უმადურობა

355 ნახვა
26 გაზიარება
2 კომენტარი

შენი ცხოვრების ხარისხი, არ აქვს მნიშვნელობა, კარგია ის თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მადლიერი ხარ ღმერთის.

ის, თუ რამდენად ბედნიერნი ვართ, დამოკიდებულია ჩვენზე, თუ როგორ ვუყურებთ ცხოვრებას. მოდით, შევხედოთ ვარდის ბუჩქს. ზოგიერთი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ ვარდს ეკლები აქვს, როდესაც მეორე ნაწილი სულაც არაა დამწუხრებული ამის გამო. ყოველივე საკუთარ აღქმაზეა დამოკიდებული.

ეს ცხოვრება ხანმოკლეა, ჩვენ გარკვეული დროით ვევლინებით ქვეყანას; თუ გსურს, რომ იყო ბედნიერი, აუცილებელია გახსოვდეს ერთი რამ მადლიერება. მართლაც, ადამიანი, რომელსაც ყოველი წვრილმანიც კი აბედნიერებს, მეტად  ხალისიანია. თუმცა უმადურნი ასე არ არიან, ისინი ყოველთვის მიტოვებულად და საცოდავად გრძნობენ თავს.

ადამიანის ყველაზე დიდი მტერი არის საკუთარი ენა. იაკობი გვეუბნება:

ენა ჩვენს ასოებს შორისაა მოთავსებული, იგია მთელი სხეულის წამბილწავი და ჩვენი დაბადების ბორბლის აღმაგზნებელი, თვით აღგზნებულია ჯოჯოხეთისგან. იაკობი 3:6 – სბს–სტოკჰოლმი 2001

წარმოგიდგენიათ, ჩვენს ენას შეუძლია ააშენოს ან დაანგრიოს.

კორინთელთა მიმართ 1-ელ წერილში პავლე ამბობს: „ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოცადა, და გველებისგან დაიღუპნენ ისინი.“

სინამდვილე კი ისაა, რომ როდესაც ბაგეს ვხსნით და ჩვენი პირიდან ვუშვებთ უმადურობას, დრტვინვასა და წუწუნს, ამით ჩვენს დღეებს ვიმოკლებთ.

ხშირად, როდესაც მეკითხებიან ხოლმე, რომელია ის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ძალა, რისი დაძლევაც ძალიან რთულია? ისინი ჩემგან ელოდებიან, რომ ვეტყვი რომელიმე დემონის ან ჩამოვარდნილი ანგელოზის სახელს, თუმცა ერთი პასუხი მაქვს ხოლმე: უმადურობა.

სწორედ ებრაელების მაგალითიდან გამომდინარე, როდესაც უკმაყოფილებას ვეძლევით, ჩვენს თავებს თვითონვე ვანადგურებთ.

სწორედ მაშინ, როდესაც მადლიერებას ვიწყებთ, ჩვენს სულიერ ზრდას ეყრება საფუძველი. სწორედ ამას ამბობს მეფსალმუნე დავითი:

სიხარულით ემსახურეთ უფალს, მიდით მის წინაშე სიმღერით… მადლიერებით შედით მის კარიბჭეში და ქებით მის ეზოებში; მადლობდეთ მას და აკურთხეთ მისი სახელი, რადგან კარგია უფალი, საუკუნოა მისი წყალობა და თაობიდან თაობამდეა მისი ერთგულება. ფსალმუნი 99:2,4-5 – სბს–სტოკჰოლმი 2001

ავტორი: ფრენსის ფრენჯიპეინი.





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort