“გზა ზეცისკენ” – ჯონ უესლი

117 ნახვა
31 გაზიარება
0 კომენტარი

„არ მეშინია, რომ პატიოსან, კეთილგონიერ ადამიანებს გავუზიარო ის, რაც ჩემი სულის სიღრმეში დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა. მგონია, რომ ერთი დღის ქმნილება ვარ და ცხოვრებას ისე გავივლი, როგორც გასროლილი ისარი აპობს ჰაერს. მე ვარ სული, ღმერთისგან მოვლენილი და კვლავ ღმერთს ვუბრუნდები: უზარმაზარი მორევის კიდეზე ვირწევი და აი, გაივლის ხანმოკლე დრო და გავუჩინარდები, დავეშვები უცვლელ მარადისობაში! მინდა, ერთი რამ ვიცოდე – გზა ზეცისკენ. როგორ მივაღწიო უვნებლად მის ნეტარ ნაპირს? ღმერთმა თავადვე დაიმდაბლა თავი, რათა ეს გზა ესწავლებინა. ის ამისთვის ჩამოვიდა ზეციდან. მის მიერ განვლილი გზა კი თავის წიგნში, ღვთის სიტყვაშია აღწერილი. ოჰ, მომეცით ეს წიგნი! ნებისმიერ ფასად მომეცით იგი! ეს წიგნი უფლის შემეცნების უდიდესი საშუალებაა. მინდა, საფუძვლიანად შევისწავლო ეს წიგნი. აი, მე აქ ვარ, შორს კაცთა საქმეებისგან; ყველასგან განცალკევებით; მხოლოდ ღმერთია ჩემ გვერდით. მისი თანდასწრებით გადავშალე მისი წიგნი და წავიკითხე. წიგნის დასასრულს მივაგენი გზას ზეცისაკენ. თუმცა საკითხავია, წაკითხულიდან ყველაფერი გავიგე? იქნებ რაიმე ბუნდოვანი იყო? გულით სინათლის მამას მივმართე: „უფალო, განა შენი სიტყვები არ არის? ‘ვისაც სიბრძნე აკლია, ითხოვოს და მიეცემა…’  ნათქვამია: ‘თუ ვინმეს სურს უფლის ნების შესრულება, შეიცნობს მას.’ მინდა, შევასულო შენი ნება. მამცნე, რა გსურს.“ შემდეგ წავიკითხე და ერთმანეთს შევადარე წერილები, სულიერი სულიერთან შევაჯერე. მთელი მონდომებითა და გულისყურით ჩავუფიქრდი წერილებს.

თუ ჩემში კვლავაც ბჟუტავს რაიმე ეჭვი, დახმარებისათვის ღვთის მოძღვრებაში გამოცდილ ადამიანებს მივმართავ. ამის შემდეგ ის წერილები, რომლებიც არაფერს მეუბნებოდა, ჩემში ცოცხლდება და რასაც ვსწავლობ, სხვასაც ვასწავლი.”

ამონარიდი წიგნიდან “იქადაგე ღმერთის სიტყვა”





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები