როგორ განვრისხდეთ ისე, რომ არ შევცოდოთ?

859 ნახვა
95 გაზიარება
2 კომენტარი

რისხვა ჩვენი ბუნებრივი რეაქცია, განცდა, ემოციაა იმ სიტუაციების საპასუხოდ, რომლებიც ისე არ ვითარდება, როგორც ჩვენ გვინდოდა და წარმოგვედგინა; ან იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი რეაქცია მომხდარზე, არამედ ის ქმედებებიც, რომლებსაც ვასრულებთ ამ ემოციების გავლენის ქვეშ მყოფნი. როდესაც რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, ჩვენი ემოციები გამადიდებელი შუშის მსგავსად აჩვენებს ჩვენი გულის რეალურ მდგომარეობას.

ბიბლია ამბობს: „განრისხდით, მაგრამ ნუ შესცოდავთ.“ ეს როგორ უნდა შევძლოთ? ალბათ იკითხავთ: „საერთოდ შესაძლებელია კი ეს?“ რადგანაც ბიბლია იძლევა მსგავს დირექტივას, ნამდვილად შესაძლებელია. ამისათვის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი რამ უნდა გავითვალისწინოთ:

ნუ გამოკვებავთ თქვენს ბრაზს სიმწარით და მწუხარებით

მრისხანება ჩვენი ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ მწუხარება და სიმწარე არა. სიმწარისა და მწუხარების დახმარებით ჩვენ ადგილს ვაძლევთ უპატიებლობას ჩვენს გულში და შედეგად მრისხანება გარდაიქმნება საშიშ იარაღად, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ჩვენი ურთიერთობები, რეპუტაცია და ჩვენი პიროვნება.

მოციქული პავლე ეფესელთა მიმართ წერილში წერს: „ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.“ (ეფესელთა 4:31).

ამისათვის არ უნდა გამოკვებოთ თქვენი მრისხანება, არამედ, გადასცეთ უფლის ხელებში შექმნილი ვითარება და მისცეთ ნება მას, რომ თავად გამოგიყვანოთ შექმნილი სიტუაციიდან.

არ დაიჯეროთ ეშმაკის ტყუილი

სანამ ჩვენ ვმრისხანებთ და ვბრაზობთ, ეშმაკი ცდილობს, თავისი ტყუილი ჩვენს გონებაში ღრმად ჩანერგოს: „შენ ღმერთს არ უყვარხარ. ვერასდროს შეძლებ ამ სიტუაციიდან გამოსვლას. შენ არ იმსახურებ მეორე შანსს.“ ემოციურ მდგომარეობაში კი რთულია ტყუილისა და სიმართლის გარჩევა, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ ვართ ქრისტეში, რომ მას ვუყვარვართ და რომ აღმთქმელი ერთგულია.

არ მიიღოთ გადაწყვეტილება სიბრაზისას

ემოციების მწვერვალზე ადამიანებს ახასიათებთ მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც შემდეგ ნანობენ. მრისხანებისას ჩვენ ხშირად ვწყვეტთ ურთიერთობებს, რომლებიც მანამდე ჩვენთვის ძვირფასი იყო. იქამდე, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, დაიცადეთ, რათა ემოციები დაცხრეს და მათ არ იქონიონ გავლენა თქვენს ქმედებებზე.

სიჩქარეში, ძლიერი ემოციების გავლენის ქვეშ, შესაძლოა, უგუნურად მოვიქცეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, რათა თავიდან აირიდოთ ცოდვა და მარცხი. უბრალოდ შეჩერდით და დაიცადეთ. გარკვეული დროის შემდეგ თქვენ დაინახავთ, რომ ის, რაც სწორად მიგაჩნდათ სიბრაზის მომენტში, არ იყო ის გზა, რომელიც მიგიყვანდათ იქ, სადაც სინამდვილეში მიდიოდით.

ავტორი: პატრიკ მაბილოგი (ქრისტიანი მწერალი, ავტორი, ბლოგერი)

წყარო: http://ieshua.org





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort