როგორ წავიკითხოთ ბიბლია?

248 ნახვა
6 გაზიარება
0 კომენტარი

ეცადე, შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად. 2 ტიმოთეს 2:15 – სბს სტოკჰოლმი 2001

მრავალმა არ იცის ღვთის სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა, რადგან უბრალოდ არ იციან, როგორ წაიკითხონ ის.
როგორ ვისწავლოთ კითხვის დროს? უბრალოდ უნდა ვიკითხოთ და შემდეგ ვცადოთ გაანალიზება, თუ ჩვენს მიზანს უნდა წარმოადგენდეს სწავლა, როდესაც ვკითხულობთ? კითხვა კითხვისთვის, თუ კითხვა სწავლისთვის?

ქრისტიანი ხუცესი დონ მაკმინი რამდენიმე ძირითად რჩევას გვაძლევს, თუ როგორ გამოვიმუშაოთ საჭირო ჩვევები ბიბლიის სწორად კითხვისთვის და როგორ გავიაზროთ წაკითხული მასალა:

1. კითხვა.

ის, ვინც არ კითხულობს, არაფრითაა უკეთესი იმაზე, ვისაც კითხვა არ შეუძლია. მარკ ტვენი

ისინი, ვინც კითხულობენ, უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ისინი, ვისაც შეუძლიათ და ამას არ აკეთებენ. დონ მაკმინი

აქციეთ კითხვა თქვენს ჩვევად. ზოგიერთი ადამიანი ყოველდღიურად კითხულობს, სხვები – მხოლოდ კვირის ბოლოს. იყოს კითხვა თქვენი პრიორიტეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ვერ გააკეთებთ.

2. აირჩიეთ ისეთი საშუალება კითხვისთვის, რომლითაც სწავლას შეძლებთ.

განსხვავება არსებობს გასართობად კითხვას, კითხვისგან სიამოვნების მიღებასა და სწავლის მიზნით კითხვას შორის. მაგალითად, ყოველდღიურ გაზეთებს ვკითხულობ იმისთვის, რომ მოვდუნდე და ახალი ამბები შევიტყო, თუმცა არ ვცდილობ, მათი საშუალებით რაიმე ვისწავლო. ყოველ წელს რამდენიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს ვკითხულობ, მაგრამ არ მოველი, რომ აქედან ბევრს ვისწავლი. მათ სიამოვნებისთვის ვკითხულობ.

გადაწყვიტეთ, რომ იკითხოთ სწავლის მიზნით

პირველი, განსაზღვრეთ, რა სახის საკვები ესაჭიროება თქვენს გონებას, ისევე, როგორც ამას ჩვეულებრივი კვების დროს ვაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობა. ამის მსგავსად გვჭირდება ინტელექტუალური კვებაც.

მეორე გამოწვევაა, რომ ვიპოვოთ შესაბამისი მასალა, რომლიდანაც შევძლებთ სწავლას. სათანადოდ შეაფასეთ, რამდენად რთული შეიძლება აღმოჩნდეს ის.

არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა კარგი მასალის მოსაძებნად:

  • მიიღეთ რეკომენდაციები მეგობრებისგან, რომლებიც სწავლობენ კითხვის საშუალებით.
  • წაიკითხეთ წიგნის მიმოხილვა.
  • წაიკითხეთ პერიოდული გამოცემები, რომლებიც გამოკვებავს თქვენს გონებას. მაგალითად, მე ვიწერ ჟურნალებს: „National Geographic“, „Smithsonian“, „the Harvard Business Review“.

დააკვირდით, როგორ წიგნებზე მუშაობაა თქვენთვის მოსახერხებელი. მაგალითად, მე არ მიყვარს დიდი წიგნების კითხვა, რომლებიც მხოლოდ ერთი საკითხის შესახებ გვიყვება; არ მაქვს საკმარისი მოთმინება. მე უფრო ზოგადი საკითხები მაინტერესებს, ასე რომ, მირჩევნია, წავიკითხო სამი პატარა წიგნი სამ სხვადასხვა საკითხზე, ვიდრე ერთი დიდი წიგნი ერთ საკითხზე.

ძალიან მიყვარს ნიუ-იორკი და მისი ხიდები. დავიწყე წიგნის კითხვა ამ საკითხზე, მაგრამ 40 გვერდის შემდეგ გავჩერდი. ჯამში 560 გვერდი იყო. მინდოდა, მეტი გამეგო ხიდების შესახებ, მაგრამ არც ამდენი. ასე რომ, შევწყვიტე.

განსაზღვრეთ, რისი წაკითხვა გირჩევნიათ, თქვენი გემოვნებიდან და ინტერესის სფეროდან გამომდინარე.

3. გამოიყენეთ ისეთი პროცესი კითხვისა, რომელიც დაგეხმარებათ სწავლაში: წაიკითხეთ და მონიშნეთ.

ერთხელ ორგანიზაციის აღმასრულებლების ჯგუფს ვკითხე: „ვის წაუკითხავს ჯიმ კოლინსის წიგნი ‘კარგიდან დიდებულისკენ’”? – 70%-მა აიწია ხელი. შემდეგ ვკითხე: „შეუძლია რომელიმეს, გაიხსენოს რომელიმე ძირითადი პრინციპი წიგნიდან“? – ცარიელი მზერა და სიჩუმე შემრჩა ხელში. ბოლოს, ერთმა კაცმა ჩაიბუტბუტა რაღაც სამი სიტყვა. კოლინსის მართლაც დიდებული წიგნი ამ აღმასრულებლებისთვის საერთოდ არ აღმოჩნდა ღირებული, რადგან არც კი ახსოვდათ, რაც წაიკითხეს. არასოდეს დამავიწყდება ეს მომენტი. ამან მასწავლა, რომ მხოლოდ წიგნის წაკითხვა არაფერს ნიშნავს; ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც დაგვეხმარება – განვავითარე ჩემი სისტემა, რომელსაც ეფექტურად ვიყენებ. გამოიყენეთ ეს, როგორც ზოგადი სტრუქტურა და ააგეთ თქვენი საკუთარი სისტემა.

სანამ კითხვას დაიწყებთ, დაახლოებით 10 წუთი იფიქრეთ, თუ რა მოლოდინი გაქვთ, რის სწავლას იმედოვნებთ. რა არის სათაური? რატომ აირჩიეთ ეს წიგნი თუ პერიოდული გამოცემა? ვინაა ავტორი? რატომ უნდა დახარჯოთ დრო ამ მასალის კითხვაზე? რა გავლენას მოახდენს ეს თქვენს ცხოვრებაზე? შეისწავლეთ სარჩევი, რათა წარმოდგენა შეგექმნათ წიგნზე.

  • იკითხეთ წიგნი ხელში კალამმომარჯვებულმა. როდესაც რაღაცას კითხულობთ, რაც რამეს გეუბნებათ, მონიშნეთ ან ხაზი გაუსვით, ან აღნიშნეთ ფურცლის ზედა ან ქვედა კიდეზე (მაგალითად, ერთი სიმბოლო ნიშნავს, რომ „კარგია“, ორი სიმბოლო – „ძალიან კარგია“, სამი – „შესანიშნავია“), მინდორზე დაწერეთ საკვანძო სიტყვები ან თქვენი მოსაზრებები.
  • ყოველ ადამიანს თავისი კითხვის პერიოდი აქვს (როდესაც ყურადღების შენარჩუნება შეუძლია). იკითხეთ, სანამ თქვენი გონება შეძლებს, შემდეგ წიგნი გვერდზე გადადეთ, ან სხვა წიგნზე გადადით. ჩვეულებრივ მე სამ წიგნზე ვფოკუსირდები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ერთს 20 წუთი ვკითხულობ, შემდეგ სხვას – კიდევ 20 წუთი. ეს კარგი პრაქტიკაა კითხვის დროს საკითხავ ობიექტზე კონცენტრაციის უნარის გამოსამუშავებლად.
  • გაავლეთ პარალელები საკითხავ მასალასა და რეალურ ცხოვრებას შორის. როგორ შეიძლება წიგნში ასახული მოსაზრებების რეალურ ცხოვრებაში გაცოცხლება? სხვებისთვის გაზიარება სწავლის პროცესში გვეხმარება.
  • როდესაც წიგნის კითხვას დაამთავრებთ, რამდენიმე კვირით გვერდზე გადადეთ.

 

4. მოინიშნეთ საკვანძო მოსაზრებები.

ხელახლა წაიკითხეთ წიგნი, ფოკუსირდით იმ ნაწილებზე, რომლებიც აღნიშნეთ. ეს იმ დროის 1/5-ს საჭიროებს, რაც პირველ ჯერზე წიგნის კითხვას მოანდომეთ. ჩაიწერეთ თქვენი მოსაზრებების ჟურნალში მნიშვნელოვანი მოსაზრებები და პასაჟები წიგნიდან. თანამედროვე კვლევების მიხედვით, ჩვენ უფრო მეტს ვსწავლობთ და ვიმახსოვრებთ მაშინ, როდესაც ვწერთ ხელით და არა მაშინ, როდესაც კლავიატურაზე ვკრეფთ ინფორმაციას. გადადეთ თქვენი ჟურნალი რამდენიმე კვირით და შემდეგ ხელახლა წაიკითხეთ თქვენს ჟურნალში შესავალი, უმთავრესი აზრები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც გინდათ, რომ დაგამახსოვრდეთ.

5. დაიმახსოვრეთ ძირითადი მოსაზრებანი.

ცოდნა დამახსოვრების გარეშე უსარგებლოა, ასე რომ, თქვენ უნდა დაიმახსოვროთ ძირითადი მოსაზრებები და კონცეფციები. დამახსოვრების პროცესში მოსაზრებები კიდევ უფრო დაიხვეწება, ჩამოყალიბდება და წლების განმავლობაში უფრო ნათელი გახდება.

მაგალითად, წლების წინ დავიმახსოვრე მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომელიც სკოტ ფიცჯერალდს ეკუთვნის: „უმაღლესი გონებრივი შესაძლებლობის მაჩვენებელია უნარი, ორი დაპირისპირებული იდეა გქონდეს გონებაში ერთდროულად და კვლავ ნორმალურად განაგრძო ფუნქციონირება.“ როდესაც პირველად ეს წინადადება დავიმახსოვრე, დარწმუნებული არ ვიყავი, რას ნიშნავდა იგი, მაგრამ წლების განმავლობაში ჩემს გონებაში დარჩა და ერთ დღეს გაცოცხლდა. ახლა ეს ფრაზა ჩემი გონებისათვის ნუგეშია და სიმშვიდის მომტანი.

ახლახან ეს წინადადება დავიმახსოვრე: „არ გახდე უსამართლობისა და სისულელის უბრალო მაყურებელი.“ ამ წინადადებას მყისიერი გავლენა ჰქონდა ჩემს ურთიერთობებსა და სოციალურ ჩართულობაზე.

ასე რომ, კვლავ წაიკითხეთ თქვენს ჟურნალში მონიშნული დეტალები, განსაკუთრებით ისინი, რომელთა დამახსოვრებაც გინდათ.
განავითარეთ ინდივიდუალური მეხსიერების სისტემა. ზოგიერთი ადამიანი ბარათებს იყენებს ამისთვის. მე სპეციალურ აპლიკაციას (https://evernote.com), ასე რომ, შემიძლია, წვდომა მქონდეს ჩემს ჩანაწერებზე ჩემს კომპიუტერსა და მობილურში ნებისმიერ დროს.

დამახსოვრების გასაღებია გამეორება და მიმოხილვა

6. გამოიყენე ცოდნა ცხოვრებაში.

ბოლოს და ბოლოს, მიღებული ცოდნა უნდა გამოიყენოთ პრაქტიკაში, რადგან ცოდნას პრაქტიკაში გამოყენების გარეშე მინიმალური სარგებელი აქვს.

ავტორებმა, ფეფერმა და სუტონმა, დაწერეს არაჩვეულებრივი წიგნი სათაურით: „ცოდნა პრაქტიკაში: როგორ აქციეს ჭკვიანმა ადამიანებმა ცოდნა მოქმედებად“. ეს არის შესანიშნავი საკითხავი, რომელიც ამჟღავნებს იმ თავსატეხს, რომელსაც ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ვუვლით გვერდს: რატომ გვიჭირს იმის კეთება, რაც ვიცით, რომ უნდა გავაკეთოთ? რატომაა, რომ ვიცით, მაგრამ არ ვაკეთებთ?

ყოველგვარი ცოდნის გამოყენება ცხოვრებაში შეუძლებელია. მაგალითად, ახლახან გავიგე, რომ 750 000 ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს ლენინგრადთან ნაცისტების ალყის პერიოდში. ამ ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ, პრაქტიკულ ცხოვრებაში რთულია; თუმცა, რაც მეტად დავაკავშირებთ ჩვენს ცოდნასა და ცხოვრებას, ჩვენთვისვე იქნება სარგებლის მომტანი.

შეჯამება:

1. წაიკითხე;
2. შეარჩიე კარგი მასალა;
3. წაიკითხე და მოინიშნე;
4. აწარმოე ჩანაწერები საკვანძო მოსაზრებებისთვის;
5. დაიმახსოვრე ძირითადი მოსაზრებები;
6. გამოიყენე ისინი ცხოვრებაში.

დონ მაკმინი – ავტორი და მასწავლებელი

წყარო: http://www.preachitteachit.org





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

video

30 მაი 2019 4.52 pm

ფერადი ორნამენტებით გაფორმებული ბიბლია საკმაოდ პოპულარული გახდა, რადგანაც…

video

17 ივნ 2019 5.59 pm

1611 წელს, ბიბლია, რომელიც „მეფე ჯეიმსის“ ვერსიის სახელითაა ცნობილი, წინააღმდეგობის…

20 სექ 2019 1.28 pm

ირანის პოლიციამ წიგნის მაღაზიის მფლობელი ბიბლიის გაყიდვისთვის დააპატიმრა.…

08 ოქტ 2018 1.40 pm

13 ივნ 2019 3.14 pm

ამბობენ, რომ დედამთილსა და რძალს შორის ურთიერთობა ადამიანთა ურთიერთობებს შორის…

09 აგვ 2019 3.01 pm

მაშინ, როდესაც საჭიროებების წინ ვდგავართ, ხშირად გამოსავლის ძიებას საკუთარი…