როცა ცხოვრება იცვლება ერთ წუთში

338 ნახვა
25 გაზიარება
1 კომენტარი

უცნაურია, რომ ცხოვრებას, რომელიც მკვეთრად და სამუდამოდ იცვლება, აღვიქვამთ ისე, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს.

ზამთარი იდგა. შაბათი დღე იყო. ბუხრის წინ ვისხედით ხალიჩაზე. გვერდით სარწეველა სკამზე ჩვენი უმცროსი (ექვსი თვის) ფუმფულა ბიჭუნა იჯდა კმაყოფილი გამომეტყველებით. იღიმებოდა და დორბლი ჩამოსდიოდა თან. გვერდით ჩვენი უფროსი ბიჭი იდგა. ისიც პატარა იყო, მაგრამ ძმასთან შედარებით გაცილებით უფროსი ჩანდა. გარეთ კი ბარდნიდა.

ამ წუთებში შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. შეიცვალა მკვეთრად და სამუდამოდ. სახლში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.

ქალის ხმა მწუხარედ ჟღერდა, ისე მოგუდულად, თითქოს ადამიანი წყლის ქვეშ ლაპარაკობდა. „ამას ვერ გავუძლებ. აღარ შემიძლია დედობა“, – ნაწყვეტ-ნაწყეტ ლაპარაკობდა ის. ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო ასეთი ხმა. ძალიან მაგონებდა ჩემსავე ხმას, როცა ღრმა სასოწარკვეთილებაში ვიყავი ჩავარდნილი. შევეცადე, მეგობარი დამემშვიდებინა და თანაგრძნობით სავსე ხმით ვუთხარი: „მესმის შენი. თავადაც გამოვიარე ეს ყველაფერი, მაგრამ ცოტაც მოითმინე. გაუმკლავდები.“  „არა“, – გაიმეორა მან და მის ხმაში ისეთი ნოტები გაისმა, რამაც შემაშინა. ის მართლაც შეშინებული იყო.

ჩემი მეგობარი ახალგაზრდა და მარტოხელა იყო. ის სულ ცოტა ხნის გაშორებული იყო კაცთან, რომელიც გამუდმებით დასცინოდა მას. ახლა კი ორ შვილთან ერთად მარტო დარჩენილიყო – უმუშევარი და უსახლკარო. მე ის ათი წლის წინ გავიცანი, როცა მოხალისე ლიდერი ვიყავი ორგანიზაციაში „ახალგაზრდა სიცოცხლე“ (Young Life). ადგილობრივი სკოლის დერეფანში მივდიოდი და უცებ ჩემ წინ 12 წლის ქერა გოგონა გამოჩნდა, რომელსაც უხვად ჰქონდა მაკიაჟი. შევხედე. მოულოდნელად მითხრა: „გინდა, ყავა დავლიოთ ერთად?“ მას შემდეგ რეგულარულად ვხვდებით ერთმანეთს ფინჯანი ყავის დასალევად.

მას ყოველთვის სჭირდებოდა დედა… მაგრამ ნაცვლად ამისა, თავად გახდა დედა და თანაც ორჯერ.

იმ წუთებში (სატელეფონო საუბრისას), როცა ვცდილობდი, გადამერჩინა ადამიანი, რომელიც „იძირებოდა“, ვიგრძენი, როგორ მითხრა ღმერთმა: „წადი მასთან.“ ვიცოდი, რაც სურდა ღმერთს. მას უნდოდა, რომ მე ჩემი მეგობრის პატარა ბიჭუნები წამომეყვანა.

რა თქმა უნდა, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. შემეძლო, სხვაგვარად მოვქცეულიყავი. ცხოვრება არ დამთავრდებოდა, მე თუ მაშინ ყურადღებას არ მივაქცევდი ღმერთის ხმას და ამის მერეც მშვენივრად გავაგრძელებდი ცხოვრებას (ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც). მერეც ასევე თბილად ვისხდებოდით მე და ჩემი მეუღლე ბუხრის წინ ჩვენს ორ შვილთან ერთად (ზედმეტი თავსატეხის გარეშე), ხოლო ღმერთი, დარწმუნებული ვარ, სხვას იპოვიდა, ვინც დაემორჩილებოდა მას და დაეხმარებოდა ჩემს მეგობარს…

მოზარდობისას არასოდეს მინდოდა დედობა. ვიცოდი, რომ ეს შვილებისთვის საკუთარი თავის მიძღვნას ნიშნავდა. სამუდამოდ მიძღვნას. სხვისთვის ცხოვრებას. ეს იმას ნიშნავდა, რომ მთელი ჩემი დრო სხვებისთვის უნდა დამეთმო – გამომეცვალა საფენები, მომეწმინდა ცინგლიანი ცხვირები და ასე შემდეგ. ახლა კი გადავწყვიტე, ოთხი შვილის დედა გავმხდარიყავი… ბიჭუნებისა, რომლებიც 4 წლისანიც კი არ იყვნენ.

ისე ვიყავი გართული იმ სასიამოვნო გრძნობის ძიებაში, როცა შენდამი სიყვარულს გამოხატავენ, რომ დამავიწყდა, როგორ მყვარებოდა სხვები. ვფიქრობდი, რომ მთელი სამყარო ჩემი მოვალე იყო. მე კარგად აღზრდილი გოგონა ვიყავი. ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს, ყოველთვის ვამბობდი: „გმადლობთ“, „არაფრის“… და მონათვლითაც კი პატარა, 8 წლისა მოვინათლე. მაშ, სად იყო ჩემი ჯილდო?

გამუდმებით მაღლა ვიყურებოდი, ნაცვლად იმისა, რომ უფრო ხშირად დამეხარა თავი. ყოველთვის მინდოდა, მიმეღო რაღაც, ნაცვლად იმისა, რომ თავად გამეღო. მუდამ კეთილდღეობას ვეძიებდი და ვკმაყოფილდებოდი იმით, რასაც ღმერთი მაძლევდა.

„მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა. წმინდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი. იყოს ნება შენი.“ ბევრჯერ წარმომითქვამს ეს ლოცვა და აი, დადგა დღე, როცა ღვთის ნება გამიცხადდა. გამიცხადდა არა სასიამოვნო შეგრძნებებისა და კომფორტის მეშვეობით, არამედ ორი პატარა ბავშვის საშუალებით, რომლებსაც საცხოვრებელი არ ჰქონდათ. ორი თბილი საბანი ვიყიდე და სახლში ორი საწოლის დასადგმელადაც გამოვნახეთ ადგილი. ვცდილობდი, რომ ჩემი ორი პატარა ბიჭუნასთვის ამეხსნა ამ უეცარი ცვლილებების მიზეზი, თუმცა, ვშიშობ, მათ ვერ გაიგეს, რატომ გაიზარდა ჩვენი ოჯახი ორჯერ. ოთხივე ბიჭუნა დიდხანს და ხმამაღლა ტიროდა.

ოდესღაც გავიარე კურსი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა აღმეზარდა ბავშვი, რომლესაც დროებით აღსაზრდელად ავიყვანდი, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს არ აგვიყვანია არც ერთი ბავშვი, მანამდე დავორსულდი. ახლა კი ღმერთმა „გააფართოვა“ ჩვენი გულები, „დაგვირღვია“ მშვენიერი ოჯახური ცხოვრება და თანაც, ძალიან დროულად მოგვცა შესაძლებლობა იმისა, რომ 600 დოლარად გვეყიდა „დოჯ ქარავანი“ (ოჯახური ავტომობილი).

ხალხი გვეუბნებოდა, რომ გავგიჟდით. მირეკავდნენ. მწერდნენ. მეუბნებოდნენ, რომ არ ვიქნებოდით კარგი მშობლები, რომ ჩვენს შვილებს საფრთხეს ვუქმნიდით. და მაშინ ღმერთმა გამახსენა იგავი მწყემსის შესახებ, რომელმაც დატოვა 99 ცხვარი და ერთი დაკარგული ცხვრის მოსაძებნად წავიდა. მეორე იგავი კი ქალის შესახებ, რომელმაც მთელი დღე მოანდომა დაკარული დრაქმის პოვნას. მესმის კიდეც, როგორ ეუბნებოდნენ მას: „სულელო, რატომ ეძებ მას. დრო ხომ ფულია“, თუმცა სიყვარული დაკარგული დრაქმისადმი და ზრუნვა დაკარგული ცხვრისადმი ამქვეყნიურ სიბრძნეზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ღმერთმა კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ მან თავისი ერთადერთი ძე გაიღო ადამიანთა გულისათვის, რომლებიც მას არ სცნობდნენ და არ აღიარებდნენ. შემახსენა, რომ იესო ქრისტემ მსხვერპლად გაიღო საკუთარი თავი მათთვის, ვინც ისიც კი ვერ შეძლეს, რომ ლოცვით მხარში დასდგომოდნენ მას. სიცოცხლე გაიღო მისთვის, ვინც სამჯერ უარყო იგი; მათთვის, ვინც მის სამოსს იყოფდნენ ჯვრის წინ და მათთვისაც, ვინც მას დასცინოდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთმა მსხვერპლად შესწირა თავისი თავი ისეთი ადამიანისთვისაც, როგორიც მე ვარ. ნაცვლად იმისა, რომ ანგელოზთა ლეგიონი გამოეგზავნა ადამიანთა ამბოხების ჩასახშობად და სამართლიანი სამსჯავროს აღსასრულებლად, უფალი ჯვარზე იყო და კვდებოდა. ადამიანთა თვალთახედვით, ამ ყველაფერს არავითარი აზრი არ ჰქონდა.
მსხვერპლიან სიყვარულს ახლაც არ აქვს აზრი ბევრისათვის. მხოლოდ ახლა იხსნება ჩემს თვალთა წინაშე სახარების მთელი მშვენიერება და სიხარულით მევსება გული.

ავტორი: ემილი ტ. ვირენგა





konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort