როგორ არ ვიგრძნოთ მარტოობა იზოლაციის დროს?

219 ნახვა
43 გაზიარება
0 კომენტარი

„ვნერვიულობ და არ ვიცი, როგორ დავძლიო მარტოობა ისე, რომ დეპრესიაში არ ჩავვარდე.“ მითხრა ჩემმა მეგობარმა. სოციალურ დისტანციასა და სხვა იმ გამოწვევებზე ვსაუბრობდით, რომელიც აქტუალური COVID-19-ის პირობებში გახდა. ჩემს სახლშიც ნამდვილად არ სუფევს სრული იდილია, მაგრამ ჩემი მეგობარი მარტო ცხოვრობს და, რა თქმა უნდა, მისი გამოწვევაც უფრო სერიოზულია. ახლანდელი კრიზისის ფონზე, როდესაც ჩვენი უმეტესობა სახლში რჩება ან სახლიდან მუშაობს, როგორ შეგვიძლია, კიდევ ერთხელ განვიმტკიცოთ აზრი იმაზე, რომ მარტონი არ ვართ?

როგორც ქრისტიანებმა, მოდით, გავიხსენოთ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არც კორონავირუსია და არც ის ადამიანი, რომელმაც ჩვენ თვალწინ სუპერმარკეტის დახლიდან ტუალეტის ქაღალდის უკანასკნელი შეკვრა გაიტაცა. ჩვენი ყველაზე მთავარი მტერი სატანაა და იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ კრიზისის განმავლობაში დაგვაცალკეოს და თავი შეშინებულად, იზოლირებულად და მარტოსულად გვაგრძნობინოს.

ამის საპირისპიროდ უფალი დაგვპირდა, რომ თავის ხალხს არასოდეს მიატოვებდა. ჩვენ არ გვაქვს შიშის მიზეზი, რადგან მისი სიყვარული ყოველთვის გარემოგვიცავს. სიტყვები, რომლითაც მოსემ იესო ნავეს ძეს მიმართა და რომელიც მეორე რჯულის 31:6-შია დაწერილი, ჩვენთვისაც ჭეშმარიტია დღეს:

გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად. ის არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს.. რჯულის 31:6 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ღვთის დაპირების გახსენება, რომ იგი არ მიგვატოვებს, გვეხმარება მტკიცედ ვიდგეთ შიშისა და იმედგაცრუების წინაშე. იმ ადამიანებთან დაკავშირებაც, რომლებიც ახლა თავს კარგად ვერ გრძნობენ, შეიძლება დაგვეხმაროს, რომ საზოგადოებას არ მოვწყდეთ. თუ ჩემი მეგობრისა და ჩემ მსგავსად შენც ებრძვი იზოლაციას, მაშინ ეს იდეები შეიძლება დაგეხმაროს:

გააღრმავე ქრისტესთან თანამშრომლობა

შეიძლება რაღაცები გამოგველიოს, მაგრამ ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, გვაქვს ერთი ამოუწურავი საგანძური, რომელიც არასდროს ილევა და ეს არის ღვთის სიტყვა. საკუთარი თავი გამოვიწვიე, რომ დღე ლოცვითა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ბიბლიის კითხვით დამეწყო იმის ნაცვლად, რომ გაღვიძებისთანავე ახალი ამბები მომესმინა. ხომ არ შემომიერთდებოდით? ახლა მართლაც საუკეთესო დროა, რომ ბიბლიის კითხვის მარტივი გეგმა შეიმუშაოთ. სცადეთ ერთი თავის წაკითხვა ფსალმუნებიდან ან სახარებებიდან ყოველდღე. ვიდრე ამაღლდებოდა, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა:

თქვენ ჩემში დარჩით, მე კი თქვენში. იოანე 15:4ა – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

მან ასევე აღგვითქვა, რომ სულიწმიდას მოავლენდა, რომელიც ჩვენში დაიდებდა ბინას და არასოდეს მიგვატოვებდა. კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის პირობებში მრავალი ადამიანი საუბრობს სახლში პროდუქტიულად ყოფნის შესახებ, მაგრამ რა მოხდება, თუ „ქრისტეში დარჩენას“ ჩვენი დღის განრიგში ყველაზე დიდ პრიორიტეტს მივანიჭებთ? ან როგორ შეიძლება ჟღერდეს ეს იდეა? ალბათ, ეს უფალ იესოს შემთხვევაში ცხოვრებისეულ საკითხებზე საუბრის დაწყებით გამოიხატებოდა, ან თუნდაც საგალობლების მოსმენითა და სიტყვების გაანალიზებით.

შეინარჩუნე ადამიანებთან კავშირი

შეიძლება პირისპირ ვერ ვხვდებოდეთ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იზოლირებულნი უნდა ვიყოთ. ჩვენ მაინც შეგვიძლია, ვესაუბროთ სხვებს სატელეფონო ზარებით, შეტყობინებებით ან თუნდაც ელექტრონული ფოსტით. პირადად მე აღმოვაჩინე, რომ როცა სხვა ადამიანებს ვუკავშირდები და ვეკითხები, როგორ არიან, მეც თავს უკეთ ვგრძნობ.

ერთ დღესაც ჩემს 81 წლის დეიდას დავურეკე. ადვილი ნამდვილად არ არის მასთან ურთიერთობა, მაგრამ ათწუთიანი საუბრის შემდეგ გავაცნობიერე, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. მან ჩემს დღეს მეტი ხალისი შესძინა.

მეგობარო, ღმერთს შეიძლება სურდეს, რომ გამხნევების ხმა მიაწვდინო სხვებს. ვისი გამხნევება შეგიძლია დღეს? რა მოხდება, თუ უბრალოდ მოვიკითხავთ ვინმეს და შემდეგ გულისყურით მოვუსმენთ?

