იყავით უკომპრომისონი ცოდვის წინააღმდეგ!

92 ნახვა
31 გაზიარება
0 კომენტარი

მრავალ ეკლესიაში მოისმენთ ქადაგებას სიყვარულის, იმედის, მხნეობისა და იდენტობის შესახებ. ეს ყოველივე კარგია, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მძაფრი გზავნილების მოსმენის შემდეგ ქანქარა ბუნებრივად სხვა მხარეს გადაიხარა შორს შევტოპეთ? ზედაპირულად აღვიქვამთ იმას, თუ რას ნიშნავს იყო კარგი მეგობარი მათთვის, ვინც ჩვენი სახლის კარს აღებს?

წინა ათწლეულებში შეცდომა დავუშვით, როდესაც ადამიანებს სიმართლეს ვეუბნებოდით არცთუ ისე სასიამოვნო გზებით. ეს არ ნიშნავს, რომ სიმართლე ისე ხშირად აღარ ვთქვათ. ეს ნიშნავს, რომ ვისწავლოთ სიმართლის თქმა სიყვარულით.

იესო ნამდვილად იყო ცოდვილების მეგობარი და ჩვენც ასე უნდა ვიქცეოდეთ, მაგრამ დროა დავფიქრდეთ, რას ნიშნავს რეალური მეგობრობა. თქვენს შემთხვევაში არ ვიცი, როგორი მოლოდინი გაქვთ, მაგრამ ჩემი მეგობრებისგან მოველი, რომ ისინი სიმართლეს მეტყვიან. თუმცა არ მინდა, პირდაპირ მომახალონ ეს სიმართლე, მინდა, სწორი გზით, სიყვარულით მომიდგნენ.  

სიმართლეს ხშირად ვიგებთ ხოლმე ხისტი გზებით. ეს სულაც არაა სასიამოვნო. სიმართლე სიყვარულის გარეშე უბადრუკია, მაგრამ სიყვარული სიმართლის გარეშე უმიზნო და უმნიშვნელოა. ჩვენ ორივე გვჭირდება, იესოში კი ორივე თვისებას ვხედავთ. ის არის ღმერთი, რომელსაც უყვარს სამყარო, ის არის სიყვარული და ის არის ჭეშმარიტება. (იოანეს სახარება 14:6).

გავიხსენოთ ქალის ამბავი, რომელსაც მრუშობაში წაასწრეს, იოანეს სახარების მე-8 თავი. ის მხილებულია ცოდვაში, გარს შემოხვევიან ფარისეველი ბრალმდებელნი, რომელთაც მისი ჩაქოლვა სურთ. ბევრმა ჩვენგანმა იცის ეს ამბავი. იესო იხრება და რაღაც მისტიკურს წერს ქვიშაზე. შემდეგ დგება და ეუბნება თავის მოწინააღმდეგეებს: „ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად მან დაჰკრას ქვა!“ ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიბნენ მისი ბრალმდებლები. შემდეგ დგება დიდებული მადლის მომენტი. იესო  ბრუნდება ქალისკენ და ეკითხება მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ „არავინ, უფალო.“ პასუხობს ქალი. „არც მე გდებ მსჯავრს.“ ეუბნება იესო. ეს მონაკვეთი ბიბლიიდან იესოს შესახებ ნამდვილად შთამაგონებელია და მოკრძალებით გვავსებს. სიყვარულისა და მადლის რამდენად მშვენიერი გამოხატვა და სილამაზეა ჩაქსოვილი ამ ძლიერმოქმედ წუთში. იესო რომ ისე მოქცეულიყო, როგორც ეკლესიების უმეტესობა იქცევა დღეს, იქვე დამთავრდებოდა ეს ამბავი. მადლობა ღმერთს, რომ ასე არ მოხდა. მისი სიყვარული ჩვენ მიმართ მძლავრი აღმოჩნდა. მარადისობის ღმერთი მისწვდა მიწას, რომლისგანაც შეგვქმნა და ერთი შეხებით გარდაქმნა.

იმ სიტყვების მსგავსად, როგორიც იყო:  „არც მე დაგდებ მსჯავრს“, მშვენიერია მისი შემდეგი სიტყვები, რომლებიც მადლსა და სიყვარულს აერთიანებს. ის ეუბნება ქალს: „წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.“

რატომ? იმიტომ, რომ მან იცის ქალი სიცოცხლეს ეძებდა იმ ადგილებში, სადაც მას ვერ იპოვიდა. იმიტომ, რომ მან იცის ქალი ცდილობდა, წყურვილი მოეკლა დაზიანებული, მშრალი ავზიდან, საიდანაც ამას ვერ შეძლებდა. რადგან ის ხედავს, რომ ქალის ცხოვრების გზები დამსხვრეულია და სთავაზობს მას ეს გზები უკან მოიტოვოს. რადგან სურს, ქალმა ისე იცხოვროს, რისთვისაც მან შექმნა. ის ხედავს ტკივილს, რომელიც ქალის არჩევანმა გამოიწვია თავის ცხოვრებაში და სხვების ცხოვრებაში. ღმერთს უკეთესი რამ აქვს გამზადებული  მისთვის.

ხედავთ? ეს არის მიწვევა უფრო მეტის მისაღებად, რომელიც სუნთქვისშემკვრელად მშვენიერია.

ხედავთ? იესოს ვუყვარვართ ჩვენ იქ, სადაც ვართ, მაგრამ ის არასოდეს დაგვტოვებს იქ, სადაც ვართ. ის მოგვიწოდებს ცხოვრებისაკენ.

ზოგჯერ, ჩვენ უცნაურად ჩუმად ვართ ბევრ რამესთან მიმართებით, რაც ანადგურებს ადამიანების ცხოვრებას. ისეთი რაღაცები, როგორებიცაა სიხარბე, იმავე სქესისადმი მიზიდულობა, თვალთმაქცობა, ჭორები, ამპარტავნობა, ცილისწამება, მორალური რელატივიზმი, სქესთა არევა, აბორტი, პორნოგრაფია და სხვა. სიყვარულით სავსე ადამიანები ამასთან ჩუმდებიან? ვამჯობინებთ, ტყვეობასა და სირცხვილში დავტოვოთ ეს ადამიანი, იმის ნაცვლად, რომ სიყვარულით მივმართოთ, რაც დროებით დისკომფორტს შეუქმნის, მაგრამ გამოსწორების გზას დააყენებს? ხომ არ გვერევა ერთმანეთში ადამიანის უპირობო სიყვარული მის ქმედებებზე დათანხმებაში? გვჯერა, რომ ბიბლია საუბრობს ამგვარ რამეეზე? ღმერთის სიტყვა არ დუმს ჩვენს ცხოვრებაში ასეთ სიტუაციებში, ჩვენ ვდუმვართ. მწარე სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არ გვიყვარს ადამიანები ისე, როგორც იესოს ვუყვარდით. ჩვენ ვიხევთ უკან სიყვარულის სახელით. იესო არასოდეს გააკეთებდა ამას. მისი სიყვარული მეტად ღრმაა.

საყვარელნო, იყავით იესოს მსგავსნი, შემბრალებელნი, ჭეშმარიტებაში უკომპრომისოები.

დაე, არასოდეს შევწყვიტოთ სიმამაცით განვაცხადოთ ხოლმე უცვლელი, მუდმივი, უპირობო, უსასრულო, დაუმსახურებელი, ურყევი სიყვარული ღმერთისა, მაგრამ მოდით გვახსოვდეს, რომ სიყვარული ყოველთვის მოგვიწოდებს რაღაც უკეთესისკენ.

არასოდეს დაგვავიწყდეს ის, რაც იესომ თქვა: „მეც არ განგსჯი, წადი და ნუღარ შესცოდავ.“ ის არა მარტო გვპატიობს ცოდვებს და გვწმენდს სირცხვილს, ის გვათავისუფლებს ცოდვის ტირანიისგან, რომელიც ჩვენს ცხოვრებაშია და გვეპატიჟება სიცოცხლეში, რომელიც გაგვიმზადა. ღმერთს მტკიცედ ვუყვარვართ და არც ერთ შემთხვევაში ამაზე ნაკლებად. ჩვენც სწორედ ასე უნდა ვიქცეოდეთ, რადგან ამისკენ ვართ მოწოდებულნი.

ავტორი: ლიზა ბევირი

წყარო: http://www.preachitteachit.org





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort