გულწრფელობა

111 ნახვა
4 გაზიარება
0 კომენტარი

ერთხელ ჩიკაგოში გაკვეთილს ვატარებდი საკვირაო სკოლაში. ერთმა გოგონამ ხელი ასწია და კითხვა დასვა. მე ვიცნობდი მას. მორცხვი და კეთილსინდისიერი გოგონა იყო და ყოველთვის ესწრებოდა გაკვეთილებს, მაგრამ არასოდეს გამოთქვამდა საკუთარ აზრს. ჯგუფის დანარჩენი წევრებიც, როგორც ჩანს, გაკვირვებულები იყვნენ და ყურადღებით უსმენდნენ.

„ლოცვისას ყოველთვის გულწრფელი ვარ. ხანდახან ჩემი სიტყვები ძალით წარმოთქმულს ჰგავს, თითქოს უბრალოდ დაზეპირებულ ლექსს ვიმეორებდე. ისმენს ღმერთი ასეთ ლოცვებს? გავაგრძელო ლოცვა, თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორად ვლოცულობ?“

ცოტა ხანს შევიცადე და როცა კლასში სიჩუმე გამეფდა, ვთქვი: „შეამჩნიეთ, რა სიჩუმეა აქ? ჩვენ ყველანი ვაფასებთ შენს გულწრფელობას. გაბედულება დაგჭირდა იმისათვის, რომ სხვების წინაშე გამოგეთქვა აზრი, მაგრამ ამით ყველა გვამხილე. შენ გულწრფელი ხარ. გამყიდველს, რომელსაც ფულს საქონლის გასაღებაში უხდიან, უნდა შეეძლოს სათანადოდ ლაპარაკი. განა მის პირფერულ სიტყვებში იგრძნობა გულწრფელობა? სამაგიეროდ, ყველა ყურადღებით გისმენდა და თითოეულმა თავისდა უნებურად გამოხატა პატივისცემა შენდამი ამ გულწრფელობის გამო. წარმოიდგინე, რომ ღმერთიც ასეთივე ყურადღებით გვიგდებს ყურს. უფრო მეტიც, ღმერთს სურს, რომ შენს ნამდვილ სახეს ხედავდეს.“

იაპონელებს აქვთ ორი სიტყვა, რომლიც ასახავს პიროვნების ერთგვარ გაორებას. ერთი მათგანი, „ტა-ტე-მა-ე“ ნიშნავს ჩემი „მეს“ იმ ნაწილს, რომელსაც ვაჩვენებ გარშემო მყოფ ადამიანებს, მეორე კი – „ხონგ-ნე“ გახლავთ ის, რაც ჩემს შინაგანში ხდება, ის, რასაც ვერავინ ხედავს. ვფიქრობ, ევროპული ყაიდის ადამიანებს სამი მსგავსი სიტყვა მაინც დასჭირდებოდათ. ერთი საკუთარი გარეგნული „მეს“ აღსანიშნავად, რომელსაც ხედავენ ჩვენი თანამშრომლები სამსახურში, მაღაზიის გამყიდველები და შემთხვევითი გამვლელები. მეორე სიტყვა ჩვენი არსის სუსტი, დაუცველი მხარის აღსანიშნავად იქნებოდა საჭირო, რომელსაც მხოლოდ ოჯახის ცალკეული წევრებისა და ახლო მეგობრების დასანახად ვავლენთ და მესამე – სულის იმ საიდუმლოებით მოცული კუნჭულების აღსანიშნავად, რომლებსაც ვერასოდეს ვერავინ ხედავს.

პიროვნების სწორედ ამ მესამე მხარის დანახვა უნდა უფალს, როცა მის წინაშე წარვდგებით ლოცვისათვის. ლოცვა იმისათვის არსებობს, რომ გამოვხატოთ ის, რისი თქმაც სიტყვებით შეუძლებელია, გავაშიშვლოთ საკუთარი დაფარული სირცხვილი, ვაუწყოთ უფალს ჩვენი დარდის შესახებ, რომელსაც გარე სამყაროს საგულდაგულოდ ვუმალავთ. მე ამაოდ აღვმართავ კედელს ჩემსა და ღმერთს შორის, ჯიუტად ვხუჭავ თვალებს და არ მინდა დავინახო ის ფაქტი, რომ უფალი ჩემს გულში იყურება, ჭვრეტს ჩემს ტა-ტე-მა-ე-ს, აღწევს ჩემი არსების დაფარულ მხარეში (ხონგ-ნე). ის ხედავს იმას, რისი დანახვაც არც ერთ ადამიანს არ ძალუძს. სამუელს ხომ კიდეც უთხრა უფალმა: „რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს.“ (I მეფეთა 16:7).

ხანდახან მეჩვენება, რომ ჭეშმარიტი ლოცვა ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვები კი არა, ის აზრები და გრძნობებია, რომლებიც ლოცვისას წარმოიქმნება. არც ერთი ჩემი აზრი არ გამოეპარება ღმერთს: „თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ბაგეზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად… საით წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში რომ ავიდე, შენ იქ ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და – იქაც ხარ! (ფსალმუნი 138:4, 7-8). რაც უფრო მეტად ვსწავლობ საკუთარ დაფარულ ზრახვათა და შეგრძნებათა გამოთქმას, მით უფრო მეტად სუსტდება მათი ზეგავლენა ჩემზე.

შესანიშნავად ვიცი ადამიანებთან ზედაპირული დამოკიდებულების ფასი. ბევრი ნაცნობი მყავს, რომლებთანაც ვსაუბრობ ამინდის, სპორტის, კონცერტებისა და ფილმების შესახებ და თავს ვარიდებ ნამდვილად ფასეულ და მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს, მაგალითად, ჩახშობილი ტკივილისა და ფარული შურის, მათი შვილების უხეშობისა და არცთუ სახარბიელო სულიერი მდგომარეობის შესახებ. შედეგად, ასეთი ურთიერთობები არ ვითარდება. მეორე მხრივ, თუ მე ჩემს საიდუმლოთა შესახებ გავანდობ ჩემს მეგობრებს, ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდება.

ასევეა ღმერთთან ურთიერთობაშიც. მანამ, სანამ გულახდილად არ დავიწყებ მასთან საუბარს იმასთან დაკავშირებით, რა მწარეა, როცა ლოცვებზე პასუხებს ვერ ვიღებ; რა ძლიერია დანაკარგით გამოწვეული ტკივილი; როგორ მრცხვენია იმის გამო, რომ ვერაფრით ვპატიობ მეგობარს; რა მტანჯველია, როცა ღმერთის თანდასწრებას ვერ ვგრძნობ, ჩვენი ურთიერთობებიც ერთსა და იმავე ადგილზე იქნება.

თუნდაც დავდიოდე ეკლესიაში, ვგალობდე საგალობლებს და თავაზიანად მივმართავდე ღმერთს ნასწავლი ლოცვებით, თუ გულწრფელი არ ვიქნები, ღმერთს ვერ დავუახლოვდები. „ღვთის წინაშე უნდა წარდგე ისეთად, როგორიც ხარ და არა ისეთად, როგორიც უნდა იყო“, ‒ წერდა კლაივ ლუისი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთს უნდა ვენდობოდეთ და არ ვუმალავდეთ იმას, რაც მან ისედაც უკვე იცის.

ჩემმა კანადელმა მეგობარმა მომწერა ერთხელ, რომ დიდხანს რცხვენოდა საკუთარი უარყოფითი ემოციების: სევდის, შიშისა და სიბრაზის. ცდილობდა, ჩაეხშო ისინი, მაგრამ მიხვდა, რომ უარყოფითი ემოციის დადებით ემოციად გარდაქმნის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ მოჩვენებითობა იქნებოდა. იძულებული გახდებოდა, ეთვალთმაქცა და დაემალა საკუთარი ჭეშმარიტი გრძნობები. საბოლოოდ, მან ასეთი დასკვნა გამოიტანა: „ღვთის წინაშე თვალთმაქცობა დროის ფუჭი ხარჯვაა. რა საჭიროა სირცხვილი? რა საჭიროა თავის მოჩვენება? განა უკეთესი არ არის, ვაღიაროთ უარყოფითი გრძნობების არსებობა და გულწრფელად მოვუყვეთ მათ შესახებ ღმერთს? მივხვდი, რომ ძლიერი ემოციები ყოველთვის მექნება. ასე ვარ მოწყობილი. იმდენად ემოციური ვარ, რომ ჩემი გრძნობები არასოდეს დაიშრიტება, თუმცაღა უნდა ვისწავლო სწორად ცხოვრება ჩემი ცვალებადი გრძნობების მიუხედავად. მჯერა, რომ ღმერთს ძალუძს, მასწავლოს ეს.“

წყარო: http://bogoblog.ru/





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

06 აგვ 2019 12.10 pm

მლოცველ ადამიანს შეუძლია ცვლილებების მოხდენა. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიდგეთ…

29 ოქტ 2019 6.11 pm

არსებობს მხოლოდ ერთი სახის ლოცვა, რომელსაც პასუხობს ღმერთი. ესაა რწმენის ლოცვა.…

31 დეკ 2019 10.18 pm

ჩვენო ღმერთო და მამაო, ვდგავართ ახალი წლის დასაწყისში და ვაღიარებთ, რომ გვჭირდება…

27 მარ 2020 1.08 pm

მსოფლიოს ევანგელისტური ალიანსი მთელი მსოფლიოს ეკლესიებსა და მორწმუნეებს…

video

20 მარ 2020 12.03 pm

„ღვთის სიკეთე ის მდინარეა, რომელიც უწყვეტად მოედინება, ლოცვა კი ამ მდინარის…

16 ივლ 2019 6.46 pm

ჩრდილოეთ კაროლინელი დედა, რომლის 12 წლის ბიჭმა სანაპიროზე სუნთქვა შეწყვიტა,…

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort