სამი ძლიერი იარაღი, რომელსაც სატანა ჩვენ წინააღმდეგ იყენებს

2841 ნახვა
179 გაზიარება
2 კომენტარი

ღმერთში ჩვენი ცხოვრება ლამაზ ბაღში სეირნობას არ ჰგავს, ის უფრო ბრძოლაა. ბრძოლა, რომელშიც მარტონი არ ვართ, რადგან ღმერთი იბრძვის ჩვენს მხარეს. ჩვენი მტერი სასტიკია, ის მოდის, რათა მოსპოს, მოკლას და მოიპაროს. მტრის მიზანია ‒ დაანგრიოს ჩვენი ცხოვრება. ამისათვის მას აქვს ძლიერი იარაღი, რომელსაც ხშირად იყენებს ჩვენ წინააღმდეგ. ბევრ მორწმუნეს შეუძლია დაადასტუროს, რომ მათ არაერთხელ განიცადეს ამ იარაღის შედეგები საკუთარ ცხოვრებაში.

ეს სამი იარაღი ტყუილი, ბრალდება და მსჯავრდადება გახლავთ:
  • ტყუილი ‒ დასაწყისში ეშმაკმა ევას შესაცდენად სწორედ ტყუილი გამოიყენა და მას შემდეგ იგი მუდმივად ატყუებს ადამიანებს. მოციქული იოანე თავის სახარებაში ამბობს, რომ „არაა მასში ჭეშმარიტება. როდესაც სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამა.“ (იოანეს 8:44).
  • ბრალდება ‒ სატანა ბრალდების სპეციალისტია, ეს მასზე უკეთ არავის გამოსდის. ის ადანაშაულებს არა მარტო ადამიანებს, არამედ ღმერთსაც. ედემის ბაღში მან ღმერთი დაადანაშაულა ძალაუფლების დამალვაში, რომლის მიცემაც, მისი თქმით, კეთილისა და ბოროტების ხეს შეეძლო ადამიანებისთვის. ეს დაეხმარა მას ‒ დაეშორებინა ადამიანები ღმერთისგან და ასევე ჩამდგარიყო ადამიანთა შორის.
  • მსჯავრდადება ‒ სულიწმიდა გვამხელს ჩვენ, როდესაც ვცოდავთ. სატანას კი, მისგან განსხვავებით, განაჩენი გამოაქვს ჩვენთვის, რაც თავს უღირსად გვაგრძნობინებს და გვაფიქრებინებს, რომ ღმერთი არ მიგვიღებს ჩვენ იმის გამო, რაც ჩავიდინეთ.

 

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის აღთქმები ჩვენდამი უცვლელია ‒ ქრისტეში ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ და შეგვიძლია, დავტკბეთ ამ ტრიუმფით. ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ ქრისტეში, როგორც გამარჯვებულნი ყველა პრობლემაზე, ცხოვრების ყველა სფეროში. ღვთის სიტყვა ამბობს:

რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი, არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი. – ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

უფალს არ დავუტოვებივართ ამ იარაღის პირისპირ მარტონი და შეუიარაღებელნი, მან მთელი თავისი აღჭურვილობა მოგვცა მტერთან საბრძოლველად: ჭეშმარიტების სარტყელი, სიმართლის ჯავშანი, რწმენის ფარი, ფეხსამოსი სახარების გასავრცელებლად და სულის მახვილი (ეფესელთა 6:14-17), და ამ ყველაფრის უკან დგას იესო ქრისტეს ძალა, რომელმაც უკვე დაამარცხა მტერი. მან გაანადგურა ეშმაკის ძალაუფლება ჩვენზე და მოგვცა ძალა და იარაღი, რომლითაც შეგვიძლია,  წინ აღვუდეგთ ჩვენს მოწინააღმდეგეს ‒ ეშმაკს.

არასდროს დანებდე, არ დაყარო იარაღი მტრის წინაშე, არ შეშინდე, არ დაითრგუნო, არ მიიღო ეშმაკის ბრალდებები, არც მის ტყუილებს მოუსმინო და არ იცხოვრო მსჯავრდადებაში…

ყოველთვის გახსოვდეს, რომ თუ გწამს ქრისტესი, შენ უკვე გაიმარჯვე მასთან ერთად!

წყარო: http://bogoblog.ru

ავტორი: პატრიკ მაბილოგი (ქრისტიანი მწერალი, ბლოგერი)





ქრისტიანული არხი

შემთხვევითი სიახლეები

konya bayan escort mersin escort malatya bayan escort mersin bayan escort