმისა, რომ მას უწოდებდნენ იაკობ მცირეს (მარკოზის სახარება 15:40), და მათე იყო მისი ძმა (მათეს სახარება 9:9; მარკოზის სახარება 2:14).

თადეოზი, რომელსაც ერქვა ლებეოსი და იცნობდნენ, როგორც იუდას, იაკობის შვილს.

სიმონ კანანელი, რომელსაც უწოდებდნენ სიმონ ზილოტს / მოშურნეს. ზილოტები წარმოადგენდნენ ანტირომაული პოლიტიკური მოძრაობის წევრებს.

ზოგიერთებს აინტერესებთ, როგორ გრძნობდა თავს მათე, რომელიც ებრაელებისათვის მოღალატე იყო, რადგან რომისათვის კრეფდა გადასახადებს.

ბიბლია განსაკუთრებულს არაფერს ამბობს აღნიშნულ მოციქულზე.

იუდა ისკარიოტელი იყო გამცემი (მათეს სახარება 10:4), რომელმაც მოგვიანებით თავი ჩამოიხრჩო (მათეს სახარება 27:3-6) და ამიტომ არ არის მოხსენიებული მოციქულთა წიგნში.

 

მოციქულთა გარდაცვალება

(მოციქულთა გარდაცვალების ცნობები ეფუძნება გადმოცემებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა წყაროებში შესაძლოა სხვადასხვა ინფორმაცია გვხვდებოდეს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია ყველაზე გავრცელებული შეხედულებები მოციქულთა სიკვდილზე)

მოციქული
სხვა სახელი
გადმოცემა მათი გარდაცვალების შესახებ
სიმონი პეტრე გადმოცემის მიხედვით, პეტრე გარდაიცვალა ჩვ.წ.აღ.-ით 64-68 წლებში ნერონის მიერ ქრისტიანების დევნის დროს. ის ჯვარზე უკუღმა გააკრეს.
ანდრია ანდრია წმინდა ანდრიას ჯვარზე აცვეს. ჯვარს ჰქონდა ასეთი – X ფორმა. ის არ იყო მილურსმული, შეკრული იყო ჯვარზე. რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. გადმოცემის თანახმად, ჯვარზე გაკრულიც კი ქადაგებდა.
იაკობი ზებედეს ძე იაკობი გარდაიცვალა ჩვ.წ.აღ.-ით 44 წელს. თავი მოჰკვეთა მეფე აგრიპა I-მა, რომელმაც დევნის ახალი ტალღა დაიწყო ქრისტიანთა წინააღმდეგ. ის იყო პირველი მოწამე თორმეტს შორის.
იოანე მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს იოანე გადასახლებული იყო პატმოსის კუნძულზე. გათავისუფლების შემდეგ ეფესოში წავიდა, სადაც გარდაიცვალა (ჩვ.წ.აღ.-ით 100-105).
ფილიპე მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ძირითადად 2 ვარაუდია, ერთი წყაროს მიხედვით, ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ხოლო მეორე წყაროს მიხედვით ის ჯვარს აცვეს.
ბართლომე ნათანაელი გადმოცემის თანახმად, დატყვევებული ჰყავდათ და თავი მოკვეთეს სომხეთის მეფის ასტიაგეს მმართველობის დროს.
თომა ტყუპისცალი იგი მეფე მილაპორის (Mylapore) დროს მადრასში (თანამედროვე ჩენაის ტერიტორია) აწამეს. მისი გარდაცვალების ადგილას დღეს წმინდა თომას ტაძარია აგებული.
მათე ლეგენდა მისი გარდაცვალების ორ ფაქტს ასახელებს; ერთის მიხედვით იგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, მეორეს მიხედვით, აწამეს. გადმოცემის თანახმად, მისი ნაწილები სალერნოში (იტალია) 1080 წელს აღმოაჩინეს.
იაკობი, ალფეს ძე მცირე მის შესახებ ბევრი ცნობა არ არსებობს. ასევე ყალბი აღმოჩნდა ლეგენდა, რომლის მიხედვით მისი წამების ადგილას სპარსეთი მოიხსენიებოდა.
თადეოზი ლებეოსი თადეოზი მოწამეობრივად აღესრულა სპარსეთში. მოკლეს ისრით.
სიმონ კანანელი სიმონ მოშურნე აპოკრიფული ცნობების მიხედვით, სპარსეთში წამებით მოკლეთ, მისი სხეული შუაზე გახერხეს. მე-4 საუკუნის კაპადოკიელი მამის, ბასილი დიდის მიხედვით, სიმონი მშვიდად მიიცვალა ედესაში (საბერძნეთი).
იუდა ისკარიოტელი იუდამ თავი ჩამოიხრჩო (მათეს სახარება 27:5) იესოს ჯვარცმამდე (ჩვ.წ.აღ.-ით 33 წელი). მისი გარდაცვალება ერთადერთია, რომელზეც ბიბლია მოგვითხრობს.

 

გასაოცარია, რომ ასე ცოტა რამ ვიცით იმ ადამიანთა შესახებ, რომელთაც „სამყარო ამოატრიალეს“. იესომ მოამზადა და ღმერთმა გამოიყენა ისინი, რათა მსოფლიოსათვის ეუწყებინათ კეთილი უწყება, რომ იესო მოვიდა ცოდვილთა გადასარჩენად. ამ ადამიანებმა გაიღეს სიცოცხლე და გარდაიცვალნენ ისე, რომ ყველას შესძლებოდა კეთილი უწყების მოსმენა; რადგან მონანიება შეუძლია ყველას, ვინც ირწმუნებს იესო ქრისტეს და აღიარებს მას, როგორც უფალს და მხსნელს.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort