დაფიქრდი, სანამ რაიმეს იტყვი

209 ნახვა
99 გაზიარება
0 კომენტარი

ვისურვებდი, რომ იმდენი ფულის მონეტა ეჩუქებინათ ჩემთვის, რამდენჯერაც დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვაზე ჩემი 28 წლის ვაჟი პასუხად მომიგებდა: „გაფილტრე შენი სიტყვები, დედა.“ სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის ყოველთვის დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული გონებაში მოსული აზრების გადახარისხება, ვიდრე ისინი ჩემი ბაგიდან გაჟღერდებოდა. თითქოს ბევრს ვლაპარაკობდი მაშინ, როცა უმჯობესი იყო, უბრალოდ მომესმინა და პირიქით, ძალიან ცოტას ვსაუბრობდი მაშინ, როცა მეტი ლაპარაკი მმართებდა. შედეგად, ვკარგავდი იმ სარგებელს, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობისგან უნდა მიმეღო.

ეს დანაკარგი აშკარაა, მაგრამ ნუთუ შეიძლება, რომ ჩვენი სიტყვები გაცილებით დიდ პოტენციალს ფლობდეს? შეიძლება თუ არა, რომ საუბრისას სიტყვების შერჩევისადმი არასწორმა დამოკიდებულებამ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს?

რა თქმა უნდა, დიახ. ღმერთის სიტყვა მკაფიოდ გვასწავლის, თუ როდის და რამდენი უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ, როგორც მორწმუნეებმა.

ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასცდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია.იგავები 10:19 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, ბრძენის ენა კი კურნებაა.იგავები 12:18 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

როგორც ჩანს, პრობლემის არსი შემდეგია: ზოგიერთი ადამიანი იმდენადაა დაკავებული თავისი აზრის გამოხატვით, რომ არ ფიქრობს, რა მდგომარეობაში ჩააგდებს მსმენელს; ხოლო ზოგიერთი, თავდაცვის მიზნით, თავს იკავებს საუბრისაგან, რადგან ეშინია ტკივილის, რომელიც საკუთარი გულის შავბნელი ადგილების გამოაშკარავებით შეიძლება მიადგეს.

საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი იაზრებდეს ამ საკითხის მნიშვნელობას არა მხოლოდ ღმერთთან, არამედ ერთმანეთთან ურთიერთიერთობის დროსაც. იესომ ასე მიმართა თავის მოწაფეებს იოანეს სახარებაში:

იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი.იოანეს სახარება 13:35 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

დიახ, ჩვენ უნდა გამოვხატოთ სიყვარული ყველას მიმართ, თუმცა როგორ შეიძლება − გამოვხატავდეთ სიყვარულს საზოგადოებისადმი, თუ მას უპირველესად ოჯახის წევრებს არ გავუზიარებთ? გავბედავ ვთქვა, რომ არა უბრალოდ რთული, არამედ შეუძლებელიც კია სიყვარული ურთიერთობის გარეშე. იმის გამო, რომ კომუნიკაციის ძირითად საშუალებას საუბარი წარმოადგენს, ადვილი მისახვედრია, თუ როგორ დაგვეხმარება სწორად საუბრის ცოდნა ადამიანების გამხნევებაში.

ნაყოფიერი ურთიერთობა მოითხოვს, რომ გამოვიდეს ადამიანი საკუთარი თავისადმი სიყვარულის „ცენტრიდან“ და სხვას მისცეს ამ ადგილის დაკავების ნება, საკუთარ თავზე კონცენტრირების ნაცვალად. ხანდახან ეს ენის ალაგმვით ხდება, როდესაც აცნობიერებთ, რომ ის, რის თქმასაც აპირებთ, სიყვარულისგან ნამდვილად არ იღებს სათავეს. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ფიქრები სიმართლეს ასახავს, სიყვარული არ მოგვცემს უფლებას, გავთელოთ სხვა ადამიანის გრძნობები. ხშირად, ყველაზე დიდი სიყვარულის მაგალითი ენის შეკავებაა.

სხვაგვარ ურთიერთობებს თავდაცვის მიზნით ვერიდებით. გრძნობებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით ადამიანებთან საუბრისას თითქმის ყოველთვის არსებობს რისკი იმისა, რომ გულნატკენი დარჩები. ამდენად, ადვილი ნამდვილად არ არის საუბარი მაშინ, როცა შენი გულის გარშემო აგებულ თავდაცვით ზღუდეს დანგრევის საფრთხე ემუქრება.

ამასთან, ხანდახან ურთიერთობებისგან თავს ვიკავებთ უბრალოდ იმიტომ, რომ არ გვცალია. ძალიან დაკავებულები ვართ, რადგან მთლიანად მივუძღვენით თავი ჩვენს სამსახურებს, სწავლას, ან თუნდაც საკუთარ თავებს. დიახ, საკუთარ თავებს… როდესაც უარს ვამბობთ ახლობლებთან ურთიერთობაზე იმის გამო, რომ უბრალოდ ძალიან დაკავებულები ვართ ამაზე ფიქრისთვის, გამოიცანით, ვისზე ვზრუნავთ? არა სხვა ადამიანებზე, არა მათ გულებზე, არამედ საკუთარ თავზე. შესაძლოა ყოველთვის არა, მაგრამ უმეტესად, მოუცლელობა საკუთარი თავისთვის მოცლილობის სინონიმია. შეგვიძლია ეს მდგომარეობა მრავალი მიზეზით გავამართლოთ, მაგრამ ცალსახად, კომუნიკაციისთვის დროის გამოყოფის გარეშე შეუძლებელია ურთიერთობების აგება. მრავალი ოჯახი ინგრევა კომუნიკაციის ნაკლებობის გამო. მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობები აღარ არსებობს იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ არ ატარებენ დროს ერთმანეთთან საუბარში. ეკლესიები განიცდიან მარცხს კომუნიკაციის ნაკლებობის პირობებში, ასევეა მეგობრული ურთიერთობებიც. კორპორაციებიც დამდგარან დიდი საფრთხის წინაშე იმ მარტივი გარემოების გამო, რომ ხელმძღვანელი პირები არ ურთიერთობდნენ დასაქმებულებთან, ან პირიქით…

ურთიერთობები მოითხოვს კომუნიკაციას, კომუნიკაცია კი, თავის მხრივ, მოიცავს საუბრის სუბიექტის მონაცვლეობას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ურთიერთობის ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის წარდგენის, გამოხატვისა და გაზიარების შესაძლებლობა ადამიანთა წინაშე. იაკობი ამბობს:

ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი მოსმენაში იყოს მარდი, სიტყვაში – მძიმე და რისხვაში – ნელი. რადგან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.იაკობის წერილი 1:19-20 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ურთიერთობის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გასაღები ერთგულებაა. ერთგულებაა, როდესაც მეორე ადამიანისა და მისი საჭიროებებისადმი გულისხმიერებას ვიჩენთ მაშინაც, როცა ჩვენ თავად გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხები მოსაგვარებელი. ნეტავ თუ ყოფილა იესო იმდენად დაკავებული, რომ ვერ მოეცალა თავისი ოჯახისთვის, მოწაფეებისთვის? ერთი ისტორია განსაკუთრებით იპყრობს ჩემს ყურადღებას. ეს ამბავი კარგად გამოხატავს იესოს ძლიერ მიდრეკილებას ურთიერთობებისადმი მეტად, ვიდრე თავისი პირადი საქმისადმი.

ერთხელ, როდესაც იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს, მოვიდა მასთან ერთი მმართველი, რომელსაც შვილი გარდაეცვალა და ევედრებოდა, რომ გაეცოცხლებინა მისი გოგონა. იესო, რა თქმა უნდა, წაჰყვა მას ამ მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად, მაგრამ როგორც კი თორმეტი წლის განმავლობაში სისხლდენით გატანჯული ქალი შეეხო მის სამოსელს, იესომ შეაჩერა ყველაფერი იმისათვის, რომ მას დალაპარაკებოდა. (მათე 9:18-22).

უფალი იესო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანებთან ურთიერთობას და ამას ვერაფერი ცვლიდა მაშინაც კი, როცა საქმე ეხებოდა სხვა ადამიანთა განკურნებას, გადარჩენასა და მათი სიცოცხლის აღდგენას.

ნუთუ იგივე არ უნდა იყოს ჩვენთვისაც?

ხომ არ არიან შენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომელთაც შენგან უანგარო სიყვარულის მოლოდინი აქვთ? ეს შეიძლება იყოს მეუღლე, შვილი, მეგობარი, ძმა ან და. მოისმინეთ წმინდა წერილის სიტყვები და ჩაიმარხეთ გულში.

– როდესაც პრობლემა გაქვთ ჭარბი ლაპარაკის გამო:

სიტყვაძვირი კაცი მცოდნეა; და თავშეკავებული – გაგების უნარის მქონე.იგავები 17:27 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

– როდესაც არაფერი გაგონდებათ სათქმელად:

გულში დარდი კაცს დათრგუნავს, კეთილი სიტყვა კი გაახარებს.იგავები 12:25 – სბს სტოკჰოლმი 2001

წერის დასასრულს გეტყვით, რომ ვერ შევიყვარებთ ადამიანებს, თუ მათ არ ვიცნობთ; ხოლო ვერ გავიცნობთ, თუ არ გამოვნახავთ დროს მათ მოსასმენად და ჩვენი გულებიდან სიყვარულით სავსე სიტყვების გასაზიარებლად.

დებ ვოთერბერი – LOVE EVERLASTING MINISTRIES – ის პრეზიდენტი

წყარო: http://www.preachitteachit.org





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

08 ოქტ 2018 1.40 pm

20 სექ 2019 1.28 pm

ირანის პოლიციამ წიგნის მაღაზიის მფლობელი ბიბლიის გაყიდვისთვის დააპატიმრა.…

video

28 მაი 2019 5.20 pm

წლებია, უელსელი ბავშვებისთვის მერი ჯონსი და მისი ბიბლია ლეგენდადაა ქცეული.…

30 ოქტ 2019 1.51 pm

1631 წელს მეფე იაკობის ბიბლიის მშვენიერი ახალი გამოცემა უკვე საგაზეთო ჯიხურებში…

07 თებ 2019 6.35 pm

video

30 მაი 2019 4.52 pm

ფერადი ორნამენტებით გაფორმებული ბიბლია საკმაოდ პოპულარული გახდა, რადგანაც…