იპოვეთ კარანტინში მყოფი მეგობარი ონლაინში

ადამიანები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, შეიძლება უფრო დიდად განიცდიდნენ კარანტინსა და სოციალური დისტანციის რეკომენდაციას, მაგრამ აქედანაც არის გამოსავალი. თუ მარტო ცხოვრობთ, მოძებნეთ კარანტინში მყოფი ონლაინმეგობარი, რომელთანაც ყოველდღე ან რამდენიმე დღეში ერთხელ მაინც შეძლებთ ხმოვან საუბარს ან ტექსტურად მიმოწერას. მოძებნეთ ადამიანი, რომელთანაც შეძლებთ საკუთარ შიშსა და დარდზე დალაპარაკებას.

თუ მარტო არ ცხოვრობთ, მაშინ მოძებნეთ ადამიანი, რომელიც მარტოა. კარგი თანამოსაუბრე და ლოცვაში მხარდამჭერი მეგობარი, ალბათ, ყველას სჭირდება, რათა თავი მარტოდ არ იგრძნოს. ეს იმის საშუალებასაც მოგვცემს, რომ სხვებსაც ვემსახუროთ.

დაუთმე ოჯახს დრო

ბევრი ჩვენგანი სახლში ბავშვებთან ერთად არის გამოკეტილი და დამეთანხმებით, ეს საკმაოდ რთულია. ამის მიუხედავად, ერთ-ერთმა ჩინელმა ახალგაზრდამ, რომელსაც მე ინტერნეტით ვასწავლი, აღნიშნული მდგომარეობის პოზიტიურ მხარეზე გამიზიარა. კარანტინის პირობებში მას მშობლებთან ერთად გასატარებლად უფრო მეტი დრო აქვს, ვიდრე ოდესმე. რა იქნება, თუ კრიზისის კარგ მხარეს შევხედავთ? ახლა ხომ უფრო მეტი დრო გვაქვს ოჯახის წევრებთან სასაუბროდ, სასწავლად, ხელოვნებისთვის, თამაშებისა და ფილმებისთვის.

დიდხანს სახლში ყოფნით გამოწვეული მოუსვენრობა შეიძლება ბავშვებთან თამაშმაც კი დაგაძლევინოთ. ასევე შეიძლება გასეირნება ველოსიპედით ან მარტო სეირნობა პარკში. ღია სივრცე ყველაზე დაცული ადგილია ჩვენს სახლებს მიღმა, თუმცა იქამდე, ვიდრე ფიზიკური დისტანციის რეკომენდაციებს ვიცავთ. ასევე შეიძლება ინტერნეტვარჯიშებით დაკავებაც.

იპოვეთ ადამიანების გამხნევებისა და დახმარების მახვილგონივრული გზები

მთელი ჩემი დღე შეცვალა დილას 86 წლის ხუცესის პირდაპირი ჩართვის ნახვამ. მეც ვიცნობ მას. აშკარაა, რომ ის მოსახლეობის რისკჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ ამ ვიდეოში მოუწოდებდა ხალხს, „დაერეკათ 91-1-ზე“ (9-1-1-ის ნაცვლად). წაიკითხა 91-ე ფსალმუნის პირველივე მუხლში ნათქვამი სიტყვა, რომელიც ამბობს: „უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული, ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.“ ორივე ჩემთვის გამამხნევებელი იყო, როგორც მისი გამბედაობა, ისე ბიბლიური ჭეშმარიტება.

ჩვენ, როგორც მორწმუნეებს, გვაქვს შესაძლებლობა ვემსახუროთ ხალხს და გავამხნეოთ შეშინებული ადამიანები. ჩემი მეგობარი მომიყვა, როგორ აჩუქა ტუალეტის ქაღალდის მთელი შეკვრა თავის მეზობელს. კიდევ ერთ ქალს ვიცნობ, რომელიც მაღაზიაში მყოფ ადამიანებს მოკლე სიტყვით ხმამაღლა ამხნევებდა. წარმოიდგინეთ, ხელნაწერ ქაღალდს, ვიდეოზარს ან სახლში მომზადებულ კერძს, რომელსაც მეზობლის კართან დატოვებთ, ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეუძლია ისე, რომ ისინი იესო ქრისტეს სინათლეს იხილავენ.

თუ დახმარება გჭირდება გააგებინე ვინმეს

მეგობარო, თუ რაიმე საჭიროება გაქვს ან უბრალოდ მარტოსულად გრძნობ თავს, გთხოვ, დაუკავშირდი ვინმეს და უთხარი ამის შესახებ. ჩვენ აქ ამისთვის ვართ. ღმერთმა შეგვქმნა, რათა საზოგადოებად გვეარსება. როცა ღმერთმა კაცი შექმნა, თქვა:

კარგი არ არის კაცისათვის მარტო ყოფნა. დაბადება 2:18 – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

ეს ყველას გვეხება და ჩვენ ყველა ერთმანეთის დამხმარენი ვართ. ამიტომ გთხოვთ, თუ დახმარება გჭირდებათ, ნუ იქნებით იზოლირებულნი; მოძებნეთ ვინმე, ვინც შეძლებს თქვენს გამხნევებას.

ერთად გაცილებით მარტივად დავძლევთ შიშსა და უიმედობას. მოდით, დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა არ დავრჩეთ მარტოსულად. ჩვენ ამ კრიზისსაც ხელჩაკიდებულნი გადავლახავთ.

წყარო: https://www.ibelieve.com





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